თბილისი

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

13684
(განახლებულია 10:55 06.12.2019)
ასტროლოგები ნამდვილად ბედნიერ და იღბლიან 2020 წელს ზოდიაქოს სამ ნიშნას უწინასწარმეტყველებენ. ვის გაუმართლებს და რომელ სფეროში - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ასტროლოგიური პროგნოზები ძალიან ხშირად ამართლებს, ამასთან, ვარსკვლავები ძალზე სამართლიანი არიან ზოდიაქოს ყველა ნიშნის მიმართ. 2020 წელს ყველაზე მეტად სხვადასხვა სფეროში სამ ნიშანს გაუმართლებს - ვერძს, ლომსა და თხის რქას.

ვერძების ენერგია

თქვენს სხეულსა და სულში უდიდესი ენერგია დაიბუდებს. მიიღებთ ცხოვრებისეული ძალებისა და მოტივაციის უზარმაზარ მუხტს. უდიდესი წარმატებები გელოდებათ, თუ სახლში არ სხედხართ და გარეთ გადიხართ. თქვენთვის რეკომენდებულია საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნა.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი>>

ფინანსური საკითხები იოლად და სწრაფად გადაწყდება, გაიზრდება შემოსავალი. შესაძლოა, საკუთარი ბიზნესის დაწყების ძალა და გამბედაობაც გეყოთ. ენერგიის შესანარჩუნებლად იაქტიურეთ ფიზიკურად - ეს თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

შესაძლებლობები ლომებისთვის

ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ის, რაც ბედმა მოგიმზადათ. ვარსკვლავები გაძლევენ შანსებს. უფრო მეტიც - გექნებათ შესაძლებლობა, რომ უცხოეთში გაემგზავროთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.

ახალი ჰორიზონტები ახალ პოტენციალს გახსნის თქვენში. გელოდებათ კარიერული წინსვლა, ხელფასის მატება, ან საკუთარი მომგებიანი საქმე.

2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი>>

თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებთ, იყავით მეტად მომთმენი კოლეგების მიმართ, მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში, მოთოკეთ ემოციები. პირად ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება გელოდებათ. თუ მამაკაცი ხართ, არჩევანს გააკეთებთ და საყვარელ ქალს გულსა და ხელს შეთავაზებთ, ხოლო თუ ქალი ხართ, ცოლობას გთხოვენ. თუ მარტოხელა ბრძანდებით, წლის მეორე ნახევარში აუცილებლად იპოვით გულწრფელ სიყვარულს.

სურვილების ასრულების დრო თხის რქებისთვის

თხის რქებისთვის ის პერიოდი დგება, რომლისკენაც მთელი თავიანთი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მიისწრაფოდნენ. უკვე წლის დასაწყისში სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ვარსკვლავები იმდენად კარგად არიან თქვენ მიმართ განწყობილი, რომ მზად არიან, თქვენი საოცნებო სახლის ყიდვის შესაძლებლობა მოგცენ.

ფინანსების გონივრული განაწილება, თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა თავის საქმეს გააკეთებს - სულ მალე გააღებთ საკუთარი სახლის კარს. მთავარია, იფრთხილოთ, განსაკუთრებით უძრავი ქონების შეძენისას, სწორად შეარჩიოთ სახლი, რომ შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეთ.

პირად ფრონტზე ყველაფერი წესრიგში გექნებათ. გარანტირებული გაქვთ მხარდაჭერა ახლობლებისგან. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია მოსალოდნელია, ამიტომ გაუფრთხილდით თავს და 2020 წელს ბედნიერება გელოდებათ.

13684
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

35
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

35
თბილისი

14 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

18
(განახლებულია 16:24 12.08.2020)
გაეცანით 14 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

14 აგვისტოს დაბადებულები

14 აგვისტოს განსაკუთრებული ხიბლის მქონე, მჭევრმეტყველი, დარწმუნების ნიჭით დაჯილდოებული ნათელი პიროვნებები იბადებიან. თუ თავიანთ უნარებს სულიერი განვითარებისკენ მიმართავენ, კეთილდღეობასა და წარმატებებს მიაღწევენ. თუ ამპარტავნება გადაწონის და ზნეობრივ კანონებს უგულებელყოფენ, მათი ცხოვრება უსიხარულო იქნება.

ამ დღეს დაბადებულებს შესწევთ უნარი, ზუსტად ასახონ ადამიანის სულის მრავალსახოვნება. უმეტეს შემთხვევებში, ეს ადამიანები ორ ტიპად იყოფიან. პირველ ტიპს განეკუთვნებიან ისინი, ვინც მატარებელია ამა თუ იმ საუკუნისთვის დამახასიათებელი თვისებებისა - სუსტი და ძლიერი მხარეების, სტილის, ფილოსოფიისა. როგორც წესი, მათ განსაკუთრებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ უჩვეულო უნარებზე და ამიტომ ამასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნილება არა აქვთ სხვისი აზრის გაგებისა.

მეორე ტიპს განეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა სურვილია ამხილონ ყველა მანკიერება ამ სამყაროსი - მთლიანად თუ რომელიმე გარკვეული წრისა. ეს პიროვნებები ხშირად იკავებენ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პოზიციებს, პრაქტიკულად ყოველთვის მასწავლებლის ან ხელმძღვანელის როლში არიან. ამასთან, სინამდვილეში, ადამიანებზე დომინირების, მათი მართვისა და დამორჩილების დიდი მოთხოვნილება არა აქვთ, მაგრამ უმეტესობა მაინც ლიდერის როლში გვევლინება.

14 აგვისტოს დაბადებულები, როგორც წესი, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია იუმორი საკუთარი აზრების გადმოცემისას. ამის წყალობით სოციალური ცხოვრების ნებისმიერი ირონიული, უხერხული ან სულელური ასპექტი გამჭოლი მზერისგან დამალვის ყველანაირ შესაძლებლობას კარგავს. ხანდახან ისინი ერთგვარად სარკის ფუნქციას ასრულებენ და გარშემომყოფებს - მეგობრებს, ოჯახს, კოლეგებს, ან, უბრალოდ, საზოგადოებას - საშუალებას აძლევენ, საკუთარი თავი ისეთი დაინახონ, როგორიც სინამდვილეში არიან.

ამ ადამიანებს ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც ახერხებენ, დროს არ ჩამორჩნენ. ხშირად აქვთ ურთიერთობები თავისნაირებთან, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ისინი მათ ბაძავენ.

ჯანმრთელობა

14 აგვისტოს დაბადებულები, სამწუხაროდ, ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ. ხშირად ეტანებიან თამბაქოს, ალკოჰოლს, არ იკვებებიან სწორად, რაც მათ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას საფრთხეს უქმნის. მათთვის რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვები. უნდა შეზღუდონ რძისა და ხორცის პროდუქტების მიღება.

რჩევა:

გაითვალისწინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებები, ნუ გგონიათ, რომ სამყაროს ცენტრი ხართ, ნუ ფიქრობთ, რომ ადამიანები ცდილობენ, თქვენ მოგბაძონ, თქვენგან გადაიღონ დადებითი ან უარყოფითი თვისებები.

18