პანორამა

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება

12332
(განახლებულია 11:40 08.01.2020)
ადამიანები ყოველთვის ეძებენ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც ტრადიციულ მეცნიერებას პასუხის გაცემა არ შეუძლია.

ადამიანს ყოველთვის სურს შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც პიროვნება, გაარკვიოს თავისი დანიშნულება და განვითარების შემდეგი გზა. ადამიანები ყოველთვის ეძებენ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც ტრადიციული გაგებით მეცნიერებას პასუხის გაცემა არ შეუძლია. ასტროლოგია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფორმალური მეცნიერების დარგია, რომელიც ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნებისა და ე.წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრას ცდილობს.

ჩვენ გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების იუმორნარევ დახასიათებას, ანუ — რას გვამცნობენ ვარსკვლავები — ზოდიაქოს ნიშნების ახირებები:

ვერძი
ვერძი

ვერძი

  • სჯობს, ჩემთან არ იკამათო
  • ჯერ გავაკეთებ, მერე დავფიქრდები
  • იქ, სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე სიჩქარეს ვუმატებ
  • მუდამ ახალგაზრდა ვიქნები
  • ისე გააკეთე, როგორც მე ვაკეთებ, ამაზე უკეთესად მაინც არ გამოგივა
  • ყველაზე რთულია, თანამოსაუბრეს ბოლომდე მოუსმინო
  • სიჯიუტე ნაკლი არაა
  • უფრო ადვილია სიტუაციის კონტროლი, ვიდრე — საკუთარი ემოციების
  • ერთი ვერძი კარგია, ორი — ბევრი
  • პირველი თავს არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, შემეხოთ
    კურო
    კურო

კურო

  • ფული არ მენანება საყიდლებზე, მენანება გართობაზე
  • სხვისი არ მინდა, ჩემსას არ შეეხო
  • ცუდი მშვიდობა სჯობს კეთილ ჩხუბს
  • ნუ შეაწუხებ იმას, ვინც კარგად მოკალათდა
  • ლამაზი დივანი სჯობს ლამაზ დაისს
  • საჭმელი — სერიოზული რამაა
  • ალერსიანს მეტი შეხვდება
  • როდესაც პირველს უკან მიჰყვები, ძალებს ზოგავ
  • ვერ ვიტან ერთჯერად სანთებელებს
  • დეგუსტატორი — აი, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება
    ტყუპები
    ტყუპი

ტყუპი

  • დღეს ისეთი არ ვარ, როგორიც გუშინ ვიყავი
  • ვინც სიტუაციას ფლობს, ის ფლობს ინფორმაციას
  • ერთი გონება კარგია, ორი — უკეთესი, განსაკუთრებით თუ ორივე ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის
  • ფიგარო აქ, ფიგარო — იქ
  • იდეები, ისევე, როგორც სხვა პროდუქტები, არ უნდა შეინახო
  • ერთი ტელევიზორი, ტელეფონი სახლში კარგია, მაგრამ სამი — უკეთესი
  • ვინც ვერ მოასწრო, მან დააგვიანა
  • ცხოვრებას როგორც სკუტერი წყალზე, ისე მივყვები — სიღრმეში არ ჩავდივარ, სამაგიეროდ სწრაფად ვმოძრაობ
  • ბაზარში „ბაზარზე" პასუხს არ ვაგებ
  • მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის დრო არ მყოფნის
    კირჩხიბი
    კირჩხიბი

კირჩხიბი

  • ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა
  • ველოლიავო სხვებს — ჩემი ჭეშმარიტი მოწოდებაა
  • კარგია ცხოვრებაში ყველაფრის მომარაგება — მოთმინებისაც და მურაბებისაც
  • ყველაფერი უსრულდება მას, ვისაც ლოდინი შეუძლია
  • მეგობრებს სახლში შეხვდი და არა კაფეში
  • არაფერი ისე არ ათბობს გულს, როგორც სავსე მაცივარი
  • სჯობს დაზოგო, მაგრამ ღირსეული რამ იყიდო
  • ძნელია იცხოვრო იქ, სადაც ვერსად დაიმალები
  • წარსულს ზურგჩანთით ვატარებ
  • განა შეიძლება 20 წელიწადში პალტო გაცვითო?
    ლომი
    ლომი

ლომი

  • ნათელ სიშორეზე წაგიყვანთ
  • სჯობს დაეხმარო, ვიდრე დაგეხმარონ
  • სასიამოვნო მანერები წარმატების ნახევარია
  • მზე ლომებისთვის ანათებს
  • კაბინეტის კარზე ლამაზი წარწერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი ხელფასი
  • მიყვარს ფულის კარგად შოვნა და კიდევ უფრო მეტად — ხარჯვა
  • როიალი სჯობს პიანინოს, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს
  • მიუხედავად სასიამოვნო გარეგნობისა, სულით დიქტატორი ვარ
  • რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ
  • რად გინდათ მზე, მე თუ თქვენ გვერდით ვარ?
    ქალწული
    ქალწული

ქალწული

  • მოთმინებითა და შრომით ყველაფერს მიაღწევ
  • მოკრძალება ამშვენებს არა მხოლოდ ქალიშვილს, არამედ ქალწულსაც
  • ყველა თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ ემსახურება სხვებს
  • წესრიგი ყველგან საჭიროა — ფიქრებშიც და სამზარეულოშიც
  • დამიმტკიცე რკინისებრი ლოგიკით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
  • ირიბად დაკიდებულ თაროს ჭკუიდან გადავყავარ
  • დიდ მასშტაბებში ვიკარგები
  • მთელი სათლი ალუბლიდან კურკების გამოყოფა მიჭირს
  • თითოეულ ქალწულში „მაგარი" ქალი ბუდობს
  • მურტალა თვალში უნდა ეცეს ყველას, თეთრი სოკო კი ისედაც კარგია
    სასწორი
    სასწორი

სასწორი

  • პარტნიორის გარეშე იგივეა, როგორც ხელების გარეშე
  • ყველაზე საზიზღარი კამათია
  • გაიმარჯვე დათანხმებით
  • პრინციპული მხოლოდ სულელები არიან
  • ვისაც გინდა და სადაც გინდა — შევიტყუებ
  • სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს
  • ყველაფერი განწყობით უნდა გააკეთო
  • ყველაზე რთული არჩევნის გაკეთებაა
  • ყველაფერს წერტილი არ უნდა დაუსვა
  • ხანდახან მეც არ ვიცი, თეთრებს ვემხრობი თუ წითლებს
    მორიელი
    მორიელი

მორიელი

  • სამწუხაროა, ვერავის დავგესლავ
  • ყველა მოვლენა დივანს ჰგავს: მასში ფარული ზამბარებია
  • ღიმილისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო
  • ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდე, მაგრამ არა საკუთარი ვნებებისგან
  • ბრძოლის ველზე სასიყვარულო სიმღერას ვმღერი
  • ჩემს მზერას ყველა ვერ გაუძლებს
  • ჩემი ვნებები გარეთ იშვიათად გამოდის იმ ზვიგენის მსგავსად, რომელიც ზედაპირზე იშვიათად ამოდის
  • სამყარო რაინდების გარეშე ქრება
  • ოტელოები დედამიწაზე ჯერ არ გადაშენებულან
  • კაქტუსის მსგავსად, ჩემი ზღაპრული ყვავილი რჩეულთათვის იშლება
    მშვილდოსანი
    მშვილდოსანი

მშვილდოსანი

  • კარგი ადამიანი ბევრი უნდა იყოს
  • ვისი მოვალეც ვარ, ყველას ვპატიობ
  • საუკეთესო შვებულება დედამიწის გარშემო მოგზაურობაა
  • მთავარი პრობლემაში მისი მასშტაბია
  • ჩემი იდეალი უფლისწულია
  • ჩემზე გაბრაზება შეუძლებელია
  • სინდისის ქენჯნა — ეს რა არის???
  • მოვალეობა მხოლოდ უნიჭოების ხვედრია
  • წინასწარ ნერვიულობა სისულელეა, ვითარების მიხედვით გავერკვევით
  • უპასუხისმგებლო ადამიანი, უბრალოდ, პასუხისმგებელია, იყოს პასუხისმგებლიანი
    თხის რქა
    თხის რქა

