თავისუფლება

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

2201
(განახლებულია 12:10 16.10.2019)
ძლიერი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი ოჯახს ერთხელ და სამუდამოდ ქმნის, ზოგი კი ერთით არ კმაყოფილდება. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცების ასეთ საქციელზე მათი ზოდიაქოს ნიშანი ახდენს გავლენას.

ექსპერტებმა ზოდიაქოს ოთხი ნიშანი გამოყვეს - მათი წარმომადგენელი მამაკაცები ხშირად ორზე მეტჯერ ქორწინდებიან.

ვერძი - მამაკაცი ვერძების დიდ უმრავლესობას არ შეუძლია ერთხელ და სამუდამოდ შეიყვაროს. რადგან ისინი იმპულსურები არიან, ხშირად ქორწინებას გაცნობის მეორე დღესვე აფორმებენ.

ტყუპი - მამაკაცი ტყუპები ცვალებადი ბუნების, რისკისადმი მიდრეკილი არიან. უყვართ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება, ამიტომ ხშირად აჰყვებიან ხოლმე წამიერ სურვილებს. თუ ცოლის მოყვანა მოუნდებათ, არც კი დაფიქრდებიან, მაშინვე ქორწინდებიან ისე, რომ ხვალინდელ დღეზე არც კი დაფიქრდებიან.

მორიელი - მორიელი მამაკაცების სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. ერთი მხრივ, ისინი ისწრაფვიან ურთიერთობებისკენ და ქორწინებას დიდი სიამოვნებით აფორმებენ. მაგრამ მათი დამოუკიდებელი ნატურა ქორწინების დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა. როდესაც ცოლს დაშორდებიან, ახალ ურთიერთობებზე იწყებენ ფიქრს.

როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი - მშვილდოსან მამაკაცებს ერთფეროვნება არ უყვართ, მათთვის საქორწინო კავშირი ბორკილებად იქცევა ხოლმე. თუ მეუღლეს არ სურს, შეიცვალოს, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ახალი სიყვარულის ძებნას იწყებს.

2201
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

31
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

31
ქალი პლიაჟზე

რუჯი და ვაქცინაცია: შეიძლება თუ არა გარუჯვა კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის შემდეგ

272
(განახლებულია 18:43 30.07.2021)
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. ამიტომ, ეპიდემილოგები მოსახლეობას რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

 

პანდემიის მიუხედავად, აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა და უკვე აქტიურ ფაზაშია. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ზღვაზე დასვენება უსაფრთხოა, თუმცა ისინი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ და თავშეყრის ადგილებში ყოფნიგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მზე, ზღვა, გარუჯვა თითქმი ყველა ადამიანს უყვარს. არაერთი ადამიანის სურვილია მუქი ფერის კანი ჰქონდეს, ამიტომ შედეგის მისაღწევად მზის აბაზანებს, ან სოლარიუმს მიმართავენ. რუჯის მიღების მსურველთა რიგებში ის ადამიანებიც არიან, ვინც ახლახან კორონავირუსის საწინააღნდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, ან პირებენ, რომ ჩაიტარონ უახლოეს მომავალში. ბევრ მათგანს აწუხებს კითხვა, შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ რუჯის მიღება და რა შემთხვევაში არ უნდა მიღოს ნამზეური...

ეს საკითხი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა.

-  ვაქცინაციის წინ და ვაქცინაციის შემდგომ, არ არსებობს რაიმე პროცედურა ან რაიმე ყოველდღიური ქცევა, რომელიც უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად არაფერი. თუ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენა განვითარდა, ვთქვათ ტემპერატურული სახით, რა საკვირველია ამ დროს ადამიანი რუჯზე ან სოლარიუმში არ უნდა წავიდეს და აუცილებლად სახლის პირობებში უნდა იყოს, მშვიდ და მოსვენებულ მდგომარეობაში.

- იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის შემდეგ გამოიხატა ალერგია. როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, ეს კვებისმიერი რეაქციაა, თუ ვაქცინით არის გამოწვეული?

- თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ საგაზაფხულო ალერგიულ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიირთმევს და ალერგიული პროცესის პროვოცირებას ამით ხელს შეუწყობს, გაუჭირდება ექიმს იმის განსაზღვრა ეს კვებისმიერი რეაქციაა თუ ვაქცინისმიერი. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების, თორემ ეს ვაქცინასთან არანაირი წინაღობა არ არის.

- მზის ალერგიაზე რას იტყვით? შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ რუჯის მიღება?

- იგივე ეხება მზესა და სოლარიუმს. თუ ვაქინირებულ პირს მზეზე არ აქვს ალერგია, ამ შემთხვევაში შეიძლება რუჯის მიღება მზეზეც და სოლარიუმშიც. თუ ადამიანი მზეზე იფოთლება ან აყრის თავი უნდა შეიკავოს. არც ისე იშვიათად, არიან პაციენტები, რომელთაც მზეზე ყოფნიდან რამდენიმე საათში გამონაყარი ეწყებათ. ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგ ასეთი ადამიანების მზეზე მიფიცხება მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, რომ აქაც ზედდება არ მოხდეს. ადამიანმა, რომელსაც მზეზე აქვს ალერგია, სასურველია რამდენიმე დღე მოითმინოს.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

მედიკოსები ეპიდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოცილაური დისტანციის დაცვას მიიჩნევენ.

 

272
თემები:
სასარგებლო რჩევები