დედა და შვილი

ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში

4459
(განახლებულია 11:43 04.03.2020)
ასტროლოგები გთავაზობენ ზოდიაქოს ნიშნების მიმოხილვას - როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნის ქალები დედამთილის ამპლუაში - ზოგი რამ ხუმრობით და ზოგიც - სერიოზულად.

როცა სადედამთილოს დაბადების თარიღი იცი, შესაძლებელია მისი ხასიათის ზოგადი თვისებების ამოცნობა, რადგან, მოგეხსენებათ, ოჯახის სიმტკიცესა და წარმატებულ ურთიერთობებში დიდი როლი ენიჭება დედამთილს.

ყველა გოგონა ოცნებობს იღბლიან ქორწინებაზე. ამ ქორწინებას, რა თქმა უნდა, საფუძვლად ორი ადამიანის ურთიერთობები უდევს საფუძვლად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ორი ადამიანი თავისი ოჯახიდან მოდის, მათ ჰყავთ თავიანთი ნათესავები, მეგობრები და, რა თქმა უნდა, მშობლები.

ქალი დაქორწინების შემდეგ ახალ გარემოში, უცხო ადამიანების გვერდით ხვდება, სადაც თავისი ადგილი უნდა იპოვოს. მისთვის შეგუების მომენტი რთულია, მაგრამ ასევე რთულია უცხო ადამიანთან შეგუება დედამთილისთვისაც.

თუ დედამთილი ვერძია

თუ თქვენი დედამთილი ვერძია, სჯობს, ჯავშანი და მუზარადი მოიმარაგოთ. გვერწმუნეთ, გამოგადგებათ, როცა ის განრისხებული იქნება და თეფშების, ჩანგლებისა და სხვა ნივთების კასკადი წამოვა რეაქტიული სისწრაფით და თან ისე, რომ ამ საგნების მიწაზე „პარკირების“ კონკრეტული ადგილი არავის ეცოდინება. მაგრამ ვერძ დედამთილს ერთი პლუსი აქვს - არასდროს ჩაერევა თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობებში, რადგან სხვისი ცხოვრება ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ თუ მეუღლესთან დედამთილის თანდასწრებით მაღალ ტონში ისაუბრებთ... მოკლედ, არ გირჩევთ ამის გაკეთებას!

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

თუ დედამთილი კუროა

თუ მეუღლესთან ერთად მშობლებთან ცხოვრება გადაწყვიტეთ და თან თქვენი დედამთილი კუროა, გირჩევთ, დროულად მოიმარაგოთ კულინარიული წიგნები, ამის პარალელურად, შეისწავლეთ სწრაფად გახდომის მეთოდები. არ გაგიკვირდეთ - თქვენს დედამთილს უყვარს გემრიელი ჭამა, სხვების გამასპინძლება, მაგრამ თავის ფიგურას არ ივიწყებს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება დიეტას იცავს, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. ამასთან, არ დაუშვებს, რომ თავისი გაზრდილი შვილი ნახევარფაბრიკატებით იკვებებოდეს. კურო - ცნობილი კულინარია და ცოტა ვინმე თუ იტყვის უარს მის მომზადებულ საჭმელზე. მას არ უყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები და ასევე, მის დაუკითხავად არავითარ შემთხვევაში არ გადაანაცვლოთ ავეჯი და არ გააკეთოთ რემონტი. კურო ითმენს, მაგრამ გარკვეულ დრომდე. შემდეგ იტყვის და თქვენ ინანებთ, რაც ჩაიდინეთ. მოკლედ, თუ ავეჯის გადაადგილება გინდათ, ნახევარი წლით ადრე თქვით ამის შესახებ და თან გაითვალისწინეთ - ამის გაკეთება მხოლოდ თქვენს ოთახში შეგიძლიათ.

თუ დედამთილი ტყუპია

თუ დედამთილის სახლში, რძლის პოზიციებიდან, ავეჯის გადაადგილება და რემონტი დაიწყეთ, თქვენი ინიციატივა ტყუპი დედამთილის მხრიდან დიდი ენთუზიაზმით იქნება მიღებული, თუ თამამად შესთავაზებთ გადასვლას სხვა რაიონში, ამ სიახლეს მხიარული აჟიოტაჟით შეხვდება. ტყუპებს უყვართ ყველანაირი ჭორი, მითქმა-მოთქმა, აქ კი - ახალ რაიონში მეტი შესაძლებლობაა, ეს ნიშნავს ახალ ნაცნობობას... მოემზადეთ განუწყვეტელი სტუმრიანობისთვის - ახალი ნაცნობების მიღება სრული მომსახურებით... თუ შეძლებთ ცხოვრების ამ სტილის მორგებას, ყველაფერი კარგადაა, თუ არა - მოგიწევთ დაქირავებულ ბინაში გადასვლა, თუ არა - თქვენი ცხოვრება კოშმარად იქცევა. 

2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის>>

თუ დედამთილი კირჩხიბია

თუ კირჩხიბის რძალი გახდით - ვწუხვართ, მთელი სულითა და გულით. საქმე ისაა, რომ კირჩხიბი „გიჟი დედაა“, პრეტენზიული, კაპრიზული და დედამთილიც - დედამთილზე დედამთილია. მისი სიმპათიის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა და ოფლის დაღვრა დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც არ გიჩვენებთ, თუ რაიმე მოეწონა - ის მუდამ უკმაყოფილო იქნება. არ გაბედოთ მის სახლში დიასახლისობა, მას ისიც ეყოფა, რომ მისი ვაჟის სიყვარულში ეცილებით.

თუ დედამთილი ლომია

თქვენი მდგომარეობა შესაშურია - ამ სიტყვის კარგი გაგებითაც. მხიარული, ენერგიული, საქმიანი დედამთილი არასდროს ჩაერევა თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობებში. ლომს უყვარს დიდი წვეულებები, სუფრა, რძალში თავის შვილს ხედავს, მას ყველაფერში დაუჭერს მხარს, ასწავლის, რჩევას მისცემს. ლომი შესანიშნავი დიასახლისი და წარმატებული ქალია, რადგან უპრობლემოდ ანაწილებს დროს თავის კარიერაზე და სახლზე და ამავე დროს, არ ივიწყებს გართობას. ლომი დედამთილი თქვენი დიდი და ახლო მეგობარია.

როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

თუ დედამთილი ქალწულია

გათხოვებისას არ დაგავიწყდეთ ძვირფასი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანის, უთოსა და საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის ყიდვა. გაიცანით - თქვენ წინაშეა მანიაკი, რომელიც მკაცრად იცავს უსაფრთხოების სანიტარიულ ნორმებს. თუ მოულოდნელად გესტუმრათ და დაინახა: უწესრიგობა სამზარეულოში, გასარეცხი ჭურჭელი, აქეთ-იქით მიყრილი ნივთები, ჩათვალეთ, რომ დედამთილმა ცივი ომი გამოგიცხადათ. ამის შემდეგ სულ უნდა უმტკიცოთ, რომ არასწორი შთაბეჭდილება დარჩა, მაგრამ გადარწმუნება, რომ საკუთარი სახლის ღირსეული დიასახლისი ხართ - ნამდვილად გაგიჭირდებათ.

თუ დედამთილი სასწორია

ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, როცა სასწორი დედამთილისგან ალერსიან სიტყვებს მოისმენთ, ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენ წინააღმდეგ და კიდევ მოგიწევთ რკინის ლედის სახის დანახვა, დიპლომატიური სვლებით და საყვარელი ღიმილით სახეზე. უპასუხეთ ასევე, ისწავლეთ, რომ იყოთ მისნაირი, რადგან, გახსოვდეთ, რომ ჭადრაკის დაფაზე ხართ, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება წააგოთ, თუ იმავე დიპლომატიას არ ისწავლით, როგორიც თქვენი დედამთილია.

როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თუ დედამთილი მორიელია

დიდი პლუსი მორიელ დედამთილს - და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მას აქვს მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ის მაშინვე ამოიცნობს ხოლმე ადამიანს, ამიტომ იყავით ის, ვინც ხართ, ნუ ეცდებით სხვისი როლის თამაშს. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე იქნებით მხილებული. ასევე, არ იჭორაოთ დედამთილის ზურგს უკან - თქვენთვის იქნება უარესი. მოეშვით თამაშს, თქვენ შეძლებთ მორიელთან საერთო ენის გამონახვას. მაშინ გექნებათ მყარი ზურგი და მხარდაჭერა, ხოლო თქვენი მეუღლე ორმაგად ბედნიერი იქნება.

თუ დედამთილი მშვილდოსანია

მშვილდოსნები, პრაქტიკულად, წარმატებული არიან, თუ თავიანთ საყვარელ საქმეს აკეთებენ. მშვილდოსანი დედამთილი წარმატებული პიროვნებაა. ის მუდამ საქმეშია ჩართული. როგორც წესი, ფინანსურად უზრუნველყოფილია, მაგრამ ფულს ქარს არ ატანს. თუ რძალი ჭკვიანი, შრომისმოყვარე და საქმიანი შეხვდება და რაც მთავარია, აჩვენებს, რომ მისი შვილი უყვარს, დედამთილი ძალიან მადლიერი იქნება, დაგეხმარებათ წინსვლაში, მატერიალურად და თავისი საჭირო კავშირებით. იცოდეთ, რომ მშვილდოსანი დედამთილი რძალს იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მასაც აქვს მისწრაფება წარმატებებისკენ. და დაიმახსოვრეთ, რომ მის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრათ - არ გაპატიებთ. საერთოდ, ის რძალთან ერთად ერთ ტერიტორიაზე ვერ იცხოვრებს. ეს მისთვის დაუშვებელია.

მხოლოდ ქალებისთვის: როგორია თქვენი მამაკაცი დაბადების თვის მიხედვით>>

თუ დედამთილი თხის რქაა

პირველ პლანზე - სერტიფიკატები, დიპლომები, მედლები და ამით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ დედამთილ-თხის რქაზე. თუ, ამასთან, საინტერესო სამუშაო გაქვთ და კარიერული წინსვლის პერსპექტივა, საინტერესო კავშირები, დედამთილი თქვენით მოხიბლული დარჩება და ყველა ნათესავი გაიგებს, რა საჩუქარი მიიღო ოჯახმა თქვენი სახით, ის იამაყებს თქვენით. ის მკაცრ, მაგრამ სამართლიან დედამთილად არის მიჩნეული, დაგეხმარებათ ყველანაირად, მაგრამ არა - ფულით. თხის რქა დედამთილი არ იჭორავებს არც თქვენზე და არც სხვებზე თქვენთან. მასთან ჩხუბი არ ღირს - სამუდამოდ განაწყენდება და პირველიც არასდროს შემოგირიგდებათ.

თუ დედამთილი მერწყულია

უზრუნველი მერწყული დედამთილის როლს ადვილად ირგებს, რადგან თვითონაც არ ესმის ბოლომდე, როგორც გახდა თავის დროზე დედა. მერწყულს უყვარს საჩუქრების ჩუქება, დროის ხმაურიანად გატარება, ის უფრო თქვენთან მეგობრობას მოინდომებს. არასდროს ჩაერევა თქვენს ურთიერთობებში, თვალს დახუჭავს უწესრიგობაზე. მისი პრინციპია - რაც უნდა გააკეთოს, მთავარია, ჯანმრთელად იყოს. მისი მინუსია ის, რომ არის არაპროგნოზირებადი, განწყობა ხშირად ეცვლება. ასევე, უყვარს ჭკუის დარიგება.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

