ჩიტი ხის ტოტზე

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები

4680
(განახლებულია 13:16 03.03.2020)
მავნე ჩვევები ხშირად ძლიერ დამოკიდებულებაში გადადის. ეს შეიძლება იყოს ნიკოტინზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე ან სხვა რამეზე დამოკიდებულება. საინტერესოა, ზოდიაქოს ნიშნებს რომელი მავნე ჩვევებისკენ აქვთ მიდრეკილება

ყველა ადამიანს აქვს თავის სისუსტე. ზოდიაქოს ნიშნებს სისუსტეები ხშირად საერთო აქვთ. რომელი სისუსტეები და მავნე ჩვევებია დამახასიათებელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ვერძი

ვერძები გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ. ხშირად არიან თამბაქოს ან ალკოჰოლის მომხმარებელი. სიჯიუტის გამო ხშირად ამ მავნე ჩვევებზე უარს ვერ ამბობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი და ნიკოტინი ამსუბუქებს სტრესს. ამასთან, მოწევა მოდურია.

კურო

კურო ძალზე მტკიცე ნიშანია, მაგრამ სისუსტეები მასაც აქვს. კუროებს უჭირთ საჭმელზე უარის თქმა. ამის გამო ხშირად უჩნდებათ ზედმეტი წონა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მავნე ჩვევაა ასევე ტელევიზორთან მიჯაჭვულობა, რაც ჯანმრთელობის შერყევასა და დაბალ თვითშეფასებას იწვევს.

ტყუპი

ტყუპები ცვალებადი განწყობის ხალხია, რაც მრავალ დამოკიდებულებას იწვევს. არიან რა ჰაერის ნიშნები, მათ შორის ბევრ მწეველს შეხვდებით. უყვართ მძაფრი შეგრძნებები და ადრენალინის აფეთქებები. მთლიანობაში, ისინი შემოქმედებითი ადამიანები არიან და უყვართ ბევრი მუშაობა.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

კირჩხიბებს მთვარე მართავს, რომელიც მათ საკუთარი განწყობების მსხვერპლად აქცევს. არაფერია უჩვეულო კირჩხიბისთვის, რომ შეეცადოს განწყობის შეცვლას ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით. როდესაც გაჯავრებულია, ის ამ გრძნობას საჭმლით ან მოწევით ახშობს.

ლომი

ლომები მუდამ მოითხოვენ ყურადღებას. ამის გამო ხშირად ცდილობენ, რომ სხვებისგან განსხვავებული იყვნენ. ხშირად ხდებიან ალკოჰოლზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. მათში არის ავანტიურიზმის წილი, მაგრამ ჯიუტად სწამთ, რომ იღბლიანი ადამიანები არიან.

ქალწული

ქალწულები ხშირად არიან დაძაბული, როგორც ზედმეტად შრომისმოყვარეთა უმეტესობა. ძალიან განიცდიან, როდესაც ჩანაფიქრს ვერ ახორციელებენ. ასეთ პოზიციას შეუძლია ალკოჰოლიზმისა და ტრანკვილიზატორების ჭარბად მოხმარება გამოიწვიოს. ბევრი მათგანი მოწევას ამჯობინებს, ვიდრე წონაში მატებას ზედმეტი კვების გამო. ქალწულები მიიჩნევენ, რომ მსუქანი ადამიანები ძალიან ზარმაცები არიან.

მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>

სასწორი

სასწორები დიდი იდეალისტები არიან. როდესაც რამე ისე არ მუშაობს, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანებიან. არ უნდა ცხოვრების რეალობის მიღება. სასწორებს ეშინიათ, რომ მათ უარყოფენ და მარტონი დარჩებიან, ამიტომ საიდუმლოს იშვიათად უზიარებენ ვინმეს.

მორიელი

მორიელებისთვის პრობლემა ხშირად ყველაფერი აკრძალულისადმი ლტოლვაა. ისინი ბევრ თანხას ხარჯავენ ტანსაცმელზე, რესტორნებზე, რომ პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინონ. არ მიაჩნიათ, რომ მოწევა მავნე ჩვევაა და ამას მოდურ ტენდენციად აღიქვამენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალზე ცნობისმოყვარენი არიან. მოგზაურობაზე მილიონების დახარჯვა შეუძლიათ. ხშირად არიან დამოკიდებული ალკოჰოლზე და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებაზე. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებს მოსწონდეთ. სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და შესაძლოა, მსუბუქმა ნარკოტიკებმაც გაიტაცოს, რადგან სწამთ, რომ მედიცინა მათ განკურნავს. ესაა მათი ყველაზე დიდი შეცდომა.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

თხის რქა

თხის რქა ზოდიაქოს მყარი, მტკიცე ნიშანია. იშვიათად აქვთ მავნე ჩვევები, პირიქით, ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ბევრი მათგანი შეიძლება იტანჯებოდეს ანორექსიით ან ბულემიით და ეს იმიტომ, რომ სურთ, ლამაზი აღნაგობა შეინარჩუნონ.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ აზროვნების ახალი ხერხების გამოცდა და ირგვლივ სამყაროს სხვადასხვანაირი აღქმა, ამიტომ ხშირად შეუძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება ნარკოტიკებთან მიმართებით. მერწყულები შეიძლება რა საქმიანობით გახდნენ „შეპყრობილი", მაგალითად ვეგეტარიანელობით. თუ მათ რამე იტაცებთ, ამ მდგომარეობიდან მათი გამოყვანა ძალიან რთულია.

თევზები

ესაა წყლის ნიშანი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ალკოჰოლური სასმელების მიღებას. ისინი სვამენ ალკოჰოლს, რათა დაივიწყონ ტანჯვა, მტკივნეული გამოცდილება ან წარუმატებლობები.

4680
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

33
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

33
მზის ჩასვლა

15 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

9
(განახლებულია 13:41 13.08.2020)
გაეცანით 15 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

Знаки Зодиака - Лев
© Sputnik / Maria Tsimintia
ლომი

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

15 აგვისტოს დაბადებულები

15 აგვისტოს კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ასეთებზე ამბობენ ხოლმე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. არიან სამართლიანი და ერთგული მეგობრები. არიან შესანიშნავი ლიდერები. თითოეულ საქმეს ნამდვილად დიდი მონდომებით უდგებიან.

ამ დღეს დაბადებულები საქმეში ძირითად ყურადღებას აქცევენ მთავარს და არა დეტალებს. ხშირად საზოგადოებრივი ან საქმიანი ჯგუფის, ან ოჯახური კლანის ლიდერად გვევლინებიან, რადგან თავს შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც საპასუხისმგებლო ამოცანებს წყვეტენ. თვითონ შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ თავს ნამდვილ სამეფო ტახტის წარმომადგენლად აჩვენებენ.

ამ დღეს დაბადებული ქალები თავიანთ გარშემო მზრუნველ ადამიანებს იკრებენ. მათი სახლი სასახლეა, ქმარი - მეფე, ხოლო შვილები - პრინცები და პრინცესები. მამაკაცებს მართვის არაჩვეულებრივი უნარები გააჩნიათ. მიუხედავად აშკარად გამოხატული ძალაუფლების ენერგეტიკისა, მათ პატივისცემისა და ტაქტის საკმარისი მარაგი გააჩნიათ იმისთვის, რომ მოუსმინონ თანამოსაუბრეს და შესაძლოა, მიიღონ კიდეც მათი თვალსაზრისი, თუ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ამ ადამიანების ტიპური თვისებები სითბო და სიკეთე არ არის, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ სასტიკ ადამიანთა რიგს მივაკუთვნოთ. 15 აგვისტოს დაბადებულები თავს ძნელად აკონტროლებენ, რის გამოც ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, რომელსაც შემდეგ დიდხანს ნანობენ. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ მოთმინება და ადამიანების გაგება, რის შედეგად ამ ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი თავისთავად მოგვარდება.

ჯანმრთელობა

15 აგვისტოს დაბადებულებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, ამან კი მათ ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია - უნდა გააკონტროლონ რაციონი, მოერიდონ ცხიმიანისა და ტკბილის უზომოდ მიღებას; უნდა იაქტიურონ ფიზიკურად.

რჩევა:

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში პირველი ვერ იქნებით. მოერიდეთ უკონტროლო კონტროლისა და თქვენით აღფრთოვანების სურვილებს.

9