პლანეტების აღლუმი 18 მარტს – საბედისწერო მოვლენა ზოდიქოს რამდენიმე ნიშნისთვის

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის 18 მარტი ძალზე საინტერესო დღეა ასტროლოგებისთვის, რადგან ცაში პლანეტების საოცარი აღლუმია მოსალოდნელი

პლანეტების აღლუმი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტრონომიასა და ასტროლოგიაში. ასტრონომიულად ეს ნიშნავს პლანეტების ერთ რიგში გამწკრივებას, ანუ, ციური სხეულები – რამდენიმე ან ყველა – მზიდან ერთმანეთთან შედარებით სიახლოვეში, ერთ მხარესა და ერთ მწკრივში დაეწყობიან. პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე, არის მცირე და დიდი აღლუმები. ხვალინდელი მოვლენა მცირე აღლუმი იქნება.

სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა კუროს ნიშანში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს>>

18 მარტს ერთ რიგში ჩამწკრივდებიან მარსი, იუპიტერი და სატურნი. ეს დღე ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის საბედისწერო იქნება.

ვერძი

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვერძის ნიშნის წარმომადგენლები 18 მარტს იღბლიან ბილეთს აიღებთ. პლანეტების აღლუმი საოცარ მოვლენას გპირდებათ, თუმცა, საზღაური გადახდაც მოგიწევთ. საქმე ისაა, რომ ეს ასტრონომიული მოვლენა მტკიცე მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. დაინახავთ მიზანს და მისკენ სვლას დაიწყებთ, მაგრამ რთული ბარიერების გადალახვა მოგიწევთ. თუ იქნებით შეუპოვარი და მტიცე, შეძლებთ ცხოვრებისთ უკეთესობისკენ შეცვლას.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

მორიელი

მორიელებისთვის პლანეტების აღლუმი ნამდვილი საბედისწერო შემობრუნებით იქნება აღსანიშნავი. ბოლო თვეებში თქვენ გეჩვენებოდათ, რომ არ იცით, რა უნდა გააკეთოთ, რომ ყველაფერი აგერიათ. ეს ხელს გიშლიდათ განვითარებაში როგორც რომანტიკული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. ოთხშაბათს ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება და შეძლებთ იმ მიზეზის პოვნას, რომლის გამოც დიდი ხანი ვერ ახერხებდით ვითარების ფხიზლად შეფასებას. მალე მოხვალთ გონს და შეცდომას გამოასწორებთ.

მშვილდოსანი

მიჩვეული ხართ ცხოვრებით ტკბობასა და დასახული მიზნის მიღწევას. მაგრამ ყოველთვის აწყდებით მონათესავე სულის პოვნის პრობლემას. სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ, რადგან ძნელია იმ ადამიანის პოვნა, რომელიც გაგიგებთ. მაგრამ 18 მარტს ყველაფერი შეიცვლება – პლანეტების მინი–აღლუმი მოულოდნელი შეხვედრით გაგახარებთ. ეცადეთ, მთელი ძალისხმევა გამოიყენოთ, რომ ეს შეხვედრა ურთიერთობებში გადაიზარდოს.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

თევზები

დიდი ხანია, რაც პროფესიულ სარბიელზე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაქვთ. რაც არ უნდა გეცადათ, იღბალი ხშირად გაქცევდათ ზურგს. პლანეტების აღლუმი მოგცემთ ვითარების გამოსწორების საშუალებას. ჩათვალეთ ეს დღე ათვლის წერტილად. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა სამსახურში, წარადგინეთ თქვენი ორიგინალური იდეები, კონკრეტული მიზნები და გეგმები. მალე მიაღწევთ წარმატებებს და შესაძლოა, საკუთარი ბიზნესიც გახსნათ.

ყველა ახალი ამბავი
0