თუ დედამთილი თევზებია

თუ გინდათ, დედამთილ-თევზებს მოეწონოთ, მასთან უნდა ისაუბროთ გულითად საკითხებზე, სხვადასხვა თემებზე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სფეროებიდან, ფილმებზე, ურთიერთობებზე, თუ ამას კიდევ თქვენს ცხოვრებისეულ დაკვირვებებს დაურთავთ, მისი გულისკენ მიმავალ გზას ნამდვილად მოიგებთ. უყვარს საჩუქრების ჩუქება, რძლის დახმარება - უფრო სიტყვიერად და რჩევებით, რადგან, როგორც წესი, მდიდარი არაა. დედამთილი-თევზები ყველაზე რბილი და უპრეცედენტო დედამთილები არიან, მაგრამ ტყუილად არ ამბობენ - დამდგარ წყალში ბევრი ბაცილააო, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს და გქონდეთ მხედველობაში, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ისინი გრძნობენ, თუ თქვენი გრძნობები მათი ვაჟის მიმართ ყალბია და მაშინ, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეგექმნათ.

4459
სტაფილო და სტაფილოს წვენი

რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო და ვის ეკრძალება იგი: დიეტოლოგი გირჩევთ

20
(განახლებულია 16:56 27.11.2020)
სტაფილო ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელია, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. კიდევ თუ რატომ არის სტაფილო სასარგებლო, ამის შესახებ ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა საუბრობს

პირველად სტაფილოს მოყვანა ავღანეთში დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ დაიწყეს და თანაც ღეროებისა და არა მისი ძირხვენების გამო — მწარე გემოს მიუხედავად, მათ საკვებად იყენებდნენ.

სასარგებლო თვისებები

სტაფილოში უამრავი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმიცა და ადამიანის გარეგნობაც. მაგალითად, თუ ადამიანს ვიტამინ A-ს დეფიციტი აქვს, კანი შრება და ჩნდება ქერტლი.

„ვიტამინი A გავლენას ახდენს თვალის კუნთებზე, ბადურაზე. როცა ადამიანი  ბინდისას უფრო ცუდად ხედავს, დღის განმავლობაში თვალებში ქვიშის შეგრძნება უჩნდება და ქუთუთოები უწითლდება, მან აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მენიუს“, — ამბობს ექიმი.

სტაფილო შეიცავს B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თერმული დამუშავების დროს სტაფილოში შემავალი ვიტამინების 2/3-მდე იკარგება, ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მათ, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სწაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.

ექიმები ხშირად სტაფილოს სამკურნალო კვების სახითაც ნიშნავენ. მაგალითად, ნაღველკენჭოვანი დაავადების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, უმა დობის დროს. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას.

გაახალგაზრდავებისთვის

პოპულარულია ნიღბები სტაფილოთი ან სტაფილოს წვენით — ეს კანს გამოშობისგან იცავს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, E ვიტამინის  დიდი რაოდენობის წყალობით, აღადგენს კანის ზედა ფენას, კურნავს მცირე ბზარებს და ხსნის ანთებას. ხოლო ვიტამინი C არეგულირებს სახის ფერს და ალაგებს სიფერმკრთალეს.

გასახდომად

სტაფილოს კალორიულობა დაბალია — 100 გრამზე მხოლოდ 33 კილოკალორია. მის შემადგენლობაში შემავალია ვიტამინი A აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას.

მატონიზირებელი თვისებები

სტაფილო ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანემიას. როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივზე სწრაფად იღლება და ხშირად თავს იჩენს მოთენთილობა. სტაფილოს წვენს ხშირად ზოგადგამაჯანსაღებლად ან ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის ნიშნავენ.

 

© Sputnik / Denis Aslanov
სტაფილოს კექსი

ვის ეკრძალება სტაფილო

სტაფილოს გამოყენება არასასურველია ღვიძლის დაავადებების დროს: თუ ეს ორგანო ჯანმრთელი არ არის, ის ვერ აითვისებს კაროტინს.

სტაფილოზე უკუჩვენებებს შორის ასევე არის კუჭისა და ნაწლავის წყლული და ენტერიტი (წვრილი ნაწლავის კედლების ანთება).

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო

სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).

უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.

გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.


20
თემები:
სასარგებლო რჩევები
პურის დაჭრა

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

59
(განახლებულია 15:51 27.11.2020)
ექიმ-დიეტოლოგის თქმით, თუ გახდომა გსურთ, პური აუცილებლად უნდა მიირთვათ, და სპეციალისტი განმარტავს, როგორი უნდა იყოს ის.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პური წონაში დაკლებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, თუ ის შესაბამისად იქნება გამომცხვარი, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სასურველია პურის შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყოს.

„ის არ უნდა იყოს გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, ანუ არ უნდა იყოს გაწმენდილი. უკეთესია, თუ პური იქნება მთელმარცვლოვანი, ჭვავის ფქვილის, ქატოიანი. და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე: მარგარინის, კულინარიული ცხიმებისა თუ გამაფხვიერებლებისა“, — ამბობს დიეტოლოგი.

ამასთან ერთად სოლომატინა გვირჩევს, მივირთავთ არა ახალი, რბილი პური, არამედ უკვე გამომშრალი, ვინაიდან ის ბევრად სასარგებლოა.

„ასეთი პური ნელა ხვდება კუჭში. ჩვენ ის ჯერ კარგად უნდა დავღეჭოთ, ნერწვით დავარბილოთ. ამასთან სახამებლის ათვისება უკვე პირის ღრუში იწყება და რაც უფრო მეტ სახამებელს აითვისებს ორგანიზმი საწყის ეტაპზე, მით უკეთესი“, — გვირჩევს ექიმი.

სოლომატინა ამბობს, რომ ქატოსა თუ ჭვავის პურში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი და В ჯგუფის ვიტამინები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ნერვული სისტემისა თუ კუჭ-ნაწლავის სისტემის მიკროფლორისთვის. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს როგორც იმუნიტეტის მდგომარეობას, ისე ადამიანის გუნება–განწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, აღნაგობასაც კი.

„საოცარია, მაგრამ პური გახდომის მსურველებს წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება. როცა ჩვენ კერძს პურთან ერთად მივირთმევთ, ის დამატებით მოცულობას ქმნის და, შესაბამისად, სწრაფად ავსებს კუჭს, აჩენს რა სიმაძღრის შეგრძნებას. პურის გარეშე ადამიანი უფრო მეტ საჭმელს იღებს და, შესაბამისად, ბევრად მეტ კალორიასაც“, — გამარტავს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, პურის საშუალო ულუფა დღის განმავლობაში 2–3 ნაჭერია. თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს რაოდენობა ადამიანის ცხორების წესიდან და მისი რაციონის კალორიულობიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

 

59
თემები:
სასარგებლო რჩევები
მაქსიმე ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მამას საოცრად დაემსგავსა - უახლესი ფოტოები

0
(განახლებულია 13:31 27.11.2020)
ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს

საზოგადოებამ ის ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.

მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 32 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას.

როგორც ინტერვიუებში ამბობს, 25 წელია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლი­პებ­სა და რეკ­ლა­მებ­ზე მუშაობს. თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ს, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად. გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ აქვს.

7 წლის ი­ყო, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვიდა სა­ცხოვ­რებ­ლად და როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მის ქარ­თულ ოჯახ­თან და მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

„იმე­დი მაქვს, ირაკ­ლი, სა­დაც არის, თვალს მიკ­რავს იქე­დან და ამა­ყობს ჩე­მით“,- ამბობს მაქსიმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია ამჟამად მისი გული დაკავებულია თუ არა, თუმცა 2014 წელს მაქსიმე თბილისში შეყვარებული რიტა გალკინასთან ერთად იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და პროფესიით მოდის სფეროს ბლოგერია. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება