ჩიტები ხის ტოტზე

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

6343
(განახლებულია 12:05 15.10.2019)
ზოდიაქოს ამ სამი თანავარსკვლავედის ბატონობის დროს ყველაზე ნაკლები ადამიანი იბადება. თუ რატომ – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

არის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ცოტანი იბადებიან. ამას თავისი ახსნა აქვს ასტროლოგიაში.

მორიელი

მორიელის ნიშნით დაბადებული ბავშვების ჩასახვა იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში მოდის. სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ჩასახვის რაოდენობა იკლებს, რაც წლის ამ დროსა და ავიტამინოზს უკავშირდება. ამიტომ მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები ცოტანი არიან.

მორიელები ძლიერი ხასიათის, ამტანი ადამიანები არიან. აქვთ ისეთი ურთიერთგამომრიცხავი თვისებები, როგორიცაა სისასტიკე და დიდსულოვნება, მგზნებარება და სიცივე, დაუცველობა და ძალა.

მორიელები ქარიზმატული ადამიანები არიან მძლავრი ენერგეტიკით, გამოხატული ინდივიდუალობით. ჩვეულებრივ, სულსა და გრძნობებს სხვა ადამიანებს არ უხსნიან, თუ არ შეხვდნენ იმას, რომელიც მათი უსაზღვროდ ერთგული ცხოვრების თანამგზავრი იქნება.

მერწყული

ყველაზე იშვიათი ნიშანია. მათი ჩასახვის პერიოდია მაისის მეორე ნახევარი, როდესაც ჰორმონების „აფეთქება“ უკან იხევს. ამ ნიშანს აქვს უფლება, იყოს განსაკუთრებული, რადგან მერწყულის ნიშნით დაიბადა ბევრი გენიოსი, დიდი და ნიჭიერი ადამიანი.

მერწყულები საყოველთაო სიყვარულით, პოპულარობით სარგებლობენ. აზროვნებენ გლობალურად, არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, იქცევიან, როგორც „შერეკილები". ადვილად ითვისებენ ახალ ინფორმაციებს, აკეთებენ საოცარ დასკვნებს და აქვთ პრობლემების გადაჭრის განსხავებული მეთოდები.

ტყუპი

ყველაზე იშვიათად დაბადებულების ნუსხას ტყუპის ნიშანი ასრულებს. მათი ჩასახვის თვეა სექტემბერი. გაუგებარი მიზეზებით, ამ თვეში ჩასახვის აქტიურობა მცირდება და შესაბამისად, ტყუპების დაბადების რიცხოვნობა იკლებს.

ტყუპებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იციან მოსვენება, არიან ორბუნებოვანი, ცვალებადი ხასიათის. იდეალისკენ სწრაფვა ხელს უშლის გაყოფილი ბუნების გამთლიანებას. შეუძლიათ წარმატებების მიღწევა ყველაფერში, მაგრამ რასაც ხელს ჰკიდებენ, მალევე, შუა გზაზე მიატოვებენ ხოლმე.

იმპულსურად ცხოვრობენ. შეუძლიათ სამუშაოს მოულოდნელად შეცვლა, სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილების წამებში მიღება. აქვთ მაღალი ინტელექტი, უჩნდებათ იდეები, მაგრამ არიან მოუთმენელი და არა აქვთ ამტანობა, რომ ეს იდეები განახორციელონ.

6343
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 2 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

61
(განახლებულია 12:06 02.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

2 ივნისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს, რომელიც ადამიანებს ენერგიას ანიჭებს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

ეს ერთ–ერთი ყველაზე პოზიტიური და ენერგეტიკულად მძლავრი დღეა. საქმიან სფეროში წარმატებული იქნება დაგეგმილი პროექტების განხორციელების დაწყება, თუმცა, დაუგეგმავად რამის დაწყება, დიდი ალბათობით, სასურველ შედეგებს არ მოიტანს.

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, ფიზიკური აქტიურობისთვის. გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დიდხანს იორჭოფებთ. წარმატება ძლიერ, ნებისყოფიან ადამიანებს ელოდება.

თმის შეჭრა, შეღებვა: სასწორის ნიშანი თქვენი თმის ზოგად მდგომარეობას არ შეცვლის. შეჭრის შემდეგ თმა სწრაფად გაიზრდება, მაგრამ ვარცხნილობას ნაკლებად დაექვემდებარება. წაგადგებათ თმის ნატურალური ნიღბების გაკეთება. თმის ფერის კარდინალურად შეცვლა არ ღირს, რადგან საბოლოო შედეგი, დიდი ალბათობით, თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. ასევე არარეკომენდებულია თმის ძალიან მოკლედ შეჭრა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

მებაღეობა: ნაყოფიერი დღეა ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება ხეების, ბუჩქების, ყვავილების დარგვა, სასუქის მიცემა, გასხვლა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება, მცენარეების მავნებლებისგან გათავისუფლებისა და დაავადებებისგან დაცვის სამუშაოების ჩატარება.

61
აჭარა

2 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

29
(განახლებულია 10:23 02.06.2020)
გაეცანით 2 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 ივნისი

1-10 ივნისი ტყუპის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მძლავრ ენერგიასა და დიდ ცხოვრებისეულ ძალას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია: 8, 10, 16, 20, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა მაჩიტა.

1-10 ივნისის პერიოდში დაბადებულებს უყვართ სტაბილურობა. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შეაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ უყვართ და აშინებთ მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ თუ ცვლილებების სარგებელს გაიგებენ, სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას, უძრაობა მათთვის მიუღებელია. არიან კარგი მეოჯახეები, ახლობლების მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი.

2 ივნისს დაბადებულები

2 ივნისს დაბადებულები ამ სამყაროს კარმული ვალების დასაბრუნებლად ევლინებიან. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევნის საშუალება - თუ ის იმუშავებს საკუთარ თავზე, დაადგება სრულყოფის გზას, ის სასიკეთოდ შეცვლის თავის ცხოვრებას. ამ ადამიანების ცხოვრება ადვილი არ არის. კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ საკუთარ ხასიათზე, აზროვნებაზე დაჟინებული მუშაობით იქნება შესაძლებელი. თუ ამ დღეს დაბადებულები გადაუხვევენ სწორ გზას, იქნებიან მრავალი უარყოფითი თვისების მატარებელნი - პირფერები, მლიქვნელები, გაქნილები და ა. შ.

ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით>>

ეს დღე ბევრ სირთულეს მოიცავს. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით მოჩანს. 2 ივნისს დაბადებულებს შეუძლიათ ცხოვრების აზრად აქციონ გზაზე დაბრკოლებების გადალახვა და ყველა პრობლემის გადაჭრა. თუ მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, თავად იწყებენ პრობლემების შექმნას, რომ მერე მთელი თავით გადაეშვან პრობლემების აღმოფხვრის საქმიანობაში. ეს ადამიანები, ძირითადად, ისეთ პროფესიებს ირჩევენ, სადაც საჭიროა თავსატეხების ამოხსნა და რომლებიც მუდმივ აზროვნებას მოითხოვს.

2 ივნისს დაბადებული ქალები პარტნიორად, პრაქტიკულად, არ ირჩევენ ისეთ მამაკაცს, რომლებთანაც ურთიერთობა მარტივი და იოლია. ისინი რთულ გზას ირჩევენ, რადგან მუდმივი ბრძოლის პერსპექტივა ხიბლავთ.

2 ივნისს დაბადებულების ცხოვრებას მოსაწყენს ნამდვილად ვერ უწოდებ. ამ ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ ვითარების, საქმიანობის გამოცვლა. მუდამ ახალი იდეებითა და გეგმებით არიან აღვსილნი. თუნდაც გზაზე წარუმატებლობა შეხვდეთ, მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ ბარიერების გადალახვისთვის. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს აფასებენ სამსახურში, რადგან საქმეში საიმედონი არიან და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლიათ. მათ ასევე აფასებენ სახლშიც. ხანდახან რჩევების მიცემა უყვართ მათთვისაც, ვინც ამას არ სთხოვს.

2 ივნისს დაბადებულების განწყობა სწრაფად იცვლება. მათი გრძნობების შეფასება ადვილი არ არის. ამ ადამიანებს ხშირად უყვართ ურთიერთობების გამორკვევა. ძალზე იმპულსური საქციელი მათ დაუცველს ხდის. იციან თავისუფლების ფასი, აქვთ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა და ამასვე აფასებენ სხვა ადამიანებში. 2 ივნისს დაბადებულები მიზანს ყოველთვის აღწევენ - მთავარია, მიზანი დაისახონ და მას ნებისმიერი გზით მიაღწევენ.

ჯანმრთელობა

2 ივნისს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ ზედმეტი წონის პრობლემა, ამიტომ კვების რეჟიმის დაცვა მათთვის აუცილებელია. ამ ადამიანებს წაადგებათ სპორტის ის სახეობები, სადაც ერთი ერთზე, პირისპირ შეჯიბრებაა საჭირო, ასე დაძაბულობას მოიხსნიან. ამ დღეს დაბადებულებმა შესანიშნავად იციან ჯანმრთელობისა და დიეტების შესახებ, ამიტომ გარშემომყოფებისთვის კარგი რჩევების მიცემა შეუძლიათ.

რჩევა:

მთელი მსოფლიოს პრობლემებს თავზე ნუ დაიყრით. ხშირად იფიქრეთ საკუთარ თავზე. არ არის საჭირო, საკუთარი გეგმები გარშემომყოფებს გაანდოთ, ხანდახან დამოუკიდებლად მოქმედებაა საჭირო. ყველგან და ყოველთვის ბედნიერება ეძებეთ. ნუ მოახვევთ საკუთარ აზრებსა და რჩევებს თავზე მათ, ვისაც ამის თაობაზე არ უთხოვია.

29
ლაბორატორია

ზახაშვილი: „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

0
(განახლებულია 11:15 02.06.2020)
საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა –  ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა –  ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

ზახაშვილის განცხადებით,  „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი ან მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფებიან.

„აღნიშნული პირები ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან, აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია. პროცესი სრულად მართვადია, შესაბამისად ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვის საკითხი არ დგას და არც განიხილება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რამდენიმე ადამიანმა  საკარანტინო სივრცეებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან, როგორც გაირკვა, ისინი იმ  კორპუსის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა.

ამ დროისათვის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი უკვე 23 ადამიანს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  634,  გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში