ქალი მეწამულ ფონზე

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1326
(განახლებულია 11:32 21.01.2020)
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რა რეკომენდაციებს იძლევა ცნობილი ასტროლოგი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მოდის სამყაროში

ცნობილმა ასტროლოგმა ვასილისა ვოლოდინამ თითოეული თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის მოდური ტენდენციების ასტროპროგნოზი შეადგინა. აქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ 2020 თეთრი ლითონის ვირთხის წელია, რომელიც ძალზე მომთხოვნია სამოსის მიმართ და აფასებს სადღესასწაულო განწყობას.

ცეცხლის ნიშნები - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია, რომ მათი სამოსი არ იყოს გამომწვევი, მაგრამ უნდა იყოს გემოვნებიანი. ასტროლოგი გირჩევთ, მოირგოთ მოსახერხებელი პასტელის ფერების ტანსაცმელი და ყურადღება გაამახვილოთ ოქროსა და ლითონის აქსესუარებზე - ეს დიდ შესაძლებლობებს მოიზიდავს და ფინანსურ წარმატებას უზრუნველყოფს. სავალდებულო პირობაა თვითგამოხატვა და ფანტაზია. მოერიდეთ მონოტონურ ნახატებს ქსოვილზე, მაგალითად, ბრტყელ ფიგურებს, უჯრედებს, რათა სამოსი ხალიჩის ეფექტს არ იწვევდეს და თქვენში ლიდერის თვისებებს არ ახშობდეს.

ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ჰაერის ნიშნები - ტყუპი, სასწორი, მერწყული

ჰაერის ნიშნები 2020 წელს სიმსუბუქისკენ უნდა ისწრაფვოდეთ თავის ყველა გამოვლინებაში. ასტროლოგის თქმით, შესანიშნავად იგრძნობთ თავს მსუბუქი და ტალღოვანი ქსოვილებისგან დამზადებულ სამოსში. სასურველია, მოერიდოთ მძიმე ფეხსაცმელს, საკინძეებს, ჩანთებს. ეს დაგამძიმებთ იმ დროს, როცა ფრენისკენ უნდა ისწრაფვოდეთ. შინაგანი ჰარმონიისა და თვითშეფასების შენარჩუნებისთვის სცადეთ უჩვეულო სამკაულები, აქსესუარები. მაგალითად, ექსკლუზიური ქამრები, თმის სართავები, ტროპიკული პრინტები, გრაფიკული დეტალები, ეთნო და სხვა.

წყლის ნიშნები - კირჩხიბი, მორიელი, თევზები

კირჩხიბების, მორიელებისა და თევზებისთვის რეკომენდებულია ისეთი სამოსი და ნივთები, რომლებიც სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს როგორც მოდური ქვედა ბოლოები და კოსტიუმები ელიტური საღამოებისთვის, ისე უბრალო ნივთები, რომლებიც სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, უმეტეს შემთხვევებში, სასურველია უპირატესობის მიცემა კაშკაშა ფერებისთვის, რომლებიც ასოცირდება ვნებასთან, სიყვარულთან და ძლიერ გრძნობებთან. ასტროლოგი ასევე გირჩევთ, ელიტური წვეულებებისთვის მოერიდოთ უფორმო სამოსს და მეტი აქცენტი ტანზე მოტმასნილ ტანსაცმელზე გააკეთოთ. ასევე, ოპტიმალურ ვარიანტად სპეციალისტი განიხილავს ბოჰოს - ეფექტურსა და ნოსტალგიურს, ამავე დროს, ყოველდღიურს. სამკაულები კი, სულაც არაა სავალდებულო, ძვირფასი იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დახვეწილი და ნატიფი.

მიწის ნიშნები - კურო, ქალწული, თხის რქა

ასტროლოგი მიწის ნიშნებს ურჩევს, უპირატესობა მიანიჭონ მოკრძალებულ სამოსს, გარდერობში გამოიყენონ ვინტაჟური ნივთები და ხელნაკეთი ტანსაცმელი. ამ ნიშნების წარმომადგენლები გაახარებენ წლის მასპინძელს, თუ ულტრამოდურ მიმდინარეობებს კონსერვატიზმს ამჯობინებენ. მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი სექსუალობა, ოღონდ ზედმეტი მინიშნებების გარეშე. ვირთხა დააფასებს მოკრძალებულ, თავშეკავებულ სისადავეს, ელეგანტურობასა და მარადიულ კლასიკას. კლასიკური პალტო, კოსტიუმი, ქვედა კაბა თუ მაისური შეიძლება გააფორმოთ ლამაზი, ფერადოვანი ხავერდის ფერებით. სამკაულებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ძვირფასეულობას, ოღონდ არა ოქროს, არამედ ბრინჯაოსა და ვერცხლის ნაკეთობებს. რაოდენობა კი გემოვნების საკითხია.

1326
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

33
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

33
მზის ჩასვლა

15 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

9
(განახლებულია 13:41 13.08.2020)
გაეცანით 15 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

Знаки Зодиака - Лев
© Sputnik / Maria Tsimintia
ლომი

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

15 აგვისტოს დაბადებულები

15 აგვისტოს კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ასეთებზე ამბობენ ხოლმე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. არიან სამართლიანი და ერთგული მეგობრები. არიან შესანიშნავი ლიდერები. თითოეულ საქმეს ნამდვილად დიდი მონდომებით უდგებიან.

ამ დღეს დაბადებულები საქმეში ძირითად ყურადღებას აქცევენ მთავარს და არა დეტალებს. ხშირად საზოგადოებრივი ან საქმიანი ჯგუფის, ან ოჯახური კლანის ლიდერად გვევლინებიან, რადგან თავს შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც საპასუხისმგებლო ამოცანებს წყვეტენ. თვითონ შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ თავს ნამდვილ სამეფო ტახტის წარმომადგენლად აჩვენებენ.

ამ დღეს დაბადებული ქალები თავიანთ გარშემო მზრუნველ ადამიანებს იკრებენ. მათი სახლი სასახლეა, ქმარი - მეფე, ხოლო შვილები - პრინცები და პრინცესები. მამაკაცებს მართვის არაჩვეულებრივი უნარები გააჩნიათ. მიუხედავად აშკარად გამოხატული ძალაუფლების ენერგეტიკისა, მათ პატივისცემისა და ტაქტის საკმარისი მარაგი გააჩნიათ იმისთვის, რომ მოუსმინონ თანამოსაუბრეს და შესაძლოა, მიიღონ კიდეც მათი თვალსაზრისი, თუ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ამ ადამიანების ტიპური თვისებები სითბო და სიკეთე არ არის, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ სასტიკ ადამიანთა რიგს მივაკუთვნოთ. 15 აგვისტოს დაბადებულები თავს ძნელად აკონტროლებენ, რის გამოც ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, რომელსაც შემდეგ დიდხანს ნანობენ. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ მოთმინება და ადამიანების გაგება, რის შედეგად ამ ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი თავისთავად მოგვარდება.

ჯანმრთელობა

15 აგვისტოს დაბადებულებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, ამან კი მათ ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია - უნდა გააკონტროლონ რაციონი, მოერიდონ ცხიმიანისა და ტკბილის უზომოდ მიღებას; უნდა იაქტიურონ ფიზიკურად.

რჩევა:

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში პირველი ვერ იქნებით. მოერიდეთ უკონტროლო კონტროლისა და თქვენით აღფრთოვანების სურვილებს.

9