კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 20–26 იანვრის პერიოდში

გამოწერა
ვარსკვლავები და პლანეტები ახლა, როგორც იქნა, მშვიდი და პროგნოზირებადი გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ თუ პრობლემები წარმოიშვება, ამის მიზეზი ადამიანური ფაქტორი იქნება და არა ციური სხეულების განლაგება

ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობის გამო პრობლემებთან გამკლავება არცთუ რთული იქნება. გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და გაატარეთ ეს შვიდი დღე ისე, რომ არ დაკარგოთ იღბალი და მოიზიდოთ ბედნიერება.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი

ვერძებისთვის რეკომენდებულია საუთარი აურის გაწმენდა ნეგატივისგან, ხოლო სხეულის – დაღლილობისგან. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ უქმეებზე შეძლოთ დასვენება, შეიცვალოთ გარემო და დატკბეთ განმარტოებით. ეს არ ნიშნავს, რომ ახლობლებთან ურთიერთობები შეწყვიტოთ, მაგრამ აჯობებს, თუ პირად საქმეებს მიხედავთ და ხალხმრავალ ადგილებს არ ეწვევით. ექსპერტები ასევე გირჩევენ, ამ კვირაში მოერიდოთ ძალიან კაშკაშა სამოსის ჩაცმას.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი>>

ურთიერთობებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეა ორშაბათი, ასევე გექნებათ წარმატებების მიღწევის შანსი საქმეებში. შეგიძლიათ, საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოთ – შეიძინოთ ახალი ტანსაცმელი, შეიცვალოთ ვარცხნილობა, იმიჯი. ამ კვირაში კარგი იქნება ბილეთების შეძენა მომავალი მოგზაურობისთვის.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

კუროებს მოგეცემათ ძველი შეცდომების გამოსწორების შანსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი კვირა წარსულზე იფიქროთ, რადგან ლამაზი მომავალი გელოდებათ – თუმცა, ძალისხმევის წყალობით. სამუშაო დღეებში კარგად იმუშავეთ, ხოლო უქმეებისთვის რამე უჩვეულო დასვენება მოიფიქრეთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო>>

კუროებმა, რომლებსაც მუდმივად გიწევთ მოგზაურობა, მივლინება, მგზავრობა, კარგად უნდა დაისვენოთ მშვიდ გარემოში; ხოლო ვინც გამუდმებით სახლში ან ოფისში ხართ, უნდა გახვიდეთ სადმე, თუნდაც სხვა ქალაქში, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს. ამ კვირაში ძალიან იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, იოლად შეძლებთ საყვარელი ადამიანის პოვნას, ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან ურთიერთობებს.

ტყუპი

ძალიან კარგი კვირაა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შეიძლება ფიზიკური ვარჯიშების დაწყება, დასვენება. პრობლემებს მოგიტანენ გარშემომყოფები, მათ შორის – მოშურნეები და მტრები. მოერიდეთ ცუდი ენერგეტიკის მქონე ადამიანებს, რათა აირიდოთ პრობლემები სამუშაოზე.

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი>>

ეს პერიოდი კარგია ძველი ნივთების შეკეთებისა და ახლის ყიდვისთვის. არის სიყვარულის, ახლობლებთან ურთიერთობების დრო. მეორე ნახევრის პოვნის პროცესი, შესაძლოა, დროებით ჩიხში მოეცეს, მაგრამ უქმეებზე ეს პრობლემა მოიხსნება და მრავალი პოზიტიური ემოცია გელოდებათ. ასევე კარგი კვირაა ახალი ცოდნის მიღებისა და მოგზაურობისთვის.

ბედნიერება მოქუფრულ ცაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კირჩხიბი

კვირის ბოლოს დაისვენეთ და ჯანმრთელობას მიხედეთ. სწორად დასვენება გაააქტიურებს ორგანიზმის ფარულ რეზერვებს შემდეგი კვირისთვის. სამუშაო დღეებში კი, მუშაობის შემდეგ, ისე დაისვენეთ, როგორც ამას გული გიკარნახებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმიანობის დროს, შესაძლოა, რაღაცამ მუდმივად გაგიფანტოთ ყურადღება. ეს შეიძლება იყოს სახლისა და ოჯახის პრობლემები.

