ამ სწავლების თანახმად:
სხვათა შორის, ბევრ სხვადასხვა ხალხებში მიაჩნდათ, რომ თუ ბავშვს რაიმე (კბილი, თითი, საქოჩრე) ნორმაზე უფრო მეტი ჰქონდა, ის ნიჭიერი უნდა ყოფილიყო.
ასევე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სარძევე კბილები ადამიანის მომავალი ცხოვრების ერთგვარ პროექციად აღიქმებოდა. ამ თვალსაზრისით:
აღმოჩენილია კბილების თავიდან გაზრდის მეცნიერული მეთოდი: გარღვევა მოლეკულურ ბიოლოგიაში
გარდა ამისა, კბილებთან დაკავშირებით თავის სიტყვას ამბობს ფიზიოგნომისტიკაც — მეცნიერება, რომელიც ადამიანის ხასიათს გარეგნობის მიხედვით განსაზღვრავს.
ამ დარგის სპეციალისტების თქმით: კბილების ოვალური ფორმა რბილი, დამთმობი, გულთბილი, საზოგადოებაში კარგად ადაპტირებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო სამკუთხა კბილები ძლიერი ნებისყოფის, ჯიუტი, აქტიური ადამიანების ხვედრია.
ირკვევა ისიც, რომ კბილების მიხედვით შესაძლებელია ბავშვის ჯანმრთელობის განსაზღვრაც.
გამადიდებლის ქვეშ კარგად ჩანს კიჭის მოცისფრო მინანქარი. თუ ახლადამოჭრილ კიჭის მინანქარს დიდი ფორები, ანუ მოთეთრო ლაქები აქვს, ე.ი. ორგანიზმს მიკროელემენტები აკლია.
თუ კბილებზე ამოჭრის მომენტში შეუიარაღებელი თვალით ჩანს თეთრი ლაქები, შესაძლოა ბავშვის ორგანიზმში ფტორის დიდი რაოდენობა მოხვდა.
თუ ბავშვს, შესაბამისი ჰიგიენის პირობებში, მაინც ეწყება წინა სარძევე კბილების გარეთა ზედაპირის დაშლა, შესაძლოა ყელ-ყურ-ცხვირის ან პირით სუნთქვის პრობლემები ჰქონდეს.
კბილიდან ნადების მოშორების აპრობირებული ხერხები + აშშ სტომატოლოგთა ასოციაციის რჩევა
თუ ბავშვის კვების რაციონიდან გამორიცხული გაქვთ სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები, საგულდაგულოდ უსუფთავებთ კბილებს, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობს დაშლას, გამოიკვლიეთ ბავშვის პირის ღრუს მჟავიანობა. მიზეზი შესაძლოა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, ანუ მისი დაქვეითება იყოს.
დაიმახსოვრეთ: თუ ბავშვს პირის ღრუში პრობლემები აქვს, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს!
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინფარქტის რისკის შესამცირებლად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვების რაციონსა და სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, ასევე საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება, აცხადებს კარდიოლოგი და გულ–სისხლძარღვთა ქირურგი ვლადიმირ ხოროშევი.
მისი თქმით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა მეტი რაოდენობით ხილ–ბოსტნეული უნდა მიირთვას, ხოლო ხორციანი კერძები კვირაში მხოლოდ ორ–სამჯერ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ჰაერზე სეირნობას, ეს აძლიერებს ვენური სისხლის მიწოდებას გულის მარჯვენა პარკუჭში და ამასთან კარგად ავარჯიშებს ხერხემალსა და თავის ტვინს.
ხოროშევმა გულის ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო და ეფექტურ სავარჯიშოდ ეგრეთ წოდებული დუნდულებზე სიარული დაასახელა.
კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო, ექიმის თქმით, არის „ოქროს თევზი“. ამისათვის უნდა დაწვეთ ზურგზე ამოძრაოთ სხეული ისე, რომ თავი და ტერფები არ გაანძრიოთ.
ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სავარჯიშოები კარგია ხერხემლისა და კუნთების გასამაგრებლად და ასევე ებრძვის ცელულიტებს.
მანამდე ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს. გარდა ამისა, მეცნიერების ინფორმაციით, მოახლოებულ შეტევაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს კბილის ტკივილი, ნადები კბილებზე და ასევე ოფლიანობაც კი.
დღეს 2021 წლის 4 მარტია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს შედარებით მშვიდი, მაგრამ საინტერესო დღე გველოდება. სიტუაცია, რომელსაც, ჩვეულებრივ, მწვავე კონფლიქტი შეიძლება გამოეწვია, დღეს მარტივად, უბრალო ხუმრობით ან ურთიერთმომგებიანი კომპრომისით გადაწყდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ასეთ მომენტს კოლეგებთან ან ახლობლებთან შეთანხმებებისთვის, გლობალური პროექტების დაგეგმვის ან საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებისთვის გამოვიყენებთ. ზოგადად, დღე განგვაწყობს ინტელექტუალური საქმიანობის, სწავლის, ანალიზისთვის, ამიტომ ნაკლებია შეცდომის დაშვების ალბათობა.
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ვერძი: ინტელექტუალური დისკუსიები რომ არ გიყვარდეთ კიდეც, დღეს ამ წესიდან გამონაკლისს დაუშვებთ, თან რაც უფრო მეტი „ცეცხლი“ დაინთება დისკუსიისას, მით უკეთესი. იდეალურია, თუ შეხვდებით ისეთ მეტოქეს, რომელთა თვალსაზრისი თქვენი მოსაზრებების სრულიად საპირისპიროა, და თუ არა, მზად ხართ თანამოსაუბრეს პროვოცირება მოუწყოთ. იმდენად ხართ საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობაში დარწმუნებული, რომ სიამოვნებით აჩვენებთ ამას ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
კურო: დღეს, სავარაუდოდ, ძალიან დაბნეული იქნებით თქვენს აზრებსა და ფიქრებში, ანუ საკუთარი ფიქრების ლაბირინთებში იხეტიალებთ. მაგრამ ის, რომ სიტყვები „იფიქრო“ და „გაართულო“ სხვადასხვა პოლუსზეა თავისი გაგებით, დღეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს. პირველი – „იფიქრო“ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო მეორე – „გაართულო“ თქვენზეა დღეს მორგებული, რასაც ირგვლივ მყოფებს მთელი სისავსით წარმოუდგენთ, რაც, ბუნებრივია, მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ტყუპი: დღეს ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ყურადღებით მოუსმინოთ – გარშემომყოფები მნიშვნელოვან რამეებზე ილაპარაკებენ. გეძლევათ შანსი, რომ ინფორმაცია შეაგროვოთ რამე საკითხზე, მოისმინოთ კარგი რჩევა ან შესანიშნავი იდეა. ეს მომავალში შეიძლება გამოგადგეთ, ამიტომ დღეს არ ღირს გარშემომყოფების ყურადღების საკუთარ თავზე გადმოტანა. პირიქით – უსმინეთ მათ, ისწავლეთ, დაიმახსოვრეთ.
კირჩხიბი: დღეს თუ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, თქვენი მთავარი „იარაღი“ ინტელექტი უნდა გახდეს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის თანამოსაუბრე – უფროსი, საყვარელი ადამიანი, შემთხვევითი ადამიანი თუ მეგობარი – დღეს ნებისმიერ წრეში ყველაზე დიდი მოთხოვნა სერიოზულ თემებზეა. პოლიტიკა, ეკონომიკა, ფილოსოფია, მათემატიკა... ნებისმიერი მეცნიერება, რომელიც გონების წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
ლომი: დღეს ახლობლებს, რომ იტყვიან, არაფრად აგდებთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ აიძულებთ თქვენი პირადი სივრცის მოწყობას: სამზარეულოს, აგარაკის, სამუშაო კაბინეტის... რას ვიზამთ, დღეს უამრავი ბრწყინვალე იდეა მოგდით თავში და მისი განხორციელების სურვილი კი მძაფრია. რაც შეეხება „წვრილმან“ პროექტებს, როგორიცაა საფუძვლიანი დალაგება, საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა – ეს არაფერია, მთავარია, თავში ავეჯის გადაადგილების ან რემონტის იდეა არ მოგივიდეთ.
ქალწული: დღეს მთელი ენერგია შეიძლება საუბრებში დახარჯოთ, რომლებიც თქვენ წინაშე მთელი სამყაროს საიდუმლოებებს ახდის ფარდას. გაქვთ ინტელექტუალური საუბრების განწყობა ყველაზე სერიოზულ და განზოგადებულ თემებზე, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს იდუმალებანი... შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ამ საკითხებზე საუბარს შეძლებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენისას არ დაკარგოთ „მიწაზე მყარად დგომის“ შეგრძნება.
სასწორი: დღეს თქვენში ნამდვილი ფინანსისტი გაიღვიძებს. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ და იაზროვნებს მხოლოდ ციფრებითა და ფაქტებით. თუ იფიქრებთ იმაზე, როგორ გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, შეიძლება გენიალური გეგმაც შეადგინოთ და კარგი შემოსავალიც მიიღოთ. ასევე არანაკლებეფექტური იქნება ირგვლივ კომფორტული ატმოსფეროს შექმნის პროექტიც. ზოგადად, კარგი დღეა შვებულების, რემონტის, ნებისმიერი ძვირადღირებული საყიდლების დაგეგმვისთვის.
მორიელი: დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ურთიერთობებში, ლოგიკას დაეყრდნობით და არა გრძნობებს. იმის მაგივრად, რომ „იმკითხაოთ“, რა ხდება ადამიანების თავს, მოისურვებთ ამის გაგებას საუბრით ან პირდაპირი კითხვების დასმით. ამასთან, თავადაც არ დაუმალავთ გარშემომყოფებს საკუთარ აზრებსა და ზრახვებს, დეტალურად აუხსნით, რა გსურთ. ასეთი პრაქტიკა დღეს ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდება.
