ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

CC0 / Pixabay / ტყუილი და მართალი
ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არიან მიმნდობი ადამიანები, რომელთა მოტყუება ძალიან ადვილია, მაგრამ ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენელთა მოტყუება, პრაქტიკულად, გამორიცხულია

ამ ნიშნების წარმომადგენლების მოტყუება ძალიან ძნელია, რადგან ისინი არიან ძალზე ყურადღებიანი, დაკვირვებული, ზოგს ინტუიცია კარნახობს მატყუარა ადამიანის ამოცნობას, ზოგი კი თვითონაა ტყუილების მოყვარული და მანიპულატორი და სწორედ ამიტომ თვითონაც არავის ენდობიან.

მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

კირჩხიბი

კირჩხიბები დახელოვნებული მატყუარები და მანიპულატორები არიან, ამიტომ მათი მოტყუება ძალიან ძნელია. ისინი ძალზე მიზანსწრაფული ადამიანები არიან, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მაქსიმალურად ცდილობენ სასარგებლო ჩვევების შეძენას. ადამიანების გარჩევას ჯერ კიდევ ბავშვობაში სწავლობენ, ამიტომ ხანდახან წინასწარ იციან, რომ ადამიანი მათ მოტყუებას შეეცდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“

კირჩხიბებს ასევე შეუძლიათ სხვისი ყურადღების მოდუნება. ისეთ სახეს იღებენ, თითქოს არაფერი გაეგებათ ურთიერთობებსა და საქმიან მოლაპარაკებებში. ეს მათ საშუალებას აძლევს, თავიანთ მტრებს წინ გაუსწრონ და მათი მცდარი ნაბიჯები წინასწარ გათვალონ.

ქალწული

ქალწულები კარგად გრძნობენ ადამიანის განწყობას, მის ემოციებს. მისი მოტყუება თუ გინდათ, მრავალწლიანი სტაჟის მქონე დაოსტატებული მატყუარა უნდა იყოთ. თუ ქალწულს თუნდაც ცოტა ხნის განმავლობაში იცნობთ, მას ინტუიცია უკვე კარნახობს, რომ თანამოსაუბრე სიცრუის თქმას აპირებს.

ქალწულებთან კატათაგვობანას თამაშს აზრი არა აქვს, რადგან შორიდან გრძნობენ, რომ რაღაც წესრიგში არაა. თუ ერთხელ მაინც გამოგიჭირეს ტყუილში, ნუ გექნებათ იმედი, რომ ამას კიდევ მოახერხებთ. ქალწულები წინდახედული და ფრთხილი ადამიანები არიან და ისინი არასდროს ივიწყებენ ღალატს, ტყუილსა და წყენას.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

მორიელი

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მორიელებს ძალიან მძლავრი მეექვსე გრძნობა აქვთ. ეს მათი იარაღია მატყუარების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ ადვილად შეუძლიათ გამორკვევა, რას ამბობს ადამიანი და სინამდვილეში რა ხდება – ისინი ძალზე ჭკვიანები არიან. აქვთ საოცარი მეხსიერება, რაც მათ ცრუპენტელების მხილებაში ეხმარება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

უფრო მეტიც: მორიელები არ გაჩუმდებიან, ისინი სიმართლეს აუცილებლად გაიგებენ. ამაში მათ სწორად დასმული კითხვები და ძლიერი ენერგეტიკული ზეწოლა დაეხმარება, რომელიც ნებისმიერს გატეხს.

თხის რქა

თხის რქები ძალზე ყურადღებიანი არიან. მათ მხედველობიდან არ ეპარებათ თუნდაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რადგან კარგად აქვთ გააზრებული, რომ სწორედ ამაში იმალება ძირითადი აზრი. თუ დიდი ტყუილის ამოცნობა დილეტანტსაც შეუძლია, წვრილმან ტყუილებს უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს. თხის რქებს ეს არ ეხება – მათ ნებისმიერი სიცრუის გამოვლენა შეუძლიათ.

თხის რქებს არ ავიწყდებათ ფაქტების შემოწმება, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ირგვლივ მიმდინარე ნებისმიერ მოვლენას, ამიტომ არც ერთ სიტყვას ყურადღების მიღმა არ უშვებენ. ისინი მაშინვე ამახვილებენ ყურადღებას, როდესაც სათქმელი ბოლომდე არ ითქვა, ან ფაქტებია დამახინჯებული.

ყველა ახალი ამბავი
0