სავსემთვარეობა 12 დეკემბერს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

© REUTERS / Costas Baltasსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავსემთვარეობა განსაკუთრებული დროა, როდესაც სივრცის ენერგეტიკა საგრძნობლად იცვლება. დეკემბრის სავსე მთვარე თავის კორექტივებს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ გამოვრიცხოთ უსიამოვნებები და ცხოვრებაში კეთილდღეობა მოვიზიდოთ

სავსემთვარეობა - ეს ახალმთვარეობის სრულიად საპირისპირო მოვლენაა. ამ დღეს მთვარის ენერგია მაქსიმალური და თითქმის უმართავია. საშიში მთვარის „დაშოშმინება“ მხოლოდ ზოგიერთ თანავარსკვლავედს შეუძლია და ისიც ყოველთვის - არა. ამ დღეს ასტროლოგები არ გვირჩევენ ახალი საქმის დაწყებას. სჯობს, მშვიდად დავასრულოთ დაწყებული, აუჩქარებლად განვაგრძოთ ჩვეული საქმეები. ზედმეტი ამბიციები ასეთ დღეებში, შესაძლოა, ბოროტად გვეხუმროს. ამ პერიოდში ძალზე საშიშია კონფლიქტები. ამას შეუძლია სერიოზული უთანხმოების გამოწვევა გუნდში, ოჯახში, სიყვარულში. შესაძლოა, გაუარესდეს ჯანმრთელობა.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

დეკემბრის სავსემთვარეობა ტყუპი ნიშანში ჩაივლის, რაც თანავარსკვლავედის ცვალებადი ენერგეტიკის გამო ცხოვრებაში გარკვეულ ქაოსს შემოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ 12 დეკემბერი ხუთშაბათია, სამუშაო კვირის ერთ-ერთი აქტიური დღე, მოვლენები, შესაძლოა, ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები გვირჩევენ, გვქონდეს სათადარიგო გეგმა, რათა გამოვრიცხოთ უსიამოვნებები.

 

ყველა ახალი ამბავი
0