როგორ დავგეგმოთ იანვრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

22, 23, 24 იანვარი: მთვარის კლების ფაზის ბოლო სამი დღე თხისა რქის თანავარსკვლავედში ჩაივლის. იქნება ძალზე მშვიდი და ხელსაყრელი პერიოდი. მის გატარებას ასტროლოგები ყველაზე ახლობელ ადამიანებთან გვირჩევენ. ასევე, შეიძლება საყვარელი საქმეების გაკეთება, სახლის მოწესრიგება.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

25, 26 იანვარი: 25 იანვარი ახალმთვარეობაა მერწყულის ნიშანში. ამ დღეს შეიძლება ახალი ინფორმაციების შესწავლა, ურთიერთობები, ახალი ადამიანების გაცნობა, კარგი დღეა სწავლისთვის. 26 იანვარი - მზარდი მთვარის პირველი დღეა, რომელიც იდეალურად მიესადაგება გონებრივ სამუშაოს, შემოქმედებითი ამოცანების გადაჭრას.

27, 28, 29 იანვარი: მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. არცთუ საუკეთესო დღეებია რთული და მონოტონური სამუშაოსთვის. ამ დღეებში სურვილი გაჩნდება გართობის, მხიარულებისა და დასვენების, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პერიოდი კვირის დასაწყისს ემთხვევა, ამიტომ შეიქმნება დისკომფორტი. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა - დაუთმეთ დრო შემოქმედებით საქმიანობას, რომლებიც ყურადღების დიდ კონცენტრაციას არ მოითხოვს.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

30, 31 იანვარი: 2020 წლის პირველი თვე პოზიტიურ ნოტზე დასრულდება, რადგან მზარდი მთვარე ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს. კარგი დღეებია გულუხვი, კეთილი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჩვევიათ ეჭვიანობა და წვრილმანებზე „დახურდავება". რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ ამ დღეებში, მით მეტ წარმატებას შეხვდებით ცხოვრებისეულ გზაზე.

ყველა ახალი ამბავი
0