ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ნოემბერში

© Pixabay / GLadyშემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბერი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის პოზიტიური თვე იქნება, მაგრამ ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად გაუმართლებს

შემოდგომის ბოლო თვე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის, თუმცა, სპონტანურობით გაჯერებული და გარკვეულწილად, პრობლემურიც. ასტროლოგებმა ნოემბრის თვის სამი ნებიერა ნიშანი დაასახელეს.

კურო

კუროებს ძალზე აქტიური თვე ექნებათ, განსაკუთრებით, მისი დასაწყისი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი პირველივე რიცხვებიდან ჩაერთონ აქტიურ და პატიოსან თამაშში, რომ თვის შუა რიცხვებში პირველი დადებითი შედეგები მიიღონ. ყველა ვითარება ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეაფასონ.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვეში კუროებმა არ უღალატონ საკუთარ პრინციპებსა და მორალურ შეხედულებებს. ამ თვეში ისინი სერიოზული არჩევნის წინაშე დადგებიან, რომელიც ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება - ეს შეიძლება პირად ცხოვრებას ეხებოდეს. მათ ყურადღება მართებთ, უნდა დააკვირდნენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ლომი

ლომებს მრავალფეროვანი თვე ელოდება, რომლის დროსაც უნდა გამოამჟღავნონ შემოქმედებითი უნარები. პრობლემები იოლად გადაწყდება. მათ თვის შუა რიცხვებში არცთუ მარტივი არჩევანი ელოდება, რომელიც ნაჩქარევად არ უნდა გააკეთონ. უნდა აწონ-დაწონონ ყველა პლუსი და მინუსი და ისე გადაწყვიტონ, რადგან ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული მათი მომავალი.

ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი და მკვეთრი ცვლილებები, მაგრამ ეს შიშის საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან რაღაც ახალი მოვა მათ ცხოვრებაში.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

თევზები

ნოემბრის დასაწყისი თევზებისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება, როდესაც ისინი ვითარების არა მკვეთრ, არამედ მდორე განვითარებას შეიგრძნობენ. მათ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოვლენების განვითარებაზე გავლენას არ შეეცადონ - ეს უსიამოვნებებს აარიდებს მათ თავიდან.

თვის შუა რიცხვები წარმატებული და მშვიდი იქნება. თევზები გააცნობიერებენ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სურვილები აუხდეთ. ამაში მათ პოზიტიური განწყობა და ახლობლები დაეხმარებიან. ასევე სასიამოვნო იქნება თვის ბოლოც, მაგრამ ასტროლოგების რჩევაა, რომ მინიშნებებს მიაქციონ ყურადღება.

ყველა ახალი ამბავი
0