მძინარე ლომი დივანზე

ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

6091
(განახლებულია 11:03 19.11.2019)
რაც პოპულარული ასტროლოგია არსებობს, მას შემდეგ კამათობენ ადამიანები: ვისი ზოდიაქოს ნიშანი ჯობია? ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი თვისებები აქვს, მათ შორის, ისეთი, რომელიც მას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს. აი, „მეფურ" ნიშანს კი სამს გამოყოფენ

ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა აღნიშნავს, რომ არასწორია, ზოდიაქოს რომელიმე ნიშანს ვუწოდოთ, რომ ის ყველაზე საუკეთესოა. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის სამ ნიშანს გამოყოფს, რომელთაც „მეფური" დიდება ახასიათებს. თუ რატომ, გაეცანით ჰოროსკოპს.

კურო

ეს ზოდიაქოს მიწის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები მყარად დგანან ფეხზე. შეუძლიათ რთული ვითარებიდან ადამიანების გამოყვანა და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა. აქვთ კარგი ინტუიცია და ასევე არანაკლებად განვითარებული გონება. კუროებს უყვართ სიცოცხლე და სიცოცხლეც იმავეთი პასუხობს, ასაჩუქრებს მათ თავისი სიკეთით. კუროებს ლამაზი ოცნების კოშკების სრულიად რეალურ პროექტებად გადაქცევა შეუძლიათ.

ლომი

ნამდვილად „მეფური" ნიშანია. ლომი ხომ ცხოველთა მეფეა. არცთუ იშვიათად ამ ნიშნის წარმომადგენლებს სწორედ რომ მეფური დგომა და საქციელი აქვთ, არიან ამბიციებით სავსე, აქვთ დახვეწილი სტილის გრძნობა. ლომის სტიქია ცეცხლია, რომელიც ხანდახან წვავს კიდეც, მაგრამ ის ასევე ათბობს. ლომები ხშირად ხდებიან ლიდერები, არ უშინდებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. არიან გულუხვნი და მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანები.

ქალწული

ქალწული მიწის სტიქიის პრაგმატული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია მიზნის დასახვა და მისკენ ზედმეტი ხმაურის გარეშე სვლა. ქალწულებს შეუძლიათ მიმდინარე მოვლენის დანახვა დეტალებშიცა და მთლიანადაც. ისინი ისწრაფვიან სამართლიანობისკენ, სისუფთავისკენ. ქალწულების წინსვლა ხშირად დადებითად მოქმედებს მათ გარემოცვაზე. ისინი მუხლჩაუხრელად შრომობენ, არ ცდილობენ მიზნის მიღწევისთვის სხვების განადგურებას, იბრძვიან პატიოსნად და ამტკიცებენ, რომ ასეთ სტრატეგიას შესანიშნავი ნაყოფის მოცემა შეუძლია.

6091
ფორთოხალი

ციტრუსები მაშინ გავნებთ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

157
(განახლებულია 18:37 25.11.2020)
ირკვევა, რომ წლის ცივ სეზონზე C ვიტამინის მარაგის შევსება საკვები პროდუქტებიდან გაცილებით უფრო ეფექტურია.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. წლის ცივ სეზონზე ციტრუსები ხელს უწყობს C ვიტამინითა და ენერგიით მომარაგებას, მაგრამ ამან ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ, გვაფრთხილებს დიეტოლოგი ნატალია ნეფედოვა და რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მიზეზებს განმარტავს.

ექიმის თქმით, დილით ფორთოხალი ან ერთი ჭიქა ახლად გამოწურული ციტრუსის წვენი გამოგაფხიზლებთ და გაგამხნევებთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უმჯობესია წვენი წყლით გაზავდეს.

„მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ, დილით რომელიმე ციტრუსი მიირთვან. საქმე ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმი ღამით ტენიანობას კარგავს და მასთან ერთად — ელექტროლიტებსაც. ციტრუსებით კი ვივსებთ მის მარაგს და ამის გამო ვგრძნობთ თავს უფრო მხნედ. ეს შეიძლება იყოს წყალი ლიმნის ან ფორთოხლის წვენით. შეგიძლიათ მიირთვათ ფრეშიც, მაგრამ ის წყლით უნდა გააზავოთ. ასე ნაკლებ კალორიას, მეტ სითხეს და კარგი რაოდენობის ელექტროლიტებსაც მიიღებთ“, — განმარტა ნატალია ნეფედოვამ.

მისი თქმით, წლის ცივ სეზონზე, როცა რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები მძლავრობს, საჭირო არ არის C ვიტამინის აფთიაქებში შეძენა, რადგან მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვები პროდუქტებიდანაცაა შესაძლებელი. თანაც, ეს კიდევ უფრო ეფექტურია.

„მიკროელემენტები საკვებიდან უფრო კარგად შეიწოვება, ვიდრე დანამატებიდან. C ვიტამინს არა მარტო ფორთოხლიდან, მანდარინიდან თუ გრეიპფრუტიდან მიიღებთ, არამედ მას შეიცავს მწვანილიც, ბულგარული წიწაკაც და პომიდორიც“, — ამბობს ექიმი–დეიტოლოგი.

თუმცა სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ციტრუსისა და C ვიტამინის შემცველი სხვა საკვები პროდუქტების მიღებისას რაოდენობას უნდა დავაკვირდეთ, რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს. საქმე ისაა, რომ დიდი რაოდენობით C ვიტამინს უკვე აქვს არა ანტიოქსიდანტის, არამედ საპირისპირო ეფექტი — მოქმედებს როგორც დამჟანგველი. და ეს მაშინ, როცა ერთი ფორთოხალი 60-80 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, დღიური ნორმა კი სულ 75-90 მილიგრამია.

157
თემები:
სასარგებლო რჩევები
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

262
(განახლებულია 10:31 25.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 25 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია ნებისმიერი საქმისთვის გეგმაზომიერი მომზადება, საქმიანობაში მტკიცედ მოქმედება, მცირე ფინანსური საქმეებით დაკავება, ჩანაფიქრის განხორციელება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება, სულიერი ასპექტისთვის ყურადღების დათმობა.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე გამახვილება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

262
ნანუკა გოგიჩაიშვილი

„მე და ჩემი ბავშვი“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი უსაყვარლეს ვითარებაში ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 12:42 25.11.2020)
ნანუკა გოგიჩაიშვილის ერთი დღე სახლში და გამოქვეყნებული უთბილესი ვიდეო. ვის თვლის საკუთარ ბავშვად მოდელი და ტელეწამყვანი?

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საზოგადოებამ წყვილის ნიშნობის შესახებ Instagram-დან შეიტყო. 2019 წელი ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის ერთდროულად იყო ძალიან სევდიანი და ამავე დროს სასიხარულო.

View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

უმშვენიერესი მოდელის მამა, ყველასათვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, გოგიჩა სწორედ წელს დაიღუპა. ის მძიმე სენს ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა. მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მას საყვარელმა მამაკაცმა, ბიზნესმენმა ნიკა ნაყოფიამ მოულოდნელად ხელი სთხოვა.

View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

წყვილს გრანდიოზული ქორწილიც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გოგიჩას გარდაცვალების გამო ცერემონია დროებით გადაიდო. მოგვიანებით წყვილმა მოკრძალებული ჯვრისწერის ცერემონია გადაიხადა.

სოციალურ ქსელში აქტიური ნანუკა უახლეს ვიდეოს საკუთარი საძინებლიდან აქვეყნებს. მეუღლის მაგივრად მას საწოლში გვერდი პატარა ძაღლმა დაუმშვენა. „ჰაკუ“- ასე ეძახიან ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წევრს. „მე და ჩემი ბავშვი“, - დაწერა ნანუკამ.

„მე და ჩემი რვაფეხა მეგობრის, პატარა მიქსერის, რომელიც სულ დარბის და არ ჩერდება, პატარა გურული თეთრი ვარდის ფურცლის დაბადების დღეა! 1 წლის გახდა ჩვენი პატარა თოვლის კაცი, როგორც მამა ეძახის... მიულოცეთ პატარა ჰაკუს და სურვილების ასრულება უსურვეთ!“, - ასეთი სიყვარულით აღნიშნავენ „ჰაკუს“ იუბილეს.

View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას Instagram-ზე სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე – გამოაქვეყნა ვი­დეო წარ­წე­რით: „გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ“.

View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

ბოლო წლე­ბია, მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ ხელის თხოვნის ვიდეო გამოაქვეყნა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება