ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან

© Pixabay / jameswheelerმამაკაცი ღამით
მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს სჩვევიათ სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და სტრესულ ვითარებაში პრობლემებთან გამკლავება

როდესაც საქმეები ისე არ მიდის, როგორც გვინდა, ბევრი ჩვენგანი ემოციურ დისკომფორტს განიცდის, ზოგიერთს, შესაძლოა, პანიკური შეტევაც კი დაემართოს. ასეთ ადამიანებს გვერდით სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ყურადღების კონცენტრაციასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარება.

როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას>>

ხოლო ვინც სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდეს ინარჩუნებს, მას შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა, არამედ სხვების დახმარებაც, ვინც ასეთ ვითარებაში პანიკაში ვარდება. ასეთი ადამიანების უმეტესობა ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენელი არიან.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ლომი

მრავალი მიზეზია იმისა, რომ ლომი მტკიცე ადამიანებად მივიჩნიოთ: მათ აქვთ ძლიერი ლიდერის თვისებები, იციან, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს, შეუძლიათ სიმშვიდე ნებისმიერ სტრესულ ვითარებაში შეინარჩუნონ. ისინი ინარჩუნებენ ცივ გონებას და ოხუნჯობენ კიდეც, როდესაც სიტუაცია ძალიან იძაბება.

იუმორის გრძნობა მათ ეხმარება, როდესაც თითქოს არანაირი გამოსავალი აღარ არის რამე რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ ისიც იციან, როდის არის სერიოზულობა საჭირო. ლომს შეუძლია როგორც საკუთარი თავის პრობლემების ჭაობიდან ამოყვანა, ისე სხვების დახმარება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

თხის რქა

ძალიან სასარგებლოა, თუ თქვენი ახლობელი თხის რქაა და ის თქვენ გვერდით დგას სტრესულ ვითარებაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები ბრძენი და მომთმენი ხალხია, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და შეუძლიათ ვითარების გაუმჯობესება. თხის რქებს ასევე შეუძლიათ, გაარჩიონ, რისი შეცვლა შეუძლიათ და რისი - არა.

ამ ნიშნით დაბადებულები არც დროსა და არც ენერგიას არ შეალევენ იმას, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია. მიმდინარე მოვლენებზე მშვიდად და ლოგიკურად რეაგირებენ. მხოლოდ მათი გვერდით ყოფნაც კი დადებით გავლენას ახდენს ყველაზე, ვინც სტრესულ სიტუაციაში იმყოფება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

კურო

კუროები მშვიდი ადამიანები არიან, იციან საკუთარი ემოციების გაკონტროლება. შეგიძლიათ, მათი იმედი გქონდეთ, როდესაც ნეგატიური ემოციების გავლენას განიცდით. ისინი არასდროს მოქმედებენ იმპულსურად, არ იქცევიან დაუფიქრებლად. მათი თითოეული ნაბიჯი კარგად მოფიქრებული და სტრატეგიულად გათვლილია.

კუროები ცნობილი არიან თავიანთი მზადყოფნით, დაეხმარონ გაჭირვებულებს. ეს გულუხვობა განსაკუთრებით ვლინდება სტრესულ ვითარებებში. კუროები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და სხვებსაც ამის გაკეთებაში ეხმარებიან. მათთან ადვილია ურთიერთობები ნებისმიერ გარემოებაში. კუროები არ ნებდებიან, როდესაც ყველაფერი რთულდება, შეუძლიათ გამარჯვებამდე ბრძოლა და სწორ გადაწყვეტილებებს პოულობენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება

ტყუპი

ტყუპი გონებაგამჭრიახია და შეუძლია იმის დანახვა, რასაც სხვები ვერ ხედავენ. როდესაც სტრესულ სიტუაციას ეჯახება, წინასწარ შეუძლია გათვალოს მოქმედებები. იცის, რომ იოლ ნაბიჯებს ჩიხში შეყვანა შეუძლია, ამიტომ იღებს პერსპექტივაზე გათვლილ რთულ გადაწყვეტილებას.

ტყუპს ძლიერი კომუნიკაციური უნარები აქვს განვითარებული, ამიტომ მისი უნარი, ჩაერთოს საქმეში, როგორც შუამავალი, აწარმოოს მოლაპარაკებები, შესაძლოა, კონფლიქტის გადაჭრის გასაღები გახდეს. მას შეუძლია დაამშვიდოს ნებისმიერი, რომელიც მძიმე ვითარებაშია ჩავარდნილი და მას უკეთესობის იმედი მისცეს. ტყუპი, ჩვეულებრივ, ძალზე პოზიტიური და ენერგიული ნიშანია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

მერწყული

მერწყულებმა იციან, როდის არის სანერვიულო და როდის - არა. სიტუაციებში, როდესაც ზოგიერთი კონტროლსა და ჯანსაღად აზროვნების უნარს კარგავს , მერწყულები ყველაფერს აწონ-დაწონიან და დასკვნები გამოაქვთ. ისინი დამკვირვებლის პოზიციას იკავებენ, რაც მათ პრობლემისგან აბსტრაგირებაში ეხმარებათ, რათა საუკეთესო სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

გუნდში მერწყულები საკუთარ თავზე ხშირად ირგებენ მტრული მხარეების დამზავებლის როლს, შეუძლიათ განმუხტონ ყველაზე დაძაბული ვითარებაც კი. ამის გამო მათ თანამშრომლები აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0