მშვილდოსანი: დღეს სიამოვნების განცდა გექნებათ იმის გამო, რომ სხვის მექანიზმში „ჭანჭიკად“ იგრძნობთ თავს. ოღონ იმ შემთხვევაში, თუ ეს მექანიზმი კარგად არის აწყობილი და არ „ყანყალებს“. შეგიძლიათ შესანიშნავად იმუშაოთ გუნდში, სხვისი ხელმძღვანელობით, მთავარია, იცოდეთ, რას აკეთებთ და რატომ. მხოლოდ მთელი პროცესის ლოგიკისა და ამ პროცესში საკუთარი როლის გაგების შემდეგ შეძლებთ იმის განხორციელებას, რაც სხვებმა ჩაიფიქრეს. თუ გარშემომყოფები არ მოინდომებენ თქვენთვის დეტალების გაცნობას, მაშინ თავად მოუწევთ ყველაფრის გაკეთება.
თხის რქა: დღეს აჯობებს, თუ მთელ ყურადღებას ადამიანებთან ინტელექტუალურ კავშირზე გადაიტანთ. ნებისმიერი ურთიერთობა დასაწყისში სიმპათია–ანტიპათიის პრინციპზე იგება, თუმცა უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის მხოლოდ სიმპათია არ კმარა, საჭიროა საერთო თემებისა და ინტერესების მოძებნაც. სწორედ ლოგიკაზე და არა გრძნობებზე დაფუძნებული ურთიერთობების განწყობა გაქვთ დღეს. ექსპერტები გირჩევენ, ვინმესთან თქვენი ურთიერთობები ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ.
მერწყული: დღეს გაქვთ უნარი და სურვილი, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი მოაწესრიგოთ. სპონტანურობა ყოველთვის კარგი არაა, ხშირად წარმატებული საქმის გარანტი გეგმაა უმცირესი დეტალების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი გეგმების დაწყობას გირჩევენ ასტროლოგები „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის“ პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, რაზეა საუბარი, მნიშვნელობა არა აქვს – დიდ მოვლენაზე თქვენს ცხოვრებაში, შვებულებაზე, დიეტაზე თუ წვეულებაზე – თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაგეგმავთ, წარმატება გარანტირებული იქნება.
თევზები: დღეს გარკვეულწილად გონებაგაფანტული იქნებით საუბრების დროს და ეს, ძირითადად, იმიტომ, რომ მოსაწყენი თანამოსაუბრე გყავთ. მოსაბეზრებელია გამუდმებით ყოფით თემებზე და ელიტურ ჭორებზე საუბარი, ჭკვიან თანამოსაუბრეს კი მოძებნა სჭირდება. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, წახვიდეთ იქ, სადაც საინტერესო და მცოდნე ადამიანებთან შეხვედრის შანსი გაქვთ. ახლა ასეთი საუბრები ჰაერივით გჭირდებათ.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ლონდონიდან მანჩესტერისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის გაშვება კატის გამო შეყოვნდა, რომელიც შემადგენლობის სახურავზე იჯდა, იუწყება გაზეთი Guardian–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 2 მარტის საღამოს მოხდა. მატარებლის გასვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე სადგურის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ მის სახურავზე კატა იჯდა — 25 000 ვოლტიან საკონტაქტო სადენთან სახიფათოდ ახლოს.
Cat on a fast train roof holds up London to Manchester service https://t.co/OrW9QqPeYW
— The Guardian (@guardian) March 4, 2021
კატა არანაირად არ რეგირებდა შეძახილებზე და ადგილიდან არც კი იძვროდა. ამიტომ მგზავრები სათადარიგო შემადგენლობაში გადაიყვანეს გასამგზავრებლად, ხოლო სადგურის თანამშრომლებმა ჯიუტი ფისოს გადარჩენის ოპერაცია განაგრძეს.
მისი სახურავიდან ჩამოსმა დაახლოებით ორი საათისა და 30 წუთის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ვიღაცამ მოიფიქრა და ნაგვის ურნა ასწიეს კატამდე, რითაც ცხოველს ერთგვარი პლატფორმა შეუქმნეს ჩამოსასვლელად.
ისიც ადგა და ძალიან მშვიდად ჩამობრძანდა, შემდეგ კი, როგორც სადგურის თანამშრომლები ამბობენ, ისეთი სერიოზული გამომეტყველებით წავიდა სადღაც, თითქოს რამე საქმეები ელოდებოდა.
როგორ აღმოჩნდა კატა მატარებლის სახურავზე, აქამდე არავინ იცის. როგორც სადგურის მენეჯერმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კატა მატარებლის თავზე აძვრა — აქამდე ამას მხოლოდ ფრინველები აკეთებდნენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ოცზე მეტი მატარებლის მოძრაობა იყო შეჩერებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გედის გამო, რომელიც თანამგზავრის დაღუპვას გლოვობდა პირდაპირ რელსებზე.