ნიკოლოზ ბერიანიძე

აქტუალური ტენდენცია ინტერიერში: ნიკოლოზ ბერიანიძის ორიგინალური ლითონის ნაკეთობები

1214
(განახლებულია 18:45 29.10.2019)
მხატვარ დიზაინერი ნიკოლოზ ბერიანიძე წლებია ლითონისგან საუცხოო და დახვეწილ ნამუშევრების ქმნის. მისი ნაკეთობები ყურადღებას იქცევს ნებისმიერ ინტერიერში. საუცხოო სანახავია მის მიერ შექმნილი საეკლესიო ნივთები, რომელიც საქართველოს არა ერთ ტაძარს ამშვენებს.

 

ბატონი ნიკოლოზი დღეს თავის ცოდნას მომავალ თაობას უზიარებს. ბავშვობიდან ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ საქმეს ემსახურება, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს, გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ფერწერისთვის დრო აღარ რჩება.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ბავშვობიდან ვხატავდი. თავიდან მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დავდიოდი. შემდეგ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე. ამის შემდეგ ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში. პროფესიით ვარ მხატვარ-დიზაინერი.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ლითონის ნაკეთობების დამზადება როდის დაიწყეთ?

- აკადემიაში დავამთავრე ხის, ლითონის და  სხვა მასალის დეკორატიული სინთეზის ფაკულტეტი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგივე ფაკულტეტზე დავრჩი პედაგოგად. დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი ამ ფაკულტეტზე. სწორედ აქ  შეისწავლება ლითონმჭედლობა და დეკორატიული დამუშავება. ჩემი საქმიანობაც აქედან იღებს სათავეს.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. ძირითადად რა სახის ნაკეთობებს ქმნით?

- თითქმის ყველაფერს ვქმნი, რაც ლითონის დიზაინს უკავშირდება. თუმცა, ძირითადად საეკლესიო ატრიბუტიკას ვამზადებ. ეს არის სარიტუალო შანდლები, შვიდტოტა, გუმბათის ჯვრები და სხვა.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- როგორც ვიცი არა ერთი საკათედრო ტაძარი და მონასტერია შემკული თქვენი ნამუშევრებით...

- დიახ, ჩემს ნამუშევრებს შეხვდებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სამებაში, სამთავროს დედათა მონასტერში, ხარების ტაძარში და სხვა დიდ ტაძრებში.

- რამდენად მორჩილია ლითონი?

- გააჩნია ... არის საშუალებები, რის  მეშვეობითაც იმორჩილებ ლითონს და იღებ სასურველ ფორმას, შედეგს. ძალიან საინტერესოა ლითონზე მუშაობა.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ერთ-ერთ სიმპოზიუმში მიიღეთ მონაწილეობა, სადაც ორსული ქალი შექმენით. რა დატვირთვა ჰქონდა ამ ნაკეთობას?

- ბაზალეთის ტბაზე გაიმართა ეს სიმპოზიუმი, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება - „ალტერნატიული ქანდაკების ფესტივალი“. მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მიმეღო მონაწილეობა. თემა იყო ასეთი - „წინ წინაპრებისკენ“. ალბათ ყველას გახსოვთ ლეგენდა ბაზალეთის ტბაზე, რომლის მიხედვითაც მის ძირზე არის აკვანი და ელოდება ამირანს, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. მეც სიმბოლურად შევქმენი ორსული ქალის ქანდაკება, რომელმაც უნდა შვას ამირანი. ეს იყო ქვის და შავი ლითონის სინთეზი. ყველაფერი გაკეთდა ადგილზე. იქ იმის საშუალება არ იყო, რომ ლითონი გაგვედნო და საოცრებები შეგვექმნა. ასე ვთქვათ „საველე პირობებში“ ვქმნიდით ნაკეთობებს.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ინტერიერში რამდენად აქტუალურია ლითონი?

- ძალიან აქტუალურია და დიდი მოთხოვნაა ამაზე. დღეს უმეტესად აკეთებენ სტუდიოს ტიპის ბინებს.  დიდია მოთხოვნა დეკორატიულ კედელზე, რომელიც ყოფს მისაღებ ოთახს და სამზარეულოს ერთმანეთისგან. კედელი უნდა იყოს ისეთი, რომ სასიამოვნო განწყობა მოგანიჭოს. ლითონი ისეთი რამეა, თუ ერთ სტილს აირჩევ ინტერიერში, ის არ უნდა დაირღვეს და მიჰყვე ბოლომდე.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- თქვენი ხელწერა ყოველთვის იგრძნობა თქვენს ნამუშევრებში. როგორ მიაგენით თქვენს ნიშას?

- ვერ გეტყვით. ზოგადად, ვინც ჩემს ნამუშევრებს ადევნებს თვალყურს, ის ყოველთვის ცნობს ჩემს ნაკეთობებს. სტუდენტებთან, რომ მიწევს მუშაობა, მაკვირდებიან რას როგორ ვაკეთებ და მათზეც იგრძნობა ჩემი გავლენა. ჩემზე ალბათ თავის დროზე ჩემმა პედაგოგებმა მოახდის გავლენა.   

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ყველაზე რთული და მასშტაბური ნამუშევარი გაიხსენეთ...

- ხუთი წელი ვიმუშავე სამების საკათედრო ტაძრის შანდლებზე. თითო შანდლის წონა შეადგენდა დაახლოებით 230 კილოგრამს. დღეს შემიძლია ამით ვიამაყო.

- ხატვისთვის თუ გრჩებათ დრო?

- ოცნებად მაქვს, იმდენი დრო დამრჩეს, რომ ფერწერაში ვიმუშაო. ჩემს საქმეს ძალიან დიდი დრო, ენერგია მიაქვს და გული მწყდება ხატვისთვის, რომ აღარ მრჩება დრო. ყველაფერი ის, რასაც მე ვქმნი იხატება, უბრალოდ ფერწერისთვის აღარ მაქვს დრო.

 

1214
ყაყაჩოების ველი

ივნისის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად

313
(განახლებულია 11:06 28.05.2020)
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ზაფხულის პირველ თვეში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ზაფხულზე ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებთ: ვოცნებობთ სანუკვარი ოცნებების ასრულებაზე, დასვენებაზე, ახალ ემოციებზე. ზაფხულში ყველას ექნება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი, თუ ვისწავლით პოზიტიურ აზროვნებას და მცირე პრობლემებზე არ „ჩავიციკლებით“, მაგრამ ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით უფრო გაუმართლებს.

ქალწული

ქალწულებს ივნისში საოცრად გაგიმართლებთ: პლანეტები უამრავი დადებითი ენერგიით დაგმუხტავენ, რისი წყალობითაც შეძლებთ საქმეებისა და პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდში დაგროვდა. მიიღებთ პერსპექტიულ შესაძლებლობას, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამასთან, თუ შეძლებთ ახალი ცხოვრების დაწყებას, ის საერთოდ არ იქნება ძველი ცხოვრების მსგავსი, ანუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების დიდი შანსი გაქვთ.

ლომი

ლომებს ვარსკვლავები მრავალ წარმატებას გპირდებიან, თანაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: მოახერხებთ დაგროვებული საქმეების გადაწყვეტას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრობლემებისგან გათავისუფლებას, ოჯახში ურთიერთობების მოგვარებას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გეზი არ აიღოთ ახალ საქმეებზე, გრანდიოზულ გეგმებზე, არამედ დაიხიეთ ერთი ნაბიჯით უკან, რათა კვლავ განიცადოთ სასიამოვნო მომენტები, გააკეთოთ ჩვეული საქმეები და ნოსტალგიის მსუბუქი ელფერით გაერთოთ.

თხის რქა

თხის რქა ყველაზე ბედნიერი ნიშანი იქნება 2020 წლის ივნისში. შესაძლოა, თქვენთვის ეს თვე ყველაზე საუკეთესოც კი აღმოჩნდეს. პლანეტების ენერგია იღბლიანობას შეგმატებთ და აქტიურ საქმიანობაში შეგიწყობთ ხელს. ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ აქტიური, მაგრამ არც სამუშაოში თავით გადაშვება ივარგებს, იაროთ წინ, მაგრამ არა კონკრეტული მიმართულებით. დაე, ცხოვრება თავისი დინებით წავიდეს – სანამ უკეთესობის იმედია, არ ღირს შფოთვა იმაზე, თუ დროებით არჩეულ კურსს გადაუხვევთ.

მერწყული

მერწყულები, რომლებიც გათავისუფლდებით გიგანტი პლანეტების დამთრგუნველი ზემოქმედებისგან, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით. ივნისის პირველ დღეებში უნდა მიიღოთ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც ამოსუნთქვისა და დაფიქრების საშუალებას მოგცემთ – როგორ მოაწყოთ ცხოვრება მომავალში. ივნისის შუა რიცხვებსა და ბოლოში იოლად შეძლებთ წარმატებების მიღწევას, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, ტყუილად არ გარისკოთ და ბედი არ გამოსცადოთ. ნებისმიერი, თუნდაც უსიამოვნო მოვლენა, შესაძლოა, თქვენთვის დიდ წარმატებად იქცეს – საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა.

313
ჩანჩქერი

28 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

32
(განახლებულია 10:41 28.05.2020)
გაეცანით 28 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

28 მაისს დაბადებულები

28 მაისს დაბადებულები საოცარი შემოქმედებითი ძალით გამოირჩევიან. ნიჭისა და უნარების სათანადო გამოყენების შემთხვევაში მათ ცხოვრებაში უდიდესი მიღწევების შანსი აქვთ. თუ მხოლოდ ფუფუნებისკენ ექნებათ სწრაფვა და თვითსრულყოფაზე არ იმუშავებენ, ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემები გაუჩნდებათ. უმეტეს შემთხვევებში, ისინი ცხოვრების მიმართ დადებითად არიან განწყობილი.

ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის>>

28 მაისს დაბადებულებს ბედნიერების გრძნობა ეუფლებათ, როდესაც ახალ პროექტებზე მუშაობენ, სადაც შესაძლებელია თავიანთი უნიკალური იდეების დანერგვა. ნებისმიერი მათი ქმედება ერთდროულად ელეგანტურობითა და ორიგინალობით გამოირჩევა. რა საქმიანობაც არ უნდა აირჩიონ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას თავიანთი პირდაპირობის, სიჯიუტის, ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მოსაზრებების წყალობით.

სანამ ცხოვრების ძირითად საქმეს არ აირჩევენ, მანამდე სულ ძიების პროცესში იქნებიან. მათი ქმედებების თავისუფლება მათი აქტიურობის ქვაკუთხედია. ამის გამო ხანდახან ისეც ხდება, რომ ავიწყდებათ თავიანთი პირდაპირი მოვალეობები ან საზოგადოებრივი ქცევის ნორმები და გზიდან უხვევენ. ამას შემდეგ ისინი ძალიან განიცდიან.

მათ წინსვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავში აუცილებელ სითამამესა და გამბედაობას მოიპოვებენ. ურჩევნიათ, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწიონ. არიან საკმაოდ ენერგიულნი, მუდამ მოძრაობაში, ამის გამო ყოველთვის ვერ ახერხებენ შეჩერებას და საკუთარი გადაწყვეტილებების ლოგიკაში ჩაწვდომას.

როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები>>

ამ დღეს დაბადებულები ძალიან აფასებენ ნოვატორობას, თვითონაც მუდამ საჭიროებენ შემოქმედებისთვის ახალ-ახალ სტიმულებს. შესაძლოა, შიშობენ, რომ ერთსა და იმავე პროექტზე მუშაობით დაკარგავენ შთაგონებას და მოქმედებას უკვე ავტომატურად დაიწყებენ. მიუხედავად ამ შიშისა, მათ უნდა ისწავლონ მოთმინება, რათა საქმე თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანონ.

ჯანმრთელობა

28 მაისს დაბადებულებს კარგი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა აქვთ. სპორტის აქტიური სახეობები მათ არ წაადგებათ, მათ თავი ფიზიკურად ძალიან არ უნდა დაიტვირთონ. სასარგებლო იქნება მრავალფეროვანი დიეტა.

რჩევა:

მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენთვის ზნეობრივი პრიორიტეტები. ეცადეთ, თავი აარიდოთ ძლიერ განცდებს თქვენი მისამართით მცირე კრიტიკული შენიშვნის გამო. სანამ ახალ პროექტს წამოიწყებთ, დაასრულეთ ძველი. იპოვეთ თქვენი მიმართულება ცხოვრებაში, სადაც ნიჭის სრულად გამოვლენას შეძლებთ.

32
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 78% მეტი გამოჯანმრთელდა

0
(განახლებულია 10:37 28.05.2020)
ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 166 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 16-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად 573-ს შეადგენს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 153 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. 

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 738 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 573-ს (78%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.



0
თემები:
COVID-19 საქართველოში