2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>

კვირის პირველ ნახევარი მაღალი პროდუქტიულობით აღინიშნება. არ არის გამორიცხული, რომ დაგეხმაროთ მეგობარი ან კოლეგა, ვინმემ ძალზე სასარგებლო რჩევა მოგცეთ. დიდად წაგადგებათ გამძაფრებული ინტუიცია. არ მოუსმინოთ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს და ეცადეთ, კეთილ და დადებით ადამიანებთან გაატაროთ დრო.

ლომი

ეს კვირა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალზე პოზიტიური იქნება. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, ბევრი მოტივაცია, შემოქმედებითი ძალები, გაიცნობთ ახალ ადამიანებს. გაუმართლებს თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელს. ზოგჯერ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ, რათა კონფლიქტები აირიდოთ თავიდან. დასვენება მეგობრებთან ან ნათესავებთან სჯობს.

2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი>>

სასარგებლო იქნება ასევე აქტიური დასვენება. შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა ქალაქში, ეწვიოთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიწყოთ ვარჯიში. ეს ნეგატიური აზრებისგან გათავისუფელბაში დაგეხმარებათ. ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად გახვიდეთ სახლიდან. უბრალოდ, მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც დიდი ხანია, ურთიერთობები აღარ გაქვთ.

მოალერსე წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან

ქალწული

ქალწულებმა ყურადღება ფინანსურ სფეროზე უნდა გადაიტანოთ. იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიოთ სამსახურსა თუ ბიზნესში, უნდა გათავისუფლდეთ იმ ჩვევებისგან, რომლებიც სღარიბეს იწვევს. უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას. კვირის დასაწყისი შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის.

2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული>>

კვირის ბოლოს შეგიძლიათ ფულის დახარჯვა საკუთარ თავზე ან ოჯახზე. წარმატებით ჩაივლის ბანკში მისვლა, კრედიტის გაფორმება, ნივთების ყიდვა ინტერნეტით. ამასთან, ასტროლოგები  გირჩევენ, ყველა საქმე პარასკევისა და უქმეებისთვის არ მოიტოვოთ. ამ დღეებში დრო, სჯობს, ახლობლებსა და მეგობრებს მიუძღვნათ. თუ გართობისკენ გაგიწიათ გულმა, დაუდევრად და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.

სასწორი

არის დიდი ალბათობა, რომ ამ კვირაში არჩევნის გაკეთების სირთულეს წააწყდეთ. რთული სიტუაციის გვერდით ავლა გაგიჭირდებათ, ამიტომ ეს უნდა მიიღოთ, როგორც მოცემულობა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. უქმეებზე შეგიძლიათ შემოქმედებით საკითხებს მიხედოთ ან დაისვენოთ, მაგრამ სამუშაო დღეებში პრიორიტეტები შესაბამისად უნდა გაანაწილოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი>>

კვირა, მთლიანობაში, ძალზე ხელსაყრელი დრო იქნება რომანტიკისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. გაუმართლებს ასევე მათ, ვინც ახლა ეძებს მეორე ნახევარს, ან ახალი დაწყებული აქვს ურთიერთობები. უქმეებზე კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებს დააწყობთ.

პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში

მორიელი

კარგი იქნება, თუ ამ კვირაში მოერიდებით თავზეხელაღებულ ადამიანებს არ ჩაებმებით კონფლიქტში სამუშაოზე, ქუჩაში და სახლში. პრობლემებისა და არეულობის გამო გაგიჭირდებათ დასვენება და სრულფასოვანი ძილი. ეცადეთ, არ მოექცეთ ნეგატივის გავლენის ქვეშ, რადგან ამ კვირის განმავლობაში ძალზე დამღლელი და გამაღიზიანებელი იქნება ირგვლივ გამუდმებული ორომტრიალი.

2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი>>

სამსახურში ფრთხილად იყავით დოკუმენტებზე მუშაობისას. თავდადებული მუშაობისთვის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, დაგასაჩუქროთ. ყველაზე მეტი სირთულე ელოდება შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ მორიელებს. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დრო, სჯობს, ახლობელ, სატვარელ ადამიანებთან გაატაროთ.

მშვილდოსანი

ამ კვირაში ხშირად მოგიწევთ კომპრომისის მოძებნა გარშემომყოფებთან. ამისთვის დაგჭირდებათ მეტი შინაგანი ჰარმონია, რომლისთვისაც, თავის მხრივ, ოჯახურ ატმოსფეროში ჰარმონია იქნება აუცილებელი. ამის მისაღწევად კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ სახლს, გადააადგილებთ ავეჯს. ჰარმონიული წესრიგი სახლში გარანტი იქნება ჰარმონიული ურთიერთობებისა ირგვლივ მყოფებთან.

2020 წლის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი>>

ასტროლოგები გირჩევენ, დააფასოთ გვერდით მყოფი ადამიანები. ისინი დაგიცავენ და დახმარების ხელს გამოგიწვდიან, როცა ეს საჭირო გახდება. სიყვარულისა და საქმიან სფეროში ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება ახალი ნაცნობობა. ეს დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში, ახალი სამუშაოს ან სიყვარულის პოვნაში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თხის რქა

კვირის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ უკვე ოთხშაბათისთვის შეძლებთ მოდუნებასა და პრობლემების დავიწყებას. ექსპერტები არ გირჩევენ ამ კვირაში ბევრი ფულის დახარჯვას, ასევე, უახლოესი მომავლისთვის გეგმების დაწყობას. უქმეები იდეალური დროა გარემოს გამოცვლისთვის, შეგიძლიათ, საქმეების დასავიწყებლად, რამე უჩვეულო გააკეთოთ. ასევე წაგადგებათ სახლის მოწესრიგება, დასუფთავება.

2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა>>

ამ კვირაში დაუფიქრებელმა საქციელმა, შესაძლოა, წარუმატებლობების მთელი ჯაჭვი გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, აღიჭურვოთ მოთმინებით და არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, გაღიზიანების შემთხვევაში, მოთოკოთ ნერვები. თუ თავს ხელში აიყვანთ, მოვლენები შემდეგ ხელსაყრელად წარიმართება.

მერწყული

ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს. ეს ეხება არა მხოლოდ ფულისა და სამუშაო სფეროებს, არამედ სიყვარულსაც. მარტოხელები შეძლებთ საყვარელი ადამიანის პოვნას, ან არსებულ ურთიერთობებში მნიშვნელოვნად წინ წაწევას. სპეციალისტები გირჩევენ, არ იჩქაროთ და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული>>

სამუშაოზე, სჯობს, მკაცრ ჩარჩოებში არ მოექცეთ. ხელმძღვანელობაზე და კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენაში სიცოცხლისმოყვარეობა და პოზიტივი დაგეხმარებათ. არ გაწყენთ შემდეგი კვირისთვის სამოქმედო გეგმის შედგენაც. ასევე, აუცილებელია, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ, რათა დიდი პრობლემები აიცილოთ თავიდან.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თევზები

დგება დრო, როცა სჯობს, რომ საკუთარ საქმეებს პირადად მიხედოთ და პასუხისმგებლობა სხვებს არ გადააბაროთ. ასევე, ამ კვირაში არასასურველია სხვებისთვის დახმარების თხოვნა, რადგან, ადამიანებში, შესაძლოა, ენერგოვამპირებმა გაიღვიძოს. ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, არ ჩაებათ ჩხუბსა და კონფლიქტებში.

2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები>>

კვირის დასაწყისში სასურველია სახლი დაასუფთაოთ, ხოლო სამსახურში სამუშაო ადგილი მოაწესრიგოთ. ეს დაგეხმარებათ, აღკვეთოთ წვრილმანები, რომლებსაც თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. უქმეებზე მიხედეთ საკუთარ თავს: გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა, დაისვენეთ, იყიდეთ რამე.

ყველა ახალი ამბავი
0