ადამიანის სილუეტი

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

8167
(განახლებულია 11:34 12.03.2020)
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი საკუთარი ბედნიერების ფერი აქვს, რომელიც მას წარმატების მოზიდვასა და მიზნის სწრაფად მიღწევაში ეხმარება

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერების თილისმა დაბადების თარიღის მიხედვით.

ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლის სტიქიის ტიპური ბედნიერი ფერებია წითელი, მწვანე და შავი. ამ ნიშნების წარმომადგენლებმა სწორედ ამ ფერებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც ტანსაცმელს ან ინტერიერის ნივთებსა და სამკაულებს ყიდულობენ.

ვერძი

ვერძები წითელ ფერს უნდა მოერიდონ. ის იძლევა მოტივაციას, მაგრამ ხშირად არაკონტროლირებად ემოციებს ასტიმულირებს. ეს ემოციები უმეტესად ნეგატიურია. საუკეთესო ფერი ვერძებისთვის მწვანეა. ის აწონასწორებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომ სურვილის ვიზუალიზაცია მოახდინონ და სწრაფად განახორციელონ ის ცხოვრებაში.

ლომი

ლომებს ამ სამი ფერიდან სამივე იდეალურად მიესადაგება, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომელ ვითარებაში რომელი ფერისთვის სჯობს უპირატესობის მინიჭება. შავი შესანიშნავი არჩევანია არასასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, წითელი ამაღლებს მათ ქარიზმასა და მომხიბვლელობას, ასევე, ხელს უწყობს ფინანსურ წარმატებებს. მწვანე კი სულიერ ჭრილობებს ახორცებს.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ნერვულ სისტემას უმყარებს მწვანისა და შავის ან წითლისა და შავის შეხამება. ბინის ინტერიერის მოსაწყობად რეკომენდებულია მეტი მწვანისა და შავის ან მუქი ნაცრისფრის გამოყენება, რადგან ეს მათში შემოქმედებით აქტიურობას ზრდის. სასარგებლო იქნება წითელი ტონები ტანსაცმელში, როდესაც საქმეებში წარმატების მიღწევაა მიზანი.

მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა

მიწის სტიქიის წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად განიცდიან ფერის გავლენას ფსიქიკასა და წარმატებაზე. ასტროლოგები მათ მეტი ძლიერი ფერის გამოყენებას ურჩევენ.

კურო

კუროებისთვის საუკეთესო ფერი ლურჯია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც, სანამ რამე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რამდენჯერმე ფიქრობენ. ლურჯი ამძაფრებს ინტუიციას, ეხმარება მათ სწრაფად და ეფექტურად ფიქრში. ამას დადებითი ეფექტი მოაქვს ფინანსურ და ასევე სხვა ნებისმიერ სფეროში.

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება>>

ქალწული

ქალწულებისთვის საუკეთესო ფერი-თილისმაა თეთრი. ის მათ ეხმარება კოლეგებთან, პარტნიორებთან და ზოგადად, გარშემომყოფებთან სწორად ურთიერთობებში. ეს უკვე, თავის მხრივ, სანუკვარი ოცნებების რეალიზებაში გადამწყვეტი მომენტი ხდება.

თხის რქა

თხის რქებისთვის საუკეთესო ფერია წითელი. ის მათ ეხმარება ფიზიკურ შენელებასთან და ემოციურ „უძრაობასთან" ბრძოლაში. წარმატება მოაქვს წითელი ტონების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. ამასთან, ეს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სითამამეს სძენს.

ჰაერის სტიქია: ტყუპი, სასწორი, მერწყული

ჰაერის ნიშნების წარმომადგენლები ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის წარმატება მოაქვს ისეთ ფერებს, რომლებიც ხელს უწყობს მათი უნიკალურობის გამოვლენას.

დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ტყუპი

ტყუპებისთვის წარმატება მოაქვს რბილ პასტელის ფერებს - მოცისფრო, მოვარდისფრო და მონარინჯისფრო ტონებს. ისინი აუმჯობესებს კრეატიული აზროვნებას. ცისფერი განასახიერებს ცას - მათ სტიქიას. ვარდისფერს წარმატება მოაქვს რთულ ვითარებებში, ხოლო ნარინჯისფერი განწყობას ამაღლებს.

სასწორი

სასწორებისთვის სურვილის ასრულების ძირითადი დატვირთვა კაშკაშა ყვითელს აქვს, რომელიც მათ ვიზუალიზაციაში ეხმარება. ის საუკეთესო „შუამავალია" აზრებსა და რეალობას შორის. ფინანსურ საკითხებში მათ ეხმარება იისფერი, რადგან ის მეექვსე გრძნობას ამძაფრებს.

მერწყული

მერწყულები ფინანსურ წარმატებებს ნარინჯისფერისა და ლურჯი ტონებისთვის უპირატესობით მიაღწევენ. როგორც აღვნიშნეთ ნარინჯისფერი ამაღლებს კრეატიულობას, ხოლო ლურჯი ხელს უწყობს კრეატიულ აზროვნებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღებას. ასევე, ამ ფერებს ცუდი აზრების განდევნა შეუძლია.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე ტონები. ისინი ერთნაირად სასარგებლოა ამ ადამიანებისთვის. ამასთან, მათ შეუძლიათ ეს ფერები გამოიყენონ როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან შეხამებით.

კირჩხიბი

კირჩხიბების განწყობაზე კარგად მოქმედებს ნაცრისფერი და ლურჯი ტონების შეხამება. ლურჯი ასევე მათ ფულთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ნაცრისფერი წმენდს გონებას ნეგატიური აზრებისგან.

მორიელი

მორიელებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ლურჯისა და მწვანის შეხამება. ის მათ ეხმარება ნეგატიურ აზრებთან ბრძოლაში, რომლებიც მათ ცნობიერების გაწმენდაში აბრკოლებს.

ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები>>

თევზები

წარმატება ელოდება იმ თევზებს, რომლებიც ხშირად ატარებენ ნაცრისფერს, მუქ ლურჯსა და მუქ მწვანე ფერებს. ხანდახან შეიძლება მათი თეთრი ფერით გამრავალფეროვნება, რომელიც ამაღლებს კომუნიკაციის უნარებს და მათ ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებაში ეხმარება.

8167
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

316
(განახლებულია 12:14 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეთანა ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, სამუშაოზე თანამშრომლების აყვანა, ცოდნის დონის ამაღლება, მუშაობა გუნდურად, მატერიალური საკითხებით დაკავება, მტკიცე მოქმედებები.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, უსაქმურობა.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

316
რაჭა

28 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

141
(განახლებულია 10:10 28.11.2020)
გაეცანით 28 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

28 ნოემბერს დაბადებულები

28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.

28 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. მათში შერწყმულია ფილოსოფიური გონება და სპორტული ჟინი, ძლიერი სული და მგრძნობიარობა, მეოცნებეობა და ამბიციურობა. ასეთი „კოქტეილი“ პოტენციური წარმატებული ადამიანის სავიზიტო ბარათია. ამ ადამიანებს წაგება არ სჩვევიათ, ყოველთვის ბოლომდე მიდიან, ძალებს რაციონალურად ხარჯავენ, პოულობენ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.

ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.

საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

ჯანმრთელობა

28 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ავადდებიან ბრონქებით. უნდა მოერიდონ გაციებებს, სიგარეტის მოწევას, რადგან ფილტვის პათოლოგიების განვითარების რისკი დიდია. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა.

რჩევა:

წინააღმდეგობრივი თვისებები თქვენს პიროვნებას ფიტავს. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ზედმეტ დაძაბულობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება და თან - არა მხოლოდ შვებულების დროს.

141
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში