დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 დეკემბერი

CC BY 2.0 / Jon Bunting / Winter Solsticeზამთრის მზებუდობა
ზამთრის მზებუდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის. დღეს დაწყებული ნებისმიერი ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. ადვილად ხიბლავთ ადამიანებს. შესაძლებელია ხანგრძლივი თანამშრომლობის, მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. გაგიჭირდებათ ერთფეროვან ყოველდღიურ საქმეებზე გულისყურის მიპყრობა. ახლის ძიებაში, შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ, თუმცა, სერიოზული შეცდომების ალბათობა ძალზე მცირეა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი დღეა. წარმატების მიღწევა ბევრ საქმეში შეიძლება. ხართ მიზანსწრაფული, არ უშინდებით სირთულეებს, ძლევთ ბარიერებს. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. გარშემომყოფები თქვენი იდეებითა და გეგმებით დაინტერესდებიან. ამ შემთხვევაში კარგად შეარჩიეთ ადამიანები, ყველას ნდობა არ შეიძლება. შესაძლებელია თანხის, საჩუქრების მიღება, ასევე, არ არის გამორიცხული, რომ შემოგთავაზონ წინადადება, რომლის წყალობითაც დამატებითი შემოსავლების მიღებას შეძლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დაძაბული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ. ზოგიერთი ამოცანა სრულიად მოულოდნელად ჩნდება, ამიტომ ყველა დაგეგმილი საქმის ბოლომდე მიყვანას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ. ასევე მოსალოდნელია, რომ უყურადღებობის გამო დასანანი შეცდომები დაუშვათ. შესაძლოა, დაძაბულად განვითარდეს გარშემომყოფებთან ურთიერთობები, მაგრამ შეგიძლიათ, რომ სერიოზული კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. იყავით მეგობრული და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს - ეს სრულიად საკმარისი იქნება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

რაც არ უნდა ხდებოდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს სიურპრიზებია მოსალოდნელი და აქედან ყველა სასიამოვნო არ იქნება. თქვენ ხელშია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ამისთვის საჭიროა გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება და დაფიქრებულად მოქმედება. გარშემომყოფები ხშირად ერევიან თქვენს საქმეებში, გაძლევენ დაუკითხავად რჩევებს. ეცადეთ, გაღიზიანების გარეშე შეხვდეთ ამას. ხშირად დაგეხმარებათ იუმორის გრძნობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

წარმატებული დღეა. ძლიერია პოზიტიური ტენდენციების გავლენა, იგრძნობთ ახლობლების მხარდაჭერას ცხოვრების ყველა სფეროში. თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გაქვთ, აუცილებლად იპოვით ვითარებაში სასარგებლო რამეს. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. ადამიანებთან კარგად პოულობთ საერთო ენას. კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე ადრე ჩაფიქრებულ გეგმას დაუბრუნდეთ. ამაში ახლობლები სიამოვნებით დაგეხმარებიან.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ დეკემბრის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დილით საქმეები კარგად მიდის, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა გსურთ. თუ ძალისხმევა ამაო აღმოჩნდება, შესაძლოა, წონასწორობა დაკარგოთ. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, იმედი გაუცრუვდეთ როგორც საკუთარ თავში, ისე გარშემომყოფებში. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი იქნება. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, შანსი იმისა, რომ რამე ძველი შეცდომები გამოასწოროთ. ასევე კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ რამე შეცვალოთ ცხოვრებაში. აჩქარება საჭირო არ არის. მიზნისკენ პატარ-პატარა ნაბიჯები თანამიმდევრულად და მტკიცედ გადადგით, ასევ უფრო იოლად მიაღწევთ საწადელს. ხანდახან გარისკვა მოგიწევთ. ასეთ შემთხვევებში ინტუიცია დაგეხმარებათ - ღირს თუ არა საქმის საფრთხის ქვეშ დაყენება. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებში ვიზიტი.

საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
სამი სიმბოლო, რომლებიც 2020 წელს ბედნიერებასა და იღბალს მოიტანს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საქმიანი, ისე პირადი საკითხების გადასაჭრელად. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას ადვილად იპოვით კომპრომისს, მიიღებთ ყველასთვის სახარბიელო გადაწყვეტილებას. არ შეუშინდეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას - ყველაფერს გაუმკლავდებით ისე, რომ დაღლილობასაც ვერ იგრძნობთ. კარგი იქნება, თუ დაეხმარებით რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს, დაკავდებით საზოგადოებრივი საქმიანობით, მონაწილეობას მიიღებთ საქველმოქმედო პროექტებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

სერიოზული წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი. არ გაშინებთ რთული სამუშაო, არც გადასალახავი ბარიერები. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, სწორი აღმოჩნდება. არ უშინდებით უჩვეულო და თამამ მეთოდებს და დროულად იჩენთ ინიციატივას. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა ან მომგებიანი გარიგებების დადება. სიჩქარეში ძვირად ღირებული ნივთი არ შეიძინოთ - არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ბევრი დრო მიაქვს ფუჭ საუბრებს; კვლავ და კვლავ გიწევთ იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც თქვენთვის უკვე დიდი ხანია, გადაწყვიტეთ. გარშემომყოფები ხშირად გაღიზიანებენ, თითქოს სპეციალურად ცდილობენ თქვენს გამოყვანას წონასწორობიდან. ცდილობთ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციაზე და თავი შეიკავოთ, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. გაქვთ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვან საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, გადაჭრათ საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ნაყოფიერი დღეა, რომელიც წარმატებებს გპირდებათ სხვადასხვა საქმეში. ხართ ყურადღებიანი და სერიოზული, პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეებს, რეალურად აფასებთ მიზნებსა და შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში, დაბრკოლებების გადალახვაში. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ბევრ ადამიანში იწვევთ სიმპათიას, თქვენი მომხიბვლელობის წინაშე ბევრია უძლური.

სიყვარული - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

შესანიშნავი დღეა. ბევრ რამეს აკეთებთ კარგად. თუ ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებს აწყდებოდით, ახლა სწორედ რომ დროა, ამ საკითხების გადაჭრას მიხედოთ. გაქვთ შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსი. კარგი დღეა სამუშაო კონფლიქტების მოგვარებისთვის, იურიდიული უთანხმოებების გადალახვისთვის. რთულ ვითარებებშიც კი ახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0