თავისუფლება

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

1728
(განახლებულია 11:03 13.02.2020)
არავისთვისაა საიდუმლო, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი შემოსავლის მისაღებად დიდხანს და მუხლჩაუხრელად შრომაა საჭირო

სამწუხაროდ, ყველა არაა კმაყოფილი თავისი ცხოვრებისეული შედეგებით. ასტროლოგები გამოყოფენ ხუთ ნიშანს, რომელთაც სიმდიდრე და წარმატება 40 წლის შემდეგ ელოდება.

ვერძი

ვერძებს ელოდება შესანიშნავი თანამდებობა, ღირსეული შემოსავალი, მაგრამ მხოლოდ 40-42 წლისთვის. ამ წლებში შეძლებენ ისინი მეტი დროის დათმობას ახლობლებისთვის, რადგან სწორედ ამ ასაკში იქნებიან წარმატებული კარიერის თვალსაზრისით.

კურო

კურო ერთ-ერთ ყველაზე რაციონალურ ნიშნად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ ისინი ოჯახს შეცდომებით სავსე გზის გავლისა და კარგი კარიერის მიღწევის შემდეგ ქმნიან. ეს ხდება დაახლოებით 40 წლის ასაკში.

როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>

ქალწული

ქალწულები ისწრაფვიან თვითგანვითარების, წარმატებისა და ცხოვრებით კმაყოფილებისკენ და ამას დაახლოებით 50 წლისთვის აღწევენ. სწორედ ამ დროს ეწვევა ხოლმე მათ რაღაც უფრო მაღალისა და ზნეობრივის გაცნობიერება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავისუფლებისმოყვარე ნიშანია, ამიტომ თუ ის საკმარისად არ დატკბება ცხოვრებით ახალგაზრდობაში, ელოდეთ, რომ მოწიფულობაში სრულად აინაზღაურებს იმას, რაც ახალგაზრდობაში დააკლდა. თუმცა, მხოლოდ 40 წლისები აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს და ცდილობენ, ისინი აღარ გაიმეორონ.

მერწყული

მერწყულებს სარისკო მოქმედებები სჩვევიათ. რისკისადმი მიდრეკილება უკან მხოლოდ 40 წლის ასაკში იხევს. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ ისინი სტაბილურ და ზომიერი ცხოვრებას.

1728
ფორთოხალი

ციტრუსები მაშინ გავნებთ, თუ... - დიეტოლოგი გირჩევთ

119
(განახლებულია 15:05 25.11.2020)
ირკვევა, რომ წლის ცივ სეზონზე C ვიტამინის მარაგის შევსება საკვები პროდუქტებიდან უფრო ეფექტურია

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. წლის ცივ სეზონზე ციტრუსები ხელს უწყობს C ვიტამინითა და ენერგიით მომარაგებას, მაგრამ ამან ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ, გვაფრთხილებს დიეტოლოგი ნატალია ნეფედოვა და რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მიზეზებს განმარტავს.

ექიმის თქმით, დილით ფორთოხალი ან ჭიქა ახლად გამოწურული წვენი გამოგაფხიზლებთ და გაგამხნევებთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უმჯობესია წვენი წყლით განზავდეს.

„მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ, დილით რომელიმე ციტრუსი მიირთვან. საქმე ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმი ღამით ტენიანობას კარგავს და მასთან ერთად — ელექტროლიტებსაც. ციტრუსებით კი ვივსებთ მის მარაგს და ამის გამო ვგრძნობთ თავს უფრო მხნედ. ეს შეიძლება იყოს წყალი ლიმნის ან ფორთოხლის წვენით. შეგიძლიათ მიირთვათ ფრეშიც, მაგრამ ის წყლით უნდა გააზავოთ. ასე ნაკლებ კალორიას, მეტ სითხეს და კარგი რაოდენობის ელექტროლიტებსაც მიიღებთ“, —განმარტა ნატალია ნეფედოვამ.

მისი თქმით, წლის ცივ სეზონზე, როცა რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები მძლავრობს, საჭირო არ არის C ვიტამინის აფთიაქებში შეძენა, რადგან მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვები პროდუქტებიდანაცაა შესაძლებელი. თანაც, ეს კიდევ უფრო ეფექტურია.

„მიკროელემენტები საკვებიდან უფრო კარგად შეიწოვება, ვიდრე დანამატებიდან. C ვიტამინს არა მარტო ფორთოხლიდან, მანდარინიდან თუ გრეიფრუტიდან მიიღებთ, არამედ მას შეიცავს მწვანილიც, ბულგარული წიწაკაცა და პომიდორიც“, — ამბობს ექიმი–დეიტოლოგი.

თუმცა სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ციტრუსისა და C ვიტამინის შემცველი სხვა საკვები პროდუქტების მიღებისას რაოდენობას უნდა დავაკვირდეთ, რაღა ზედმეტი არ მოგვივიდეს. საქმე ისაა, რომ დიდი რაოდენობით C ვიტამინს უკვე აქვს არა ანტიოქსიდანტის, არამედ საპირისპირო ეფექტი — მოქმედებს როგორც დამჟანგველი. და ეს მაშინ, როცა ერთი ფორთოხალი 60-80 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, დღიური ნორმა კი სულ 75-90 მილიგრამია.

119
თემები:
სასარგებლო რჩევები
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

237
(განახლებულია 10:31 25.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 25 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია ნებისმიერი საქმისთვის გეგმაზომიერი მომზადება, საქმიანობაში მტკიცედ მოქმედება, მცირე ფინანსური საქმეებით დაკავება, ჩანაფიქრის განხორციელება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება, სულიერი ასპექტისთვის ყურადღების დათმობა.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე გამახვილება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

237
კორონავირუსის ეპიდემია. თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო მუშაობდა და იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში სატრანსპორტო კომპანია

8
(განახლებულია 16:43 25.11.2020)
პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, როგორც ჩანს, ვითარების დრამატიზაცია მოახდინა – საუბარია არა 20% ინფიცირებულებზე, არამედ 20 ინფიცირებულზე მეტროპოლიტენში მომუშავე 250 მემანქანიდან

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში 250 მემანქანე მუშაობს, აქედან ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 20 და სათანადო მკურნალობას გადის, მაგრამ ეს მეტროს მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“>>

კომპანიაში უარყვეს მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა საფრთხის ქვეშაა, რადგან მემანქანეთა 20% კორონავირუსით არის ინფიცირებული.

სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ყველა ადამიანური რესურსია იმისთვის, რომ მეტრომ სრული დატვირთვით იმუშაოს და მგზავრებს პრობლემები არ შეუქმნას.

„ერთობა 2013"-ს ჰქონდა შეთავაზება თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, რომ შეემცირებით მეტროს მუშაობის დრო და ასევე, შედარებით ნაკლები რაოდენობის მატარებელს ემოძრავა. თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ მგზავრთა მეტ თავშეყრასა და პრობლემას გამოიწვევდა, რის წინააღმდეგაც გამოდიან ეპიდემიოლოგები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურად არის დაცული: ხდება მეტროს სადგურების დეზინფექცია, მოწმდებიან მგზავრები პირბადის ტარებაზე, ხოლო თანამშრომლები პეიოდულად იტარებენ როგორც ექსპრეს, ისე PCR–ტესტებს.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში