დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ნოემბერი

© Pixabay / spiagol56კაკლის ხე ყვავილობისას
კაკლის ხე ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს სიფრთხილე გმართებთ: შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ, ან თქვენი უფლებები შელახონ. არ არის გამორიცხული ასევე გარკვეული სადავო საკითხების გარჩევა, რომელში ჩათრეულიც შეიძლება აღმოჩნდეთ. გაუგებრობები, პირველ რიგში, ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ შესაძლოა, სამუშაოსაც ეხებოდეს. ასტროლოგების რჩევაა, იყოთ დიპლომატიური და მოერიდოთ სიტუაციის გამწვავებას. ეცადეთ, ნებისმიერი რთული საკითხის გარჩევა სამომავლოდ გადადოთ.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღეს იქნებით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი – ყოველ შემთხვევაში, თქვენი თვალსაზრისი ასეთი იქნება. მტკიცედ შეუდგებით საქმიანობას. გარშემომყოფები, შესაძლოა, თქვენმა „უფროსობამ“ და მბრძანებლურმა ტონმა გააღიზიანოს. ასტროლოგები გირჩევენ, საჭირო შედეგის მისაღებად უფრო მოქნილი პოლიტიკა შეარჩიოთ. მაგალითად, გარშემომყოფების მართვისთვის საუკეთესო მეთოდია მათი ყველას დასანახავად შექება, ხოლო ცალკე – გაკრიტიკება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია სათანადო სიმაღლეზეა. შეგიძლიათ, ეწვიოთ სპორტულ დარბაზს, შეუდგეთ რამე დიდი ხნის ამოუხსნელი ამოცანის გადაჭრას – დღეს გაქვთ შანსი, რომ პრობლემები მოაგვაროთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოთ. გეჩვენებათ, რომ ბევრ დროსა და ენერგიას ახარჯავთ სხვებს, მაგრამ საკუთარი თავი დავიწყებული გაქვთ. ამიტომ გამოიყენეთ ეს დღე და ეცადეთ, დასვენებაზე გადაერთოთ, თან, თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან ერთად.

ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღეს თქვენში, სადღაც მიმალულ კუთხე–კუნჭულში დიქტატორი გაიღვიძებს. ეს, იმედია, არ იქნება დიდი დიქტატორი, მაგრამ მაინც, თქვენთან კამათი არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საშიშიც იქნება. ამასთან, თავს არა დიქტატორად, არამედ ბრძენ ხელმძღვანელად იგრძნობთ. თქვენ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ საეჭვო ადამიანები, ამიტომ ფრთხილად იყავით. სამაგიეროდ, სასიყვარულო ფრონტზე წონასწორობა და ჰარმონია დაისადგურებს.

შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ნოემბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღეს ნამდვილად ღირს, რომ თავისუფალი დრო ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმოთ. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულისთვისაც. სწორედ სპორტდარბაზში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ნაცნობობა საინტერესო და პერსპექტიულ კავშირად იქცევა. ვისაც გყავთ საყვარელი ადამიანი, ეცადეთ, მასთან საერთო ენა გამონახოთ. ესაუბრეთ მას საკუთარ გრძნობებზე, მაგრამ არც ურთიერთობების მატერიალური ასპექტები დაივიწყოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ქალწულებს არ გიყვართ ინტელექტუალური დისკუსიები, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ, უფრო მეტიც – მზად ხართ, თანამოსაუბრის პროვოცირებაც მოახდინოთ კამათზე. ამას ერთი ახსნა აქვს: იმდენად დარწმუნებული ხართ საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობაში, რომ მისი დემონსტრირების სურვილი გიჩნდებათ. სასიყვარულო სფეროში ასტროლოგები გირჩევენ, პარტნიორთან დაკავშირებით ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სასწორი

დღეს, შესაძლოა, საკუთარი ფიქრების ლაბირინთებში დაიკარგოთ. ფიქრი კარგია, მაგრამ თქვენ, ფიქრებიდან გამომდინარე, ყველაფერს ართულებთ. თუ ამ ვითარებას გაუმკლავდებით, მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ამასთან, არ ღირს ძველ გეგმებზე ყურადღების გამახვილება – წინ გაიხედეთ და ახალი გეგმები დაისახეთ. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მომავალში, შესაძლოა, მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდოს.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ყურადღებით მოისმინოთ: გარშემომყოფები მნიშვნელოვან რამეებზე ისაუბრებენ. გაქვთ შანსი, რომ მიიღოთ ინფორმაცია რამე საკითხზე, მოისმონოთ კარგი რჩევა ან შესანიშნავი იდეა. არ ღირს ყურადღების ცენტრში მოქცევა. საყვარელ ადამიანთან დღეს არა გულის, არამედ გონების ენით საუბარი აჯობებს – შესაძლოა, მის შესახებ გაიგოთ ისეთი რამ, რასაც ვერ წარმოიდგენდით. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღეს გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენი მთავარი კოზირი ინტელექტი უნდა იყოს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა თქვენი თანამოსაუბრე – უფროსი, საყვარელი ადამიანი, მეგობარი თუ შემთხვევითი თანამგზავრი: დღეს საუბრის მთავარი თემა არა ჭორები, არამედ მნიშვნელოვანი საკითხები იქნება – პოლიტიკა, ეკონომიკა, ფილოსოფია თუ მათემატიკა. ეცადეთ, საღამოს გამონახოთ დრო საყვარელი ადამიანისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

თხის რქა

დღეს განსაკუთრებული სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მოაწყოთ საკუთარი სივრცე: სამზარეულო, აგარაკი, სამუშაო კაბინეტი... მოგივათ უამრავი იდეა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამსახურშიც უამრავი საქმე გაქვთ. წარმატებებს მიაღწევთ, თუ ყურადღებას მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანთ და სამომავლოდ არაფერს გადადებთ. პირად ურთიერთობებში ერთგვარი აპათია შეგიპყრობთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ გრძნობას გადალახავთ და საყვარელ  ადამიანს რომანტიკულ გარემოს შეუქმნით – არ ინანებთ.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს განწყობილი ხართ საუბრებითვის, განსაკუთრებით, ინტელექტუალური, ყველაზე სერიოზული თემების განხილვისთვის, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს შექმნის საიდუმლოებანი... შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ამ თემებზე შეძლებთ საუბარს, მაგრამ მთავარია, ღრუბლებში არ დაიკარგოთ და ფეხქვეშ მიწა არ გამოგეცალოთ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ რომანტიკულ პაემანზეც ფილოსოფიური საუბარი დაიწყოთ. ამას პოზიტიური მხარეცა აქვს – გაიგებთ ერთმანეთის სულიერ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...

თევზები

დღეს თქვენში გენიალური ფინანსისტი გაიღვიძებს. თუ დროს იმაზე ფიქრს მიუძღვნით, თუ როგორ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, დიდი ალბათობით, შეადგენთ ისეთ გეგმას, რომელიც კარგ შემოსავალს გპირდებათ. ასევე არანაკლებ ეფექტური იქნება გარშემო კომფორტული გარემოს შექმნის პროექტიც. თუ სასიყვარულო ფრონტზე გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, სირაქლემას პოზას ნუ მიიღებთ. ისაუბრეთ პრობლემაზე საყვარელ ადამიანთან და ამ ვითარებიდან გამოსავალი ერთად მოძებნეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

 

ყველა ახალი ამბავი
0