დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მოთმინებით აღიჭურვეთ. დღე საკმაოდ უიღბლოდ დაიწყება. ბევრი საქმე იმაზე მეტ დროს წაგართმევთ, ვიდრე ელოდებოდით. არ არის გამორიცხული, რომ რამე ძველ პროექტთან ან პრობლემასთან დაბრუნება მოგიწიოთ. დაწყებულის დასამთავრებლად ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარი კარგ სიახლეებსა და საინტერესო წინადადებებს მოიტანს. ბევრს ელოდება სასიამოვნო სიურპრიზი.

სიყვარული - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

მრავალფეროვანი და მშფოთვარე დღეა. უამრავი საქმე მოითხოვს ყურადღებას და ყოველთვის ვერ ერკვევით, რომელი საქმით სჯობს დაწყება. ასევე გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება, გაღიზიანებთ ორომტრიალი ირგვლივ. შესაძლებელია წვრილმანი გაუგებრობები, უსიამოვნო შემთხვევები. მაგრამ დღეს თავისი პლუსებიც აქვს. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, როგორ უნდა შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. მოახერხებთ ყურადღების გამახვილებას ყველაზე მნიშვნელოვანზე. არ გამოგეპარებათ დეტალები, რომლებსაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გაფასებდნენ, ახლა თავიანთ აზრს შეიცვლიან. გაჩნდება ახალი გატაცებები და ინტერესები. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, თავის თავში აღმოაჩინოს ისეთი უნარი და მიდრეკილება, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

კარგი დღე გელოდებათ. იქნება შანსი, რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოთ, მიჰყვეთ გეგმას და დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ამასთან, მონდომებით ეხმარებით გარშემომყოფებს. შესაძლებელია საყიდლებზე წასვლა, ზოგიერთს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მგზავრობის დასაგეგმავად.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მღალი

ლომი

დღე საკმაოდ მშფოთვარედ იწყება. გიწევთ ჩქარა მოქმედება, გზადაგზა გეგმების შეცვლა და საკუთარი გადაწყვეტილებების შეცვლა. ეს არ მოგწონთ, რომ გარემოება არჩევნის საშუალებას არ გიტოვებთ. რაც უფრო გაერკვევით სიტუაციაში, მით უფრო შეიგრძნობთ დადებითი ტენდენციების გავლენას. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პირად ცხოვრებაში უნდა ცვლილებები. კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. გექნებათ საშუალება, რომ რაღაც სასარგებლო ისწავლოთ, ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ ნიჭს რამე გზას მოუძებნის. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. მოსალოდნელია უჩვეულო თანხვედრები, საიდანაც მაქსიმალური სარგებლის მიღებას ეცდებით. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება, სწორედ ამის წყალობით თავიდან აირიდებთ შეცდომებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კარგია სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობებისთვის. ბევრზე ახდენთ სასიამოვნო შთაბეჭდილებას. კარგი დღეა გარიგებებისა და საყიდლებისთვის. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა. აღელდებით, თუ სწრაფად მოგიწევთ გამგზავრება ან იმის კეთება, რაც არ გაინტერესებთ. მაგრამ განგაშის საფუძველი არ გაქვთ, ყველაფერი კარგად აეწყობა.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნას ყოველთვის ვერ ახერხებთ, ჩნდება ჩხუბი და უთანხმოებები. ახლა კრიტიკულად არიან განწყობილი ისინიც კი, რომლებიც ყოველთვის მხარს გიჭერდნენ. თუ მზად ხართ დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის, დრო ნუ დაკარგავთ ადამიანების შემოკრებაზე, ყურადღება ყველაზე მთავარზე გადაიტანეთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ კარგად დასვენებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობა. კარგი დროა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ადვილად უმკლავდებით სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტას. ზოგ საქმეში გამოცდილება გეხმარებათ, ზოგში - ინტუიცია. გარშემომყოფების რჩევები კი არაფერში წაგადგებათ. ეცადეთ, მიღებული წესები არ დაარღვიოთ. ყოველთვის ნუ გამოთქვამთ საკუთარ მოსაზრებას, ზოგიერთი, შესაძლოა, თქვენი უბრალო შენიშვნის გამოც კი გაღიზიანდეს. ასევე არასასურველია საკუთარ წარმატებებზე საუბარი.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მშვიდი დღეა, არცთუ ნაყოფიერი, მაგრამ სასიამოვნო. დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, იფიქრეთ მომავალზე ან, უბრალოდ, იოცნებეთ. ეცადეთ, ზედმეტად არ დაიღალოთ - დღეს ეს, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. შესაძლებელია თანხის მიღება. წვრილმანი საყიდლები გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საოჯახო საქმეებს მიხედოთ, ასევე, დაგეგმოთ სახლში რემონტი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

შესანიშნავი დღეა, რომელიც სხვადასხვა საქმეში წარმატებების მიღწევის შანსს გაძლევთ. კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის, ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებასა და ფანტაზიას მოითხოვს. თქვენი ორიგინალური გადაწყვეტილებები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. არ არის გამორიცხული უჩვეულო წინადადებები თანამშრომლობაზე.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

გარშემომყოფებთან ურთიერთობები იოლად არ ეწყობა. მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზები, იმედგაცრუება ადამიანში, რომელსაც ენდობოდით. მეორე მხრივ კი, შესაძლოა, ძველმა მეტოქეებმა თქვენი მხარე დაიჭირონ. დრო დაგჭირდებათ, რომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და დასკვნები გამოიტანოთ. არ იჩქაროთ. კარგი დღეა მგზავრობისთვის, წინასწარი მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ, გადაწყვეტილებები პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე არ მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0