2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

CC0 / Pixabay / Dorigo / თევზები აკვარიუმში
თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაიგეთ, რა ელოდება თევზების ნიშნით დაბადებულებს 2020 წელს, როგორი იქნება მათი ცხოვრება სიყვარულის, ფინანსების, კარიერისა თუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით

აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

© FB/ Zodiac Signsთევზები
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები - Sputnik საქართველო
თევზები

როგორი იქნება 2020 წელი თევზებისთვის - ზოგადი მიმოხილვა

ახალ 2020 წელს თევზები რომანტიკულ ტალღაზე შეხვდებიან და მთელი იანვარი თავიანთი დიდი მომხიბვლელობის „შედეგებს მოიმკიან". დაქორწინებულების ცხოვრებაში სრული ჰარმონია დაისადგურებს, ოჯახში ურთიერთგაგება და ურთიერთმხარდაჭერა იქნება. მარტოხელები წლის პირველ კვარტალში ყურადღებით უნდა იყვნენ - შესაძლოა, მათ გარემოცვაშია სწორედ ის „ერთადერთი", რომელთანაც მტკიცე ოჯახის შექმნა შეიძლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

წლის ბობოქარი დასაწყისი კარგია, მაგრამ გადაღლის რისკიც დიდია. თუნდაც ფიქრობდეთ და გრძნობდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყურადღებით მოუსმინეთ ორგანიზმს, ჩაიტარეთ ვიტამინების კურსი, რადგან თქვენი იმუნიტეტი შესუსტებულია. მომთმენი იყავით ოჯახის წევრების მიმართ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმან ყოფით პრობლემებს. ერთი შეხედვით უბრალო შენიშვნამაც კი, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

წლის მეორე ნახევარში უკეთესი დრო დადგება. სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ გარისკოთ, გააკეთოთ ის, რისთვისაც მანამდე სითამამე არ გყოფნიდათ. მაგალითად, რადიკალურად შეიცვალოთ იმიჯი, აიხდინოთ ოცნება და დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი და სხვ. სწორედ რომ თქვენი პერიოდი დადგება, გარისკეთ - ამას საოცარი ეფექტი ექნება.

იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

შემოდგომის ბოლოს ვარსკვლავები სულიერი და ფიზიკური ძალების აღმასვლას გპირდებიან. გაგიჩნდებათ უამრავი საინტერესო იდეა, მაგრამ ყველას განხორციელებას ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. შეარჩიეთ ორი-სამი მნიშვნელოვანი სფერო და მხოლოდ მათზე გაამახვილეთ ყურადღება. დეკემბრის შუა რიცხვებში მოსალოდნელია ნერვული სისტემის შესუსტება. წლის ბოლო სიმშვიდეში გაატარეთ, მოერიდეთ ხმაურიან კომპანიებს.

სასიყვარულო ჰოროსკოპი

ბევრმა თქვენგანმა 2019 წელს უკვე იპოვა თავისი სიყვარული. წელი, მთლიანობაში, რომანტიკულად სასიამოვნო იყო. 2020 წელი შეყვარებულების წინაშე კითხვის ნიშანს დააყენებს - ან ოჯახს შექმნით, ან თქვენი გზები გაიყოფა. თევზები მაქსიმალისტები ხართ, მათ შორის, გრძნობებშიც. თუ საყვარელი ადამიანი ქორწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს, ეს თქვენთვის ნიშანი იქნება იმისა, რომ არ უყვარხართ და თქვენს გრძნობებს არ აფასებენ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

2020 წელს თევზების ოჯახურ ცხოვრებას პრობლემები შეიძლება შეუქმნას ყოფითმა საკითხებმა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, წელი სავსე იქნება მრავალი გამაღიზიანებელი ფაქტორით, თქვენ კი არცთუ სახარბიელო მოთმინებით გამოირჩევით. უკმაყოფილების მეორე მიზეზი იქნება მეორე ნახევრის მხრიდან დახმარების არქონა და მესამე - ფინანსური საკითხი. სიტუაცია არაა სტაბილური. თუ აქამდე ოჯახის მარჩენალი თქვენ იყავით, ახლა მეუღლეს მოუწევს ამ ფუნქციის შესრულება.

მარტოხელა თევზებს, პირადი ცხოვრების გარდა, სხვა საკითხებიც ექნებათ მისახედი. პრიორიტეტები იმგვარად გექნებათ განაწილებული, რომ, შესაძლოა, პირად ცხოვრებაზე დროც აღარ დაგრჩეთ. საყვარელი ადამიანის შეხვედრის ყველაზე დიდი შანსი სამუშაო ადგილზე გექნებათ. მაგრამ აქ ყურადღებით იყავით, რომ ისეთმა ადამიანმა არ გაგიტაცოთ, რომელიც უკვე დაქორწინებულია.

კარიერა და ფინანსები

2020 წლის ფინანსური პროგნოზი საკმაოდ კარგია. 2019 წელს გაწეული ძალისხმევა თავის ნაყოფს 2020 წელს გამოიტანს. ფულს საკმარისს გამოიმუშავებთ, გექნებათ სტაბილურობის განცდა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფულთან დაკავშირებით ნაკლებად ემოციური იყო. განწყობაზე აყოლა გჩვევიათ და შეგიძლიათ, ერთ დღეში უამრავი ფული დახარჯოთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. ფინანსური საკითხების განსაკუთრებულად ფრთხილი გადაწყვეტა საჭიროა მარტში, ივლისში, ოქტომბერსა და ნოემბერში.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას>>

იანვრის ბოლოსა და თებერვალში მოგიწევთ თანხის მცირე რაოდენობით, მაგრამ ხშირ-ხშირად ხარჯვა. გაგიჭირდებათ ხარჯების გაკონტროლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

მარტში შრომა მოგიწევთ, მაგრამ ამას ჯილდოც შესაბამისი მოჰყვება. აპრილის ბოლომდე ეძებეთ დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობები.

მაისის პირველ ნახევარში პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ინვესტიციების მომგებიანად ჩადების შესაძლებლობას მოგცემთ.

ივლისში სიფრთხილეა საჭირო ძვირადღირებული ნივთების შეძენისას. არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ.

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ხელსაყრელი დრო დაიწყება, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ჯანმრთელობა

თუნდაც ძალიან ენერგიულად გრძნობდეთ თავს, არ გადაიტვირთოთ, მიხედეთ ჯანმრთელობას, ყურადღება მიაქციეთ ქრონიკულ დაავადებებს.

თევზების ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (20.02 - 28.02) - ჯანმრთელობა არ დაგაღალატებთ, მაგრამ, შესაძლოა, დროდადრო გაციებამ შემოგიტიოთ. აქტიურობა თუ ძალის გამოცლამ და აპათიამ შეცვალა, დაისვენეთ და უარი თქვით მავნე ჩვევებზე. დაიმშვიდეთ ნერვები დამამშვიდებელი ჩაის საშუალებით.

მეორე დეკადაში დაბადებულები (1.03 - 11.03) - ეცადეთ, არ გაცივდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ცისტიტისა და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების რისკი. შესაძლოა, სახსრებმა შეგაწუხოთ, ამიტომ აუცილებელია ზომიერი სპორტული დატვირთვა. იარეთ ფეხით, შეზღუდეთ მარილის გამოყენება, მიიღეთ მეტი წყალი.

შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები>>

მესამე დეკადაში დაბადებულები (12.03 - 20.03) - ხანდახან პრობლემებს ჭამით „ახშობთ". ამან კი, შესაძლოა, ჭარბი წონის პრობლემის წინაშე დაგაყენოთ. ზაფხულისთვის რომ არტერიული წნევის ხშირმა „თამაშმა" და ნერვულმა სტრესმა არ შეგაწუხოთ, „ორთქლი" სპორტულ დარბაზში გამოუშვით, გადახედეთ კვების რეჟიმსა და კერძების კალორიულობას.

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

თევზები-ვირთხა

უმეტესობისთვის სრულიად კომფორტული დრო დგება. არ იღელვოთ - ზედმეტად სერიოზული ცვლილებები, რასაც თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია, არ გელოდებათ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად არ მოისურვებთ ამგვარ ცვლილებებს. წყვილებისთვის დიდი პერსპექტივების პერიოდი დგება. ვისაც ჯერ არ ჰყავს პარტნიორი და მის მოძებნაზე უკვე ხელი აქვს ჩაქნეული, მათ 2020 წელს დიდი და ნამდვილი სიყვარული ელოდება. არ არის გამორიცხული ძველ სიყვარულთან დაბრუნებაც.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

თევზები-ხარი

ბევრი თქვენგანი შეძლებს საკუთარი გეგმების განხორციელებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფრო თამამად და თავდაჯერებულად იმოქმედებთ. ენერგეტიკის თვალსაზრისით, წლის პირველი და მეორე ნახევარი საკმაოდ განსხვავებული იქნება. ფრთხილად გამოიჩინეთ ინიციატივა მაისში. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. მიხედეთ ჯანმრთელობას.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

თევზები-ვეფხვი

თუ წარმატებების მიღწევა გსურთ, მთელი ძალებით მუშაობა მოგიწევთ. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ბედი ისე, უბრალოდ დაგასაჩუქრებთ. წლის პირველ ნახევარში თავი შეიკავეთ ნებისმიერი ცდუნებისგან, საეჭვო საქმეებისგან. თუ რამე არ გამოგივათ, მხედველობაში მიიღეთ, რომ სერიოზული კორექტივებია შესატანი იმ სფეროში, სადაც დაძაბულად გრძნობთ თავს. განსაკუთრებით აქტუალური იქნება თქვენთვის ანდაზა: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი".

თევზები-კატა (კურდღელი)

2020 წელი საინტერესო, მაგრამ არცთუ მარტივი იქნება. თქვენს ცხოვრებაში დროდადრო სრული უძრაობის პერიოდი დადგება, ხან კი მოულოდნელად სხვადასხვა მოვლენები გამოანათებს. ეცადეთ, სწორად შეაფასოთ ამა თუ იმ კონტაქტის სარგებლიანობის ხარისხი. თუ გამოიტანთ დასკვნას, რომ ესა თუ ის ნაცნობობა მხოლოდ დროს გაკარგვინებთ, ეცადეთ, უმტკივნეულოდ გაწყვიტოთ კავშირები ამ ადამიანთან. 2020 წელს არ არის გამორიცხული ფინანსური დანაკარგები, ამიტომ არ გარისკოთ და თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისას.

როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები-დრაკონი

2020 წელ მრავალ საინტერესო და საოცარ აღმოჩენას გპირდებათ. ინფორმაციებმა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად მიიღებთ, შესაძლოა, არსებითი ანაბეჭდი დატოვოს თქვენს კეთილდღეობაზე, კარიერაზე და ახლობლებთან ურთიერთობებზე. გექნებათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. სამუშაო კარგ შემოსავალს მოიტანს, ამიტომ იზრუნეთ ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

თევზები-გველი

წლის განმავლობაში უამრავ საქმიან წინადადებას მიიღებთ. მოუსმინეთ შინაგან ხმას და სწორ გადაწყვეტილებას ის გიკარნახებთ. შეძლებთ საკუთარ ცხოვრებაში კაშკაშა ფერების შეტანას და მის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებას. მიზანსწრაფულობა და აქტიურობა ყველა მიმართულებით მკაფიოდ და თავდაჯერებულად მოქმედებაში დაგეხმარებათ. მთავარია, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიყვარულო თავგადასავლები და წარმატებული მოგზაურობა.

თევზები-ცხენი

2020 წლის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ შედეგებს შეაჯამებთ და ახალი საინტერესო საქმეებისთვის ნიადაგს მოამზადებთ. თუ სერიოზულ ცვლილებებს გეგმავთ პროფესიულ საქმიანობაში, ამისთვის საუკეთესო დრო ივლისის შუა რიცხვები იქნება. ამ დროისთვის განსაკუთრებული ალღო გიკარნახებთ, რომელია ყველაზე პერსპექტიული საქმე, ვისთან უნდა დაიჭიროთ საქმე, წარმატებებს რომ მიაღწიოთ. ასევე კარგი დროა სასიამოვნო ცვლილებებისთვის ოჯახსა და პირად ცხოვრებაში.

მხოლოდ ქალებისთვის: როგორია თქვენი მამაკაცი დაბადების თვის მიხედვით>>

თევზები-თხა (ცხვარი)

უმეტესობისთვის 2020 წელი ხელსაყრელი პერიოდი იქნება პროფესიული თვალსაზრისით. შეძლებთ საკუთარი ამბიციების რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას, ცოდნის გაფართოებას, გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები და შესაძლებლობები, რომ შეიცვალოთ სამსახური ან კარიერულ კიბეზე წაიწიოთ წინ. კარგი დროა ჯანმრთელობის გამტკიცებისთვის. უარი არ თქვათ სრულფასოვან დასვენებაზე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

თევზები-მაიმუნი

2020 წელი თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იქნება. თუმცა, კარიერული წინსვლა მარტივი არ იქნება. ემოციურ და ფიზიკურ ხარჯებს მიღწეული გამარჯვებები აანაზღაურებს. წარმატების გარანტი იქნება წინსვლის წყურვილი და საჭირო კონტაქტების მოძიების უნარი. შეგიძლიათ, მომგებიანი საქმიანი წინადადებების იმედი გქონდეთ. ისინი, შესაძლოა, ერთბაშად მიიღოთ და არჩევანი მოგიწიოთ. გაერკვიეთ ყველა ნიუანსში და სწორ არჩევანს გააკეთებთ.

თევზები-მამალი

წლის დასაწყისში მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ წინ მდგარი პერსპექტივები და მოქმედებების გეგმა შეიმუშაოთ. შესაძლოა, მრავალი სურვილი გქონდეთ, მაგრამ კარგად უნდა მოიფიქროთ ყველაზე პრიორიტეტული, განსაზღვროთ ამ სურვილების პლუსები და მინუსები და მის განხორციელებას შეუდგეთ. პირად ცხოვრებაში უმეტესად მხოლოდ დადებითი ემოციები გელოდებათ. სახლი - ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობთ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

თევზები-ძაღლი

წარმატება ელოდება მათ, ვინც შეჩვეულია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, არ უშინდება მოქმედებას, ექსპერიმენტების ჩატარებას. გექნებათ შემოქმედებითი გეგმები. წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ განვითარებული ინტელექტი, ბუნებრივი გამჭრიახობა, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის უნარი. 2020 წელი გპირდებათ ახალ ნაცნობობას, საბედისწერო შეხვედრებსა და კაშკაშა რომანტიკულ გატაცებებს.

თევზები-ღორი (ტახი)

2020 წელს მრავალი ცვლილება გელოდებათ, ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც საქმიანობის სფეროს გამოცვლა გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში სტაბილურობის იმედი არ უნდა გქონდეთ. მაგრამ ამასთან ერთად, შეიძენთ გამოცდილებას, დაოსტატდებით ახალ საქმეში. ისწავლეთ ემოციების კონტროლი. წლის პირველ ნახევარში საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში შეძლებთ ყველაზე სადავო საკითხების გადაწყვეტასაც კი. საინტერესო საქმიან წინადადებებზე უარის თქმას ნუ იჩქარებთ, მაგრამ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ყველა ახალი ამბავი
0