ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალზე მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია წინდახედულება. თუ გვეცოდინება, რომელი დღეებია ყველაზე საშიში ნოემბერში, შევძლებთ პრობლემების თავიდან აცილებასა და საქმეების უკეთ დაგეგმვას

ამასთან, მნიშვნელოვანია ყველაზე ხელსაყრელი დღეების ცოდნაც, როდესაც სასურველია, სრულ „საბრძოლო" მზადყოფნაში ვიყოთ, რათა შევძლოთ და ცხოვრება სასიკეთოდ შევცვალოთ.

ნოემბრის უარყოფითი დღეები

ერთი უარყოფითი დღე იყო 3 ნოემბერს - განგაშისა და განწყობის ხშირი ცვლის დღე.

8 ნოემბერი - სიზარმაცის, აპათიისა და უარყოფითი ენერგეტიკის დღე

ამის მიზეზი კი მზარდი მთვარეა თევზების ნიშანში, ამასთან, მოახლოებულია სავსემთვარეობა, ეს კი საშიშ დროზე მიგვანიშნებს. განსაკუთრებით რთული დღე იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბარება უყვართ, ასევე, სიზარმაცე ჭარბობს მათში. შემცირდება პროდუქტიულობა, ამასთან, გაჩნდება უარყოფითი ემოციების სხვებზე „ამონთხევის" სურვილი.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ექსპერტების რჩევაა, არ ვისხდეთ უსაქმოდ, ავიმაღლოთ ენერგეტიკა და სასიცოცხლო ტონუსი. ამისთვის საჭიროა მეტი სეირნობა, პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობები.

11 ნოემბერი - სავსემთვარეობის დღე

ეს იქნება საშიში მთვარე კუროს ნიშანში, ასევე ტრიგონში პლუტონთან აგრესიულ ასპექტში, რომელიც ნერვულს სისტემაზე მოქმედებს. ასეთი ტანდემის დროს იღბლის იმედად ყოფნა ძალიან საშიშია. ასტროლოგები გვირჩევენ, ამ დღეს არ დავნიშნოთ არანაირი მნიშვნელოვანი შეხვედრა, საქმე, რაც არცთუ იოლი იქნება, რადგან 11 ნოემბერი სამუშაო დღეა - ორშაბათი.

ამ დღეს მოსალოდნელია გაუგებრობები, ქაოსი, ჩხუბი, კონფლიქტები. ყველაზე საიმედო წყვილებშიც კი, შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვიანობა. ამასთან გამკლავება შეუძლებელია, ამიტომ დროის გასვლას უნდა დაველოდოთ. საქმეების მიღწევა მხოლოდ დიდი გულმოდგინებისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად იქნება შესაძლებელი.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

19 ნოემბერი - უძლურებისა და დაღლილობის დღე

ლომი და კლებადი მთვარე ერთმანეთთან დისონანსში 18 ნოემბერს შევლენ, ხოლო 19 ნოემბერს ცეცხლს ნავთს მზესთან კვადრატურა დაასხამს. ძალზე უჩვეულო დღე იქნება. ბევრი უკვე დილით იგრძნობს ძალების უკმარისობას. იქნება სურვილი, რომ არაფერი ვაკეთოთ, ვერაფერი დავინახოთ და გავიგონოთ, მაგრამ ეს შეუძლებელია უმრავლესობისთვის, რადგან ეს დღე სამშაბათია - სამუშაო დღე.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

19 ნოემბერს მოსალოდნელია გარკვეული თანხის დაკარგვა, მატყუარა და თაღლით ადამიანებთან შეხვედრა. სიფრთხილეა საჭიროა დაპირებებთან დაკავშირებით. ამასთან, ასტროლოგები გვირჩევენ, ვიმოქმედოთ, რადგან უმოქმედობა და დასვენება ძალებს ვერ დაგვიბრუნებს.

26 ნოემბერი - მერყეობისა და ნეგატიური ფიქრების დღე

ახალმთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში ცუდი შერწყმაა. ამ დღეს სერიოზული ენერგეტიკული „ჩავარდნა" მოხდება. დროებით შეწყდება ენერგიის მოწოდება ვარსკვლავებისა და მთვარისგან, რის გამოც მოსალოდნელია დიდი პრობლემების დაწყება სასიყვარულო და საქმიან სფეროებში. კალაპოტიდან ადამიანებს სულ უბრალო წვრილმანიც კი ამოაგდებს. ასეთ დღეებში კარგი იქნება, თუ სათადარიგო გეგმა იქნება.

მერყეობა არნახულ მასშტაბებს მიაღწევს, რის გამოც შეიძლება ჩაიშალოს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები, ზოგიერთმა ვერ შეასრულოს დათქმული პირობა. ასეთ დროს წყენის გულში ჩატოვება არ ღირს. სჯობს, არ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან.

ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი დღეები

ერთი ხელსაყრელი დღე იყო 5 ნოემბერს - მუშაობისა და საყიდლების დღე.

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>

10 ნოემბერი - დღე, როდესაც არაფერია შეუძლებელი

მზარდი მთვარე ვერძის ნიშანში და ზრდის ბოლო სტადიაშია, რაც ძალზე ხელსაყრელი შერწყმაა. ამ დღეს შეიძლება ახალი საქმეების დაწყება და ძველის დამთავრება. არაფერია შეუძლებელი, რადგან ცეცხლის სტიქია წინ უბიძგებს ადამიანს.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

გაძლიერდება თავდაჯერებულობა, უკან დაიხევს ეჭვები, შიში. ექსპერტები გვირჩევენ, ამ დღეს უსაქმოდ არ ვისხდეთ, ვიმოქმედოთ და მთელი ძალები პრობლემების გადაჭრისკენ მივმართოთ.

16 ნოემბერი - დასვენებისა და გარემოს შეცვლის დღე

ეს შაბათია - იდეალური დღე დასვენების, საოჯახო საქმეების კეთებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანში ცხოვრებით ტკბობის საშუალებას მოგვცემს. ამ დღეს შესაძლებელია მოდუნება, გონების გაწმენდა ნეგატიური აზრებისგან.

შეიძლება მაღაზიებში გავლა, გარდერობის განახლება, სილამაზის სალონში წასვლა და იმიჯის შეცვლა. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

24, 25 ნოემბერი - შემოქმედებისა და აქტიურობის დღეები

კლებადი მთვარე მორიელის ნიშანში ადამიანების პროდუქტიულობაზე მოქმედებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ბევრს გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები. იოლი იქნება ახალი საქმეების დაწყება, უსიამოვნებებისთვის თავის არიდება, ახალ პირობებთან შეგუება. ყველაზე მეტად გაუმართლებს შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებს, ასევე მათთვის, ვისაც ხშირად უწევს სტრესულ ვითარებებში გადაწყვეტილებების მიღება.

28 ნოემბერი - შედეგების შეჯამების დღე

ასეთ დღეებში შესაძლებელია საკუთარი ცხოვრების გვერდიდან დანახვა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში და იუპიტერთან შერწყმაში ადამიანებს დაეხმარება ახალი მიზნების დასახვაში, მთავარი შეცდომების გააზრებასა და მათი გამოსწორების გზების მოძებნაში.

ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?>>

ამ დღეს ადამიანების გონება უფრო ნათელი იქნება, გაქრება უსიამოვნო ფიქრები და მათ პოზიტიური ემოციები ჩაანაცვლებს. 28 ნოემბერი შესანიშნავი დღეა კონფლიქტების გადაჭრისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0