თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ნოემბერი

800
(განახლებულია 10:13 07.11.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დილა დაძაბული იქნება. ეს ის დროა, როცა ყველაფერი "ხელიდან გვისხლტება" და თან, პირდაპირი მნიშვნელობით. ასე რომ, ამ დროს მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ და ფრთხილად მოეკიდეთ ადვილად მსხვრევად ნივთებს. ნაშუადღევს მოიმატებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა, ხოლო საღამოს ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, ასევე, ფულის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. დღეს ბევრ საქმეს უმკლავდებით კარგად, ამიტომ შეგიძლიათ ეს პერიოდი რთული და მასშტაბური საქმეების შესასრულებლად გამოიყენოთ. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები საქმიან და პირად ურთიერთობებში. ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ თქვენი მეტოქეები იყვნენ, ახლა, შესაძლოა, თქვენი მოკავშირეები გახდნენ. ბევრს გაუჩნდება თქვენი დახმარების სურვილი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთულად გამოგდით. სირთულეები განსაკუთრებით იქ ჩნდება, სადაც სხვებთან თანამშრომლობაა საჭირო და ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმება. უთანხმოებები საქმიანობას უშლის ხელს, მაგრამ წარმატებების მიღწევა მაინც შესაძლებელია რამე არასტანდარტული მეთოდების გამოყენებით. მზად იყავით ექსპერიმენტებისა და გარისკვისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ჯანსაღი აზრიც არ დაივიწყოთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კირჩხიბი

მრავალფეროვანი, საინტერესო, მაგრამ არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ის მოიტანს ბევრ საზრუნავს, მაგრამ წუწუნს არ დაიწყებთ - ყველაფერი თანდათანობით კარგად აეწყობა. არ შეჩერდეთ პირველივე წარუმატებლობის შემდეგ, იყავით შეუპოვარი და მტკიცე. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება, კარგი ურთიერთობებია მოსალოდნელი ახლობლებთან, შესაძლებელია საერთო გეგმების დაწყობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა, მრავალი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მუშაობა, სჯობს, დილიდანვე დაიწყოთ, რადგან დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. კარგი დროა საქმიანი მივლინებისთვის. მოგვიანებით ხელსაყრელი პერიოდი დადგება ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, საყიდლებზე წასვლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღის დასაწყისი კარგი იქნება. ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ხართ ყურადღებიანი და საქმეზე კონცენტრირებული. ნაყოფიერად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. დღის მეორე ნახევარი რამდენადმე დაძაბულად ჩაივლის. შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, შეცდომა მოგივიდეთ გათვლებში, ხანდახან არ გეყოთ სიმტკიცე დაწყებულის დასამთავრებლად. ახლობლები თქვენს დახმარებას შეეცდებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

წარმატებული, ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა რთული სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ყურადღებას მოითხოვს დეტალებისადმი. შეცდომების დაშვების ალბათობა ძალზე მინიმალურია. გარშემომყოფებს თქვენი უჩვეულო გადაწყვეტილებები გააოცებს და ისინი თქვენ დახმარებას მოინდომებენ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობაა მოსალოდნელი. ბევრზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ყველაფერი კარგად მიდის. დიდი და თავბრუდამხვევი გამარჯვებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ყველაფერი იღბლიანად ეწყობა. კარგი დღეა ჩვეული საქმეების შესასრულებლად. უფრო რთული იქნება ახლის სწავლა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ძველი ნაცნობების მონახულება, რამე მნიშვნელოვანზე საუბარი. ეს განწყობას აგიმაღლებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

წარმატებული იქნება დღის დასაწყისი, რომელიც მნიშვნელოვანის საკითხების გადაწყვეტისთვის უნდა გამოიყენოთ. სირთულეებთან გასამკლავებლად, შესაძლოა, ძალზე ეფექტურ ხერხს მიაგნოთ. ბევრ თქვენგანს საქმეებში, უბრალოდ, გაუმართლებს და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი პროფესიულ საქმიანობაში გახდება. ასევე დაიძაბება პირადი ურთიერთობები, მაგრამ თქვენ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თხის რქა

არცთუ მარტივი დღე იქნება. დღის დასაწყისში უამრავი პრობლემაა მოსალოდნელი. უკვე გასაგები გახდება, რომ წარმატებების მიღწევა სწრაფად ვერ მოხერხდება. თანდათანობით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, საქმეები გაიზრდება, გარშემომყოფებთან ურთიერთობები გართულდება, მოიმატებს დაღლილობა. სჯობს, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ, მაგრამ თუ გადაუდებელი საქმე გექნებათ, სჯობს, მაქსიმალურად მშვიდად შეასრულოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

სანდო მოკავშირეებთან გაერთიანებით მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევაა შესაძლებელია. თუ მარტო გადაწყვეტთ მოქმედებას, წარმატებებთან მიახლოება უფრო რთული იქნება. კარგი იქნება, თუ გამოცდილ და მცოდნე ადამიანს რჩევას ჰკითხავთ. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. არახელსაყრელი დღეა რამის ყიდვისთვის, თუ ეს წინასწარ არ გაქვთ დაგეგმილი. ასევე არ იჩქაროთ გარიგებების დადება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. ისინი კარგ სიახლეებს გაგაგებინებენ, გაგიზიარებენ საუკეთესო იდეებს ან საინტერესო წინადადებებს შემოგთავაზებენ. მოსალოდნელია სიურპრიზები, საჩუქრების მიღება. ზოგიერთ თქვენგანს შეცდომების გამოსწორების შანსი გაუჩნდება. პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენა კარგი იქნება. ზოგიერთ თქვენგანს რომანტიკული სიურპრიზი და დაუვიწყარი პაემანი ელოდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

800
გაფოთლილი ხეები

31 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

16
(განახლებულია 18:47 30.05.2020)
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

31 მაისს დაბადებულები

31 მაისს, როგორ წესი, ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. თავიანთი ორიგინალური აზროვნების გამო ისინი ინტერესს იჩენენ ყოველივე ახლის მიმართ, აინტერესებთ ტექნიკური პროგრესი, გამოგონებები. ახასიათებთ ხასიათის ხშირი ცვლა. თუ ერთ წუთში კომუნიკაბელური, მხიარული და კეთილი არიან, მეორე წუთში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლიათ გახდნენ გაღიზიანებული, პირქუში და გაბოროტებული.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

31 მაისს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, გარშემომყოფებზე გულდახურული და ცივი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს სულ ასე არაა - ისინი ბევრად უფრო თბილი ადამიანები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარკვეულწილად კეთილი, კეთილშობილი და შეიძლება ითქვას, სენტიმენტალურიც კი. ეს მათი ნიღაბია, რომლის უკან მგრძნობიარე ნატურა იმალება. ამ დღეს დაბადებულებს პირდაპირობა ურჩევნიათ და არ უყვართ წვრილმანებზე „დახურდავება“. ისინი საკმაოდ ქმედითნი არიან, ყურადღებას აქცევენ ბევრ რამეს, უმნიშვნელოსაც კი.

ამ დღეს დაბადებულებს დიდი გონებრივი და ფიზიკური ენერგია აქვთ. აინტერესებთ თვითგამოხატვის უჩვეულო ფორმები. თუ რაიმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, მათი გადარწმუნება უკვე შეუძლებელია. ერთადერთი საშუალებაა მათი სენტიმენტალობის გამოღვიძება ან ღირსებასა და პატიოსნების პრინციპებზე დაფუძნებული დასკვნების გამოყენება. ეს ადამიანები მძაფრად იცავენ საკუთარ შინაგან სამყაროს და იქ შეღწევის უფლებას არავის აძლევენ. როდესაც ახალი იდეა უჩნდებათ, მთელი ძალებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ამ დროს ისინი თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება მარცხის შიში იყოს. ასევე, ადვილად შეუძლიათ უსიამოვნებების მალე დავიწყება.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

31 მაისს დაბადებულები საკმაოდ სპონტანური და ქაოტური ადამიანები არიან, რომელთაც უმოკლეს ვადებში ახალ ვითარებებთან შეგუების შესანიშნავი უნარი აქვთ. ხანდახან ცდილობენ ებრძოლონ თავიანთ არაორგანიზებულობას და ცხოვრებაში ხელოვნური წესრიგი-განრიგი შეამოაქვთ. ამ ადამიანებს უყვართ მუდამ მოძრაობაში ყოფნა - ახალი პროექტების დაწყება, რაღაცის გარემონტება, ვითარების შეცვლა. არიან შესანიშნავი ოსტატები ტექნიკის სფეროში. თუ დაბადებიდან რამდენიმე ნიჭი დაჰყვებათ, ერთი სფერო უნდა აირჩიონ და მაშინ საოცარი წარმატებების მიღწევის შანსი აქვთ.

ჯანმრთელობა

31 მაისს დაბადებულებს იმედგაცრუებებთან გამკლავება უჭირთ, ამიტომ ხშირად რეალობიდან გაქცევას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საშუალებით ცდილობენ. მათ მეტად რეალური შეხედულებები უნდა ჩამოაყალიბონ ცხოვრებაზე და შეისწავლონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იაქტიურონ ფიზიკურად და ყურადღება მიაქციონ კვების რეჟიმს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კვებისგან სიამოვნების მიღებაც შეიძლება.

რჩევა:

თამამად შეხედეთ საკუთარ ემოციურ პრობლემებს. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იპოვოთ შთაგონების წყარო, თავიდან აირიდოთ უსარგებლო დავა და ჩხუბი, რომლებიც, უბრალოდ, ძალებს გართმევთ.

16
გაზაფხული თბილისის პარკებში

7 შეცდომა, რომლითაც შვილებს ბავშვობას ვუნგრევთ

279
(განახლებულია 08:31 30.05.2020)
ბავშვობის განუმეორებელი წლები მხოლოდ ერთხელ გვაქვს, ის არასოდეს მეორდება და უკან არ გვიბრუნდება.  ამ წლებს მთელს ჩვენს დანარჩენ ცხოვრებაზე  განსაკუთრებული გავლენა აქვს.

როდესაც ვიზრდებით, მხოლოდ შემდეგ ვფიქრობთ  და ვაანალიზებთ იმას, რასაც ბავშვობა გვთავაზობდა, კარგსაც და ცუდსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მშობლის პასუხისმგებლობაა, ისე დაიცვას და იზრუნოს შვილზე, რომ მის ბავშვობას საფრთხე არ მიადგეს. თავისთავად, ყველა ცუდ მოვლენას თავიდან ვერ ავიცილებთ, თუმცა არსებობს გზები, რომ ბავშვმა ეს ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოს და მის ბავშვობას ზიანი არ მიადგეს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით იმ შეცდომებზე გესაუბროთ, რასაც მშობლები ბავშვების აღზრიდასას უშვებენ და აზიანებენ მათ ბავშვობას, ბავშვობას, რომელიც უკან აღარ ბრუნდება.

დედა და შვილი
© CC0 / Pixabay
დედა და შვილი

1. ბავშვებს ისე ვექცევით, როგორც დიდ ადამიანებს

ხშირად მშობლები  შვილებს ისე ექცევიან, როგორც უფროსებს, თუმცა ისინი ნამდვილად არ არიან დიდები, ისინი ბავშვები არიან. მათ არ აქვთ იგივე უნარები, რაც უფროსებს, არ შეუძლიათ ინფორმაციის დამუშავება და სრულყოფილად გააზრება, რადგან მათი ტვინი ბოლომდე არ არის განვითარებული. ისინი ემოციურად და გონებრივად არ არიან მომწიფებულები იმისთვის, რომ პასუხი ისე მოვთხოვოთ, როგორც დიდებს. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბავშვები აბსოლუტურად მსგავსად აზროვნებენ, როგორც ჩამოყალიბებული ადამიანები.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მიგვყავს ბავშვები რესტორანში და მერე მათი საქციელით ვღიზიანდებით. ეს მიუღებელია. ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათ ასაკს შეეფერება. ამიტომ, არ წავიყვანოთ პატარები ისეთ ადგილებში, სადაც მათი ქცევა ჩვენთვის გამაღიზიანებელი იქნება. ამით ბავშვებს გულს ვატკენთ და ვერც მიხვდებიან, რის გამო. ვიდრე ორი წლისები არიან, ზუსტად ისე მოიქცევიან, როგორც ორი წლის ბავშვები.

დაიმახსოვრეთ, ისინი მხოლოდ ერთხელ არიან ბავშვები და დაე, იყვნენ ბავშვები.

2. პატარებს მეტისმეტად გადატვირთული განრიგი აქვთ

ძალიან ბევრი ბავშვია, რომლებიც   მკაცრად გაწერილი განრიგით ცხოვრობენ. მთელი დღე სკოლაში არიან, გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა აქტივობები აქვთ, იქნება ეს ცეკვა, სიმღერა, სპორტი და ა.შ. შემდეგ კი საშინაო დავალებების შესრულების დროც მოდის. 

დღის ბოლოს კი მათ საერთოდ არ აქვთ  თავისუფალი დრო, რომ იყვნენ უბრალოდ ბავშვები.  ისინი სტრესში  ცხოვრობენ,  ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ და გიჟური გრაფიკი შეინარჩუნონ. დროა, გადავხედოთ იმ ყველა აქტივობას, სადაც ბავშვები დაგვყავს. სჭირდებათ კი მათ ეს ყველაფერი  ბავშვობის წართმევის ფასად?

ბოლო დროს მოდური გახდა, თითქმის ჩვილობიდან,  ბავშვის სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. მუსიკის გაკვეთილებიდან დაწყებული,სპორტი, ენების შესწავლა და ეს გრძელდება დაუსრულებლად. მათი დანარჩენი ცხოვრებაც ამ სისწრაფით მიექანება, თითქოს ერთგვარ მარათონში არიან ჩაბმულები.

უფროსებს გვავიწყდება, რომ ბავშვობა სწორედ ის დროა, როდესაც მათ დამატებითი დასვენება სჭირდებათ, რადგან სწორედ ამ დროს იზრდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. რა თქმა უნდა, მშვენიერია მათი გონებისა და სხეულის ზრდის სტიმულირება დამატებითი აქტივობით, თუმცა ზომიერება აუცილებელია.

გაითვალისწინეთ, ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  თავისუფალი დრო თამაშისა და  წარმოსახვის განვითარებისთვის. თამაშის შეზღუდვა უარყოფითად იმოქმედებს მის განვითარებაზე.  ამერიკის პედიატრიის აკადემია ნათლად განმარტავს თამაშის დროის ხანგრძლივობის მნიშვნელობას: „თამაში აუცილებელია განვითარებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ბავშვების  შემეცნებით, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას.”

3. ფიზიკური, ან ემოციური ძალადობა

არავინ დავობს იმაზე, რომ ფიზიკური ძალადობა ბავშვს წარმოუდგენელ ზიანს აყენებს. ასეთივე საზიანოა ემოციური ძალადობაც.  ხშირად  ზოგი მშობელი ვერც კი ხვდება, რომ ბავშვზე ემოციურად ძალადობს.

 სიტყვები წებოსავითაა. შეუძლებელია მათი წაშლა გონებიდან.  როდესაც ბავშვს   ცუდს, მახინჯს ან რაიმე დამამცირებელს ვუწოდებთ, მათ არასოდეს დაავიწყდებათ.  განსაკუთრებით მტკივნეულია ეს სიტყვები მაშინ, როდესაც  მშობელმა თქვა. არ არსებობს ვინმეს სიტყვები, რომელსაც შეუძლია უფრო მეტი ზიანი მიაყენოს პატარას, ვიდრე მშობლის ნათქვამმა. ფრთხილად იყავით სიტყვებთან!  თუ გსურთ  ბავშვის რაიმე ქცევის გამოსწორება, ისე ესაუბრეთ, როგორც პიროვნებას.

4. ბავშვებისგან მოველით, რომ პრობლემებს უფროსებივით მოაგვარებენ

ბავშვებს არ ავკიდოთ ჩვენი პრობლემები. პირიქით, სწორედ მშობლის მოვალეობაა, დაიცვან შვილები საკუთარი პრობლემებისგან.  ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება თუ სხვა სახის დამოკიდებულებები ის პრობლემებია, რომლებსაც ბავშვი ვერ უნდა ხედავდეს.

ძალიან გავრცელებული მიზეზი, რის გამოც დღეს ბავშვები ზიანდებიან, მშობლების განქორწინებაა.  როდესაც ერთი მშობელი ცდილობს  შვილი მეორე  მშობლის წინააღმდეგ მიმართოს, ეს დიდ ემოციურ დატვირთვას იწვევს პატარაში.  თუ განქორწინებული ხართ, ნუ ილაპარაკებთ თქვენს ყოფილზე  ცუდად შვილის თანდასწრებით!  ბავშვი ამას ძალიან განიცდის, რადგან მისი ერთი ნახევარი თქვენი  ნაწილია, მეორე კი მეორე მშობლის.

5. ზეწოლა წარმატების მისაღწევად

ბავშვებზე ზეწოლა წარმატების მისაღწევად საკმაოდ გავრცელებულია.  მშობლებს უნდათ მათი შვილები საუკეთესოები იყვნენ. ეს კი მათთვის დიდი სტრესია.  ნება მიეცით საკუთარი სურვილით  გააკეთონ ყველაფერი. დიდი განსხვავებაა წახალისებასა და ზეწოლას შორის. ეცადეთ,   შვილის გამამხნევებელი იყოთ და არა ემოციურად მოძალადე.

6. სოციალური იზოლაცია

ბავშვები სხვა ბავშვების გარემოცვაში უნდა იყვნენ. მხოლოდ უფროსებთან ურთიერთობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თანატოლებთან ურთიერთობის უნარს.  მათ რეგულარული კავშირი  უნდა ჰქონდეთ თავისი  ასაკის ბავშვებთან,  რათა  სოციალური უნარ-ჩვევები განუვითარდეთ. ცხოვრების  პირველი რამდენიმე წელი უმნიშვნელოვანესი  პერიოდია, როდესაც პატრებმა დიდი დრო  უნდა გაატარონ სხვა ბავშვებთან. სწორედ ეს უვითარებთ მათ  სოციალური ადაპტაციის უნარს.

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე თანატოლები იმაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ერთმანეთის ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა. ცხოვრების პირველი ორი ან სამი წლის განმავლობაში მიღებული  გამოცდილება  უდიდეს  გავლენას ახდენს ბავშვების მომავალ განვითარებაზე. მათი სწორი განვითარება კი დამოკიდებულია თანატოლებთან სწორ ურთიერთობაზე.

7. მისაბაძი ადამიანები

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისაბაძი ადამიანი ჰყავდეს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო  მათ სწორად შესარჩევად.  გსურთ ეს თუ არა, ყველაზე ხშირად სწორედ  მშობლები არიან ბავშვებისთვის  კერპები. ამიტომ, კარგად დაფიქრდით: ისე იქცევით, რომ ბავშვში აღტაცებას იწვევდეთ?  გსურთ თქვენმა შვილმა გაიმეოროს თქვენი ქცევები?

იყავით დადებითი მაგალითი თქვენი ბავშვისთვის, რადგან ისინი ყურადღებით აკვირდებიან, უთვალთვალებენ და იმეორებენ  ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში.

 

წყარო: www.lifehack.org

279