მარტოობა

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 7-13 ოქტომბრის პერიოდში

5977
(განახლებულია 11:40 07.10.2019)
ამ კვირაში ბევრი რამ თქვენს განწყობასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები და პლანეტები მუდმივად იცვლიათ თავიანთ განლაგებას, რის გამოც სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანებზე

ამ კვირაში და განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის რთული პერიოდი დადგება. მაგრამ ასტროლოგების რჩევების გათვალისწინებით, შესაძლებელია განწყობის შენარჩუნება და წარმატებების მიღწევა როგორც სამუშაო, ისე სასიყვარულო სფეროში.

ვერძი

ამ კვირის ენერგეტიკა სტაბილურია, მაგრამ არცთუ ხელსაყრელი, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები თქვენს ზოგად მდგომარეობაზე იმოქმედებენ. ტონუსში ყოფნა რთული იქნება, მაგრამ არა – შეუძლებელი. ასტროლოგები გირჩევენ, ატაროთ ვერცხლის სამკაულები ან რამე ნივთები, ურთიერთობები გქონდეთ სასიამოვნო ადამიანებთან და არ შეუდგეთ ახალ საქმეებს.

ბევრ საკითხში თავშეკავებული უნდა იყოთ, რადგან ახლა ადამიანებთან ჩხუბი საშიშია, მას ნებისმიერ ფრონტზე შეუძლია პრობლემების გამოწვევა. მეგობრები და ახლობლები ძალიან დაგეხმარებიან.

კურო

იქნება რთული კვირა, რადგან ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების ბოლო დღე ორშაბათია. სამშაბათიდან დაიწყება ენერგეტიკული უძრაობის პერიოდი, რისი თანმდევიც იქნება იღბლის, ფიზიკური ძალის დაკარგვა და შემოქმედებითი პოტენციალის დაქვეითება.

სამუშაო დღეებში მოსალოდნელია პრობლემები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ასტროლოგები აცხადებენ, რომ უქმეებზე ენერგეტიკა გაუმჯობესდება. 12 და 13 ოქტომბერს დაისვენეთ განმარტოებით ან ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად.

ტყუპი

ორშაბათი ტყუპებისთვის ძალზე დინამიკური დღე გახდება. უმჯობესი იქნება, თუ მას უბრალო და ზომიერ საქმეებს მიუძღვნით. დაისახეთ მნიშვნელოვანი ამოცანა და მას კვირის ბოლომდე თანამიმდევრულად მიჰყევით. უქმეებზე ძალიან ნუ მოდუნდებით, ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს, წაგადგებათ შოპინგი – ის პოზიტიურ ტალღაზე განგაწყობთ.

ამ კვირაში, ასტროლოგების რჩევით, ჩართული უნდა იყოთ ყველა სერიოზულ საქმეში. უარი არ თქვათ მნიშვნელოვან პროექტებზე. იდეალური დროა შრომისთვის.

კირჩხიბი

შესანიშნავი კვირაა თვითანალიზის, სულიერი ძიებებისთვის და პრაქტიკისთვის. სიყვარულის სფეროში კარგი იქნება, თუ გააანალიზებთ წარსულ შეცდომებს, მაგრამ ძალიან სკრუპულოზურადაც ნუ ჩაუღრმავდებით წარსულს. მომავლისკენ გაიხედეთ. დაოჯახებულ კირჩხიბებს ასტროლოგები ურჩევენ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახში, ხოლო მარტოხელებს შეუძლიათ მეორე ნახევრის ძებნა.

კვირის პირველ ორ დღეს, შესაძლოა, კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ. გუნდური მუშაობა ფულთან დაკავშირებული პრობლემების ხსნა შეიძლება გახდეს. ხუთშაბათსა და პარასკევს არის სამსახურში დაწინაურების ალბათობა. ვარსკვლავები ძალზე აღმშენებლობითი და პოზიტიურად განწყობილი იქნებიან, ამიტომ კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებას შეუდგებით.

ლომი

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა მშვიდი გახდება, ამიტომ შეგიძლიათ, თანდათანობით თავდაცვიდან შეტევით პოზიციაზე გადახვიდეთ. გაქვთ შესანიშნავი წარმოსახვა და შემოქმედებითი პოტენციალი, შეგიძიათ, თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ.

მთავარია, არ იჩქაროთ. ამ კვირის დევიზი უნდა გახდეს მოთმინება და შრომა. სიმშვიდე და ზომიერეა დაგეხმარებათ სწორი განწყობის შენარჩუნებასა და პროდუქტიულობაში. ზედმეტად ამბიციურმა ლომებმა ცოტა ტემპი უნდა „დააგდოთ“. ახლა არ ღირს მოვლენების დაჩქარება.

ქალწული

ქალწულებმა ყურადღება რაღაც ერთზე უნდა გაამახვილოთ. ექსპერტები ამბობენ, რომ რამდენიმე საქმეში წარმატების მიღწევა ამ კვირაში არ გამოვა. გაანაწილეთ პრიორიტეტები და ამის მიხედვით იმოქმედეთ.

დაოჯახებულ ქალწულებს ასტროლოგები ურჩევენ, მეტი დრო გაატარონ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან, მშობლებთან, ნათესავებთან. ვინც სამუშაოზეა ფოკუსირებული, მან უქმეებზეც უნდა იმუშაოს. ახლა ვარსკვლავები იდეალურ მდგომარეობაში არიან როგორც ინტელექუალური, ისე ფიზიკური შრომისთვის.

სასწორი

სასწორებისთვის კვირა რთულია, გარდა ორშაბათისა. ამ დღეს პლანეტები და ვარსკვლავები პოზიტიური და აღმშენებლოითი იქნებიან. სამშაბათიდან დაწყებული მთვარე დისონანსში იქნება, რაც თქვენს ენერგეტიკაზე ნეგატიურად აისახება. ასევე, სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო ფინანსებთან დაკავშირებით – უნდა შეამციროთ ხარჯები. გააკეთეთ მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები.

უსიამოვნებებია მოსალოდნელი ასევე სასიყვარულო სფეროში ჩხუბის, ეჭვიანობის აფეთქებებისა და უბრალო წყენის სახით. ასტროლოგები გირჩევენ, უფრო მგრძნობიარე იყოთ სხვა ადამიანების განცდების მიმართ, გაუგოთ მათ.

მორიელი

ამ კვირაში მორიელებს დიდი იღბალი გელოდებათ. ეს, ძირითადად, თანხებს უკავშირდება. თითქოს, პრობლემები თავისთავად გადაწყდება, შეგიძლიათ ძვირადღირებული ნივთების ყიდვა, ახალი პროექტების დაწყება. გაიზრდება შემოქმედებითი პოტენციალი.

გექნებათ შესაძლებლობა, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ სასიყვარულო სფეროში, მთავარია, წინდაუხედავად არ მოიქცეთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის ან ძველის დასრულებისთვის.

მშვიდლოსანი

კარგი იქნება, თუ ამ კვირაში სახლის საქმეებს მიხედავთ. უნდა მოაწესრიგოთ ყველაფერი. შეგიძლიათ, დაიწყოთ რემონტი, დაგეგმოთ სხვაგან გადასვლა, უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა რეგრესთან მიგიყვანთ.

ყველაზე იღბლიანი დღეები იქნება 10, 12 და 13 ოქტომბერი. ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები მაქსიმალურად დადებით განწყობაზე იქნებიან. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ კვირაში ადამიანებს ფუჭად არაფერს დაჰპირდეთ.

თხის რქა

თხის რქები უნდა მოერიდოთ ენერგეტიკულ ვამპირებთან ურთიერთობებს და თავი უნდა დაიცვათ მათგან. ვარსკვლავები და პლანეტები ახლა ძალზე არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, როდესაც არაკეთილმოსურნეები და მტრები აქტიურდებიან. მოერიდეთ არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებსა და კონფლიქტებს.

ახლა უნდა გაააქტიუროთ თქვენი ხასიათის ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა სიფრთხილე, წინდახედულება. დროა, გათავისუფლდეთ გარშემომყოფების მომაბეზრებელი მოსაზრებებისგან და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე გადაერთოთ. უქმეებზე პლანეტების ენერგია უფრო პოზიტიური გახდება. სჯობს, დაისვენოთ ამ დღებში.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებს სენტიმენტალიზმი მოგეძალებათ, განსაკუთრებით აქტუალური ეს ორშაბათს – კვირის ყველაზე რთულ დღეს იქნება. სამშაბათსა და ოთხშაბათს მოსალოდნელია გარკვეული უთანხმოებები ახლობლებთან ურთიერთობებში. იყავით მშვიდად და მზად, რომ დათმობებზე წახვიდეთ, არ მოახდინოთ კონფლიქტის პროვოცირება.

გჭირდებათ მეტი მოქნილობა და დიალოგისთვის განწყობა. სჯობს, ნებისმიერი უთანხმოება ჩხუბის გარეშე გადაწყვიტოთ. ფინანსურ და საქმიან სფეროში ცოტა ტემპს მოუკელით, ახლა არ ღირს ახალი წამოწყებები.

თევზები

თევზებისთვის ძალზე ხელსაყრელი დროა 10–13 ოქტომბრის პერიოდი. ამ დროს შეგიძლიათ ნებისმიერი საქმის გაკეთება, გარემოს შეცვლა, ახალი საქმის დაწყება, ადამიანებთან ურთიერთობები.

კვირის პირველ სამ დღეს ნებისმიერი გაუგებრობის აღმოსაფხვრელად რაციონალიზმი დაგჭირდებათ. არ მიიტანოთ გულთან ახლოს ადამიანების კრიტიკა, თუ ისინი თქვენი ახლობლები არ არიან. მათ შეუძლიათ თავდაჯერებულობაში ეჭვი შეგატანინონ. ასევე, არ ღირს საკუთარ გეგმებზე საუბარი.

5977
კვირიონი

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25–31 მაისის პერიოდში

31
(განახლებულია 18:07 24.05.2020)
დგება მაისისა და გაზაფხულის ბოლო კვირა. ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანს პრობლემები ელის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოვიჩინოთ

ეცადეთ, მიჰყვეთ ასტროლოგების რჩევებს, რათა ზაფხულს მომზადებული შეხვდეთ და ყველა მნიშვნელოვანი საქმე გართულებების გარეშე დაასრულოთ.

ვერძი

ვერძებისთვის ამ კვირაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ცხოვრების ყველა სფეროში. სამწუხაროდ, იმის გარკვევა, დადებითი იქნება ეს ცვლილებები თუ უარყოფითი, შეუძლებელია. მოგიწევთ ყელაფერში საკუთარ სიბრძნეს, ლოგიკას დაეყრდნოთ, არ ენდოთ ინტუიცია, რომელიც ამ კვირაში შესუსტებული იქნება. ასევე არ ენდოთ უცნობებს.

ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს ემპათიას. გახდებით მეტად მგრძნობიარე, უფრო კარგად გაუგებთ სხვა ადამიანებს. ეს შეგიძლიათ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ. მთლიანობაში, კვირა საკმაოდ პროდუქტიული იქნება, ამიტომ არ იზარმაცოთ.

კურო

ყველაზე წარუმატებელი დღეები 26 და 27 მაისი იქნება. მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა, არ არის გამორიცხული სამომავლო გეგმების ჩაშლა. მთვარემ, შესაძლოა, თქვენში განგაშის გრძნობა გამოიწვიოს. ეცადეთ, განწყობა აიმაღლოთ და პოზიტიურად იფიქროთ.

კვირის მეორე ნახევარი გამარჯვებებისა და წარმატებების დრო იქნება. დიდი ალბათობით, მაისი თქვენთვის პოზიტიურად და იღბლიანად დასრულდება, მოახერხებთ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას. დადგა პროდუქტიული მუშაობისა და ძალების მთლიანად დახარჯვის დრო.

ტყუპი

ვარსკვლავები და პლანეტები თქვენთვის ამ კვირაში ძალზე პოზიტიურად იქნებიან განწყობილი, რაც ნიშნავს, რომ მოახერხებთ წარმატებების მიღწევას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მთავარია, არ აჩქარდეთ და ერთდროულად ორ კურდღელს არ გამოედევნოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი პოზიტიური განწყობა და რწმენაა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ საკუთარი ძალების რწმენა არ გექნებათ, პრობლემები და გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას. პარაკევა და შაბათს, ასტროლოგების რჩევით, მარტოობაში ნუ გაატარებთ დროს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ამ კვირაში, შესაძლოა, სამუშაოსა და ბიზნესში გარვეული პრობლემები შეგექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ მოტივაცია, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი ენერგია. სწორად მოიქეცით კოლეგებთან თუ კლიენტებთან. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, გულღია, უარი არ თქვათ სხვების დახმარებაზე.

თუ ამ კვირაში რამე ახლის წამოწყებას აპირებთ, ღამის მანათობლები დაგეხმარებიან, მაგრამ მაინც სჯობს, წინასწარ განჭვრიტოთ სვლები, დაგეგმოთ საქმეები და გარშემომყოფებს გეგმები არ გაუზიაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოდ შეინახეთ.

ლომი

ამ კვირაში აჯობებს, თუ უარყოფითი თვისებებისგან გათავისუფლდებით, იგივე ეხება სხვადასხვა უსარგებლო ნივთს. არ ღირს ფულის დახარჯვა. ასტროლოგები გირჩევენ, ჩაატაროთ ე.წ. შინაგანი რევიზია და დაძლიოთ შიშები და მერყეობა.

ვარსკვლავები პოზიტიური იქნებიან ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას. შესაძლოა, სხვა დღეებში გაგიჭირდეთ საჭირო განწყობის შენარჩუნება, მაგრამ ეცადეთ, ეს მოახერხოთ. უქმეებზე რელაქსაციისა და სიაზრმაცის დრო არ იქნება. მნიშვნელოვანია საოჯახო საქმეების გაკეთება, საფუძვლიანი დალაგება, რათა სახლში პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ.

ქალწული

საკმაოდ პროდუქტიული, მაგრამ ნერვული და ზოგიერთ საკითხში უსიამოვნო კვირა გელოდებათ.ატროლოგები გირჩევენ, რომ პირველ რიგში, პოზიტიურ და ოპტიმისტურ  ტალღაზე აეწყოთ. ეცადეთ გაუმკლავდეთ შფოთვასა და განგაშის შეგრძნებას, თუ ასეთი გაჩნდა. წაგადგებათ დროული დასვენება.

ენერგეტიკის თვალსაზრისით კვირის საუკეთესო დღეებია პარასკევი და შაბათი. ვარსკვლავები იღბალს შეგმატებენ. იდეალური დროა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ფლირტის, ახალი ურთიერთობების ძებნისთვის. გელოდებათ უამრავი პოზიტივი და წარმატება.

სასწორი

სწორად უნდა შეარჩიოთ გარემოცვა. რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობაიქონიეთ ბოროტ და ენერგოვამპირ ადამიანებთან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ თქვენი ნეგატიურად დამუხტვა და ზიანის მოყენება, თუნდაც ამის სურვილი არ ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მეგობარს ან ნაცნობს უარი უთხრათ ურთიერთობებზე. უბრალოდ, სჯობს, არ მიაქციოთ ყურადღება მათ კრიტიკას და შეზღუდოთ შეხვედრები.

ამ კვირაში მეტა ყურადღება დაგჭირდებათ დეტალების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ არანაირი წვრილმანი არ გამოგეპაროთ მხედველობიდან, რადგან მას შეიძლება დიდი დატვირთვა ჰქონდეს. ყოველი ახალი დღე მოგიტანთ რაღაც ახალს. არ ღირს წარსულით ცხოვრება.

მორიელი

მაისისა და გაზაფხულის ბოლო კვირა მორიელებს ახალ შეგრძნებებს, პოზიტივსა და კაშკაშა ემოციებს გაჩუქებთ. ძალზე სახარბიელო დროა სასიყვარულო ძიებებისთვის, ურთიერთობებისა და რომანტიკისთვის.

საქმეებსა და ფინანსურ სფეროში სიფრთხილე სჯობს. ყველაზე ნეგატიური დღე ამ კვირაში ორშაბათია. სამშაბათიდან ვარკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა გაიზრდება და ბევრად ოპტიმისტური გახდება. დადგება კარგი დრო ფინანსური ინვესტიციების, გარიგებებისთვის. კვირის ბოლო ხელსაყრელი დროა შენაძენებისთვის, საჩუქრებისთვის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, უკვე კვირის დასაწყისში გარკვეულ სირთულეებს წააწყდეთ, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დაგიდგათ. განწყობის გაუმჯობესებაში ფიზიკური სავარჯიშოები და სეირნობა დაგეხმარებათ.

მაისის ბოლო კვირა საყვარელ ადამიანებთან გაატარეთ. იდეალური დროა ერთობლივი საქმიანობისთვის, თავგადასავლების, მგზავრობისთვის. ასევე წაგადგებათ ცოტა ხნით განმარტოებაც – ამისთვის კვირის ერთი–ორი საღამო გამოყავით.

თხის რქა

თხის რქებისთვის იდეალურიდ დრო დგება დამოუკიდებელი წინსვლისთვის. არ ღირს დახმარების თხოვნა – ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ. ასტროლოგები არ გირჩევენ უფლებამოსილების გადანაწილებას, პასუხისმგებლობის გარშემომყოფებზე დაკისრებას – ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, იღბალმა ზურგი გაქციოთ.ასევე სასურველია, რომ თავი დაიცვათ სხვების ნეგატიური ენერგიისგან.

საუბარია ტოქსიკურ ადამიანებზე, ენერგეტიკულ ვამპირებსა და მტრებზე. სკეპტიციზმი, შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმაც კი გამოამჟღავნონ. უნდა იყოთ ძალზე ფრთხილი და წინდახედული. იდეალური დროა მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისა და დამთავრებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის.

მერწყული

ეს კვირა მერწყულებისთვის, შესაძლოა, უკიდურესად სტრესული და რთული აღმოჩნდეს. უნდა ეცადოთ, რომ მოიხსნათ დაღლილობის შეგრძნება, გათავისუფლდეთ განგაშის გრძნობისგან. ბევრი იფიქრეთ კარგზე, წარმოიდგინეთ ნათელი მომავალი, განეწყვეთ ოპტიმისტურად.

კვირის ბოლოს გამაფრდება ინტუიცია, გაიზრდება შემოქმედებითი შესაძლებლობები. ყველაზე მეტად გაუმათლებს მათ, ვისი პროფესიაც ამოცანების გადასაწყვეტად კრეატიულ დამოკიდებულებას მოითხოვს. სასურველია არ გადადოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.

თევზები

დგება სიყვარულის, კაშკაშა ემოციების, ახალი ურთიერთობების დაწყებისა და ნაცნობობის დრო. ასტროლოგები გირჩევენ აქტიურობას სოციალურ ქსელებში, მეგობრებთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებს.

ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ თქვენი მოვალეობები. არ ღირს გარისკვა და ავანტიურებში ჩართვა. სჯობს, არსებული პრობლემები მშვიდად გადაჭრათ და საოჯახო საქმეებს მიხედოთ. სიყვარულის საქმეებში ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებსა და საკუთარ ინტუიციას.

31
 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა

25 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

10
(განახლებულია 18:18 24.05.2020)
გაეცანით 25 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

25 მაისს დაბადებულები

25 მაისს ცხოვრებისეული და შემოქმედებითი ძალებით აღსავსე, მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. თუ სრულყოფის, სიკეთისა და სიყვარულის გზას დაადგებიან, ნებისმიერ სფეროში მიაღწევენ წარმატებებს და ბედნიერებას ჰპოვებენ.

საