ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული წარმოების შოკოლადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოკოლადის ისტორია ასე დაიწყო: კაკაოს პირველი პლანტაციები მაიას ტომებს ჰქონდათ. სწორედ მათ შეიმუშავეს შოკოლადის მომზადების სხვადასხვა მეთოდი. მიღებულ პროდუქტს ისინი Chocolat ეძახდნენ.

კაკაოს მარცვლები ითვლებოდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ, მისგან დამზადებული სასმელი კი ღვთაებრივი იყო და მხოლოდ ტაძრის მსახურებს შეეძლოთ დაელიათ.

რაც შეეხება საქართველოს, შოკოლადის წარმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს. დღეს საქართველოში არაერთი საწარმო არსებობს, რომელიც შოკოლადს აწარმოებს. დაახლოებით ორი თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო კიდევ ერთმა მცირე საწარმომ „ჩიკოლატი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, 100 პროცენტით ნატურალურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს.

ბრენდის შესახებ იდეის ავტორი და მისი დამფუძნებელი ნათია ობგაიძე გვესაუბრა.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeნათია ობგაიძე
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ნათია ობგაიძე

- ვარ 23 წლის. ვცხოვრობ მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში და ჩემი პატარა წარმოება მაქვს. ვაწარმოებ შოკოლადს. დამთავრებული მაქვს აგრარული უნივერსიტეტი, კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ჩემი პროფესია ხელს მიწყობს იმაში, რომ ჩემი პროდუქტი იყოს დახვეწილი, ტექნოლოგიურად გამართული და სრულფასოვანი.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- რატომ მაინცდამაინც შოკოლადი?

- ბოლო წლების მანძილზე ბევრ საწარმოში მიმუშავია, მათ შორის ტკბილეულის საწარმოშიც. ძალიან მინდოდა მეც ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომ ყველა ასაკის ადამიანს მოსწონებოდა. არასოდეს არ მომბეზრდება იმის კეთება, რაც ხალხს მოსწონს. მომხმარებელი ხშირად იმასაც აღნიშნავს, რომ იმდენად ლამაზია ჩვენი შოკოლადი, მისი შეჭმა უჭირთ.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- ძირითადად რა სახის შოკოლადს სთავაზობთ ტკბილეულის მოყვარულებს?

- ვაწარმოებთ შოკოლადს გამომშრალი ხილით. შოკოლადი არის იტალიური, ნატურალური, უმაღლესი ხარისხის. ხილს ჩვენ თვითონ ვაშრობთ. სულ გვაქვს ხუთი სახის შოკოლადი. ეს არის შავი, 57-პროცენტიანი შოკოლადი, თეთრი შოკოლადი, რომელიც არის 31-პროცენტიანი, ასევე ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი შოკოლადი. ჩვენი თეთრი და ფერადი შოკოლადი არის უგლუტეინო და ის შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს, რომელსაც ასეთი პროდუქტი აინტერესებს.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- თქვენი შოკოლადი გემოვნური თვისებებით სრულებით გამოირჩევა ერთმანეთისგან. რეცეპტები თქვენ გეკუთვნით?

- დიახ, ყველა რეცეპტი ჩემი მოფიქრებულია. ეს არ არის სხვისგან აღებული, სხვისი რეცეპტით შექმნილი. დაახლოებით ორი თვეა, რაც წარმოება დავიწყეთ, მაგრამ ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი შოკოლადი გავაკეთეთ, რაც არ მოგვეწონა. ამიტომ სანამ საზოგადოებას შევთავაზებდით საბოლოო პროდუქტს, მანამდე ძალიან ბევრი საცდელი ნიმუში შეიქმნა. ეს აუცილებელიც იყო განვითარებისთვის და სასურველი შედეგის მისაღწევად.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- ყველაზე უცნაური და განსხვავებული რა მოგიმზადებიათ?

- გამოვყოფდი შოკოლადის ფილას ცოცხალი ბროწეულით.

- ჩირი და შოკოლადი ერთმანეთთან კომბინაციაში როგორ მოდის?

- შოკოლადი ჩირთან კომბინაციაში არის ძალიან გემრიელი და მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს. ხილი გამომშრალ მდგომარეობაშიც კარგად ინარჩუნებს არომატებს და ვიტამინებს. ამიტომ შოკოლადის და ჩირის თანხვედრა არის ძალიან საინტერესო და ჰარმონიული.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- გყავთ ადამიანები დასაქმებული თუ თავად უძღვებით ყველაფერს?

- ჯერ მხოლოდ ორი ადამიანი ვართ და ჩვენ ვუძღვებით ყველა საქმეს. მე ვქმნი პროდუქტს და ჩემი მეგობარი მეხმარება ამ პროდუქტის რეალიზაციაში და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- როგორ ახდენთ რეალიზებას, სად იყიდება თქვენი შოკოლადი?

- ჩვენი პროდუქტი იყიდება კაფეტერია „მადოს“ ფილიალებში, ყავის სახლ „ჭორიკანაში“, ასევე პატარ-პატარა ტურისტულ მაღაზიებში. სამწუხაროდ, ჯერ ქსელურ მაღაზიებში არ არის გაშვებული.

© photo: courtesy of Natia Obgaidzeქართული წარმოების შოკოლადი
ქართული შოკოლადი ჩირით: ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების შოკოლადი

- როგორ ხედავთ ქართულ ბაზარზე თქვენს მომავალს?

- ძალიან გვინდა გვქონდეს საწარმო და უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. გვინდა ვაწარმოოთ კაკაოს სხვადასხვა პროცენტის შემცველობის შოკოლადი. როგორც გითხარით, ჯერ მხოლოდ 57-პროცენტიანი შავი და 31-პროცენტიანი თეთრი შოკოლადი გვაქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0