თხის რქა

  • მე არ ვარ სპრინტერი, არც სტაიერი, მე მარათონელი ვარ
  • ერთადერთი მეომარი ვარ
  • კანონს დაარღვევ — სხვას შერჩება, შენ — არა
  • ჩემთვის ძალიან ცოტა მინდა. ჩემი სიმდიდრე ჩემი წარმატებების სარკეა
  • ცხოვრება მატარებელს ჰგავს, რომელიც ყოველ სადგურზე მკაცრად გაწერილი გრაფიკით ჩერდება
  • სასიამოვნოა შორეულ ქვეყნებზე სახლში მჯდომმა იმსჯელო
  • ნამდვილი თხის რქა, კონიაკის მსგავსად, დაძველებით გამოირჩევა
  • ღირს, მთელი ცხოვრება მწვერვალისკენ მიდიოდე, რომ იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო
  • წლების მატებასთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები
  • წინ კუს ნაბიჯებით მივიწევ
    მერწყული
    მერწყული

მერწყული

  • რა მოსაწყენია, სხვებს ჰგავდე
  • თუ შენ გამოგიგონე, ისეთი გახდი, როგორიც მე მინდა
  • ცრურწმენა სულელების ხვედრია
  • მომავალი ვალდებულია, მშვენიერი იყოს
  • ძნელია, ანგელოზი იყო, მაგრამ საჭიროა
  • კეთილ საქმეებზე მნიშვნელოვანი კეთილი ზრახვებია
  • ნოვატორი რომ გახდე, ჯერ ტრადიციები უნდა დაივიწყო
  • სექსი? ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს
  • ჯერ მეგობრები, მერე ოჯახი… თუ დრო დაგვრჩება
  • არავინაა ჩემზე კეთილი, არავინაა ჩემზე ფხიზელი
    თევზები
    თევზები

თევზები

  • თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარება
  • ალკოჰოლზე უარს ვერ ვიტყვი ისევე, როგორც თევზი — წყალზე
  • წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს
  • ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რის გაკეთებაც ზეგ შეგიძლია
  • ბევრი რამის დაპირება შემიძლია
  • სწრაფად მუშაობა იგივეა, რაც ლუკმის დაუღეჭავად გადაყლაპვა
  • მზად ვარ, საკუთარი თავის გარდა, ყველას გავუგო
  • ტირიფი ქარში იხრება, მუხა კი — იქცევა
  • ყველამ იცის, რომ მუდამ დაკავებული ვარ, მაგრამ ცოტამ თუ იცის — რით
  • ნუ მაწვებით, თორემ ხელიდან თევზივით გაგისხლტებით!
12332
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

314
(განახლებულია 12:14 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეთანა ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, სამუშაოზე თანამშრომლების აყვანა, ცოდნის დონის ამაღლება, მუშაობა გუნდურად, მატერიალური საკითხებით დაკავება, მტკიცე მოქმედებები.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, უსაქმურობა.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

314
რაჭა

28 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

128
(განახლებულია 10:10 28.11.2020)
გაეცანით 28 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

28 ნოემბერს დაბადებულები

28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.

28 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. მათში შერწყმულია ფილოსოფიური გონება და სპორტული ჟინი, ძლიერი სული და მგრძნობიარობა, მეოცნებეობა და ამბიციურობა. ასეთი „კოქტეილი“ პოტენციური წარმატებული ადამიანის სავიზიტო ბარათია. ამ ადამიანებს წაგება არ სჩვევიათ, ყოველთვის ბოლომდე მიდიან, ძალებს რაციონალურად ხარჯავენ, პოულობენ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.

ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.

საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

ჯანმრთელობა

28 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ავადდებიან ბრონქებით. უნდა მოერიდონ გაციებებს, სიგარეტის მოწევას, რადგან ფილტვის პათოლოგიების განვითარების რისკი დიდია. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა.

რჩევა:

წინააღმდეგობრივი თვისებები თქვენს პიროვნებას ფიტავს. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ზედმეტ დაძაბულობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება და თან - არა მხოლოდ შვებულების დროს.

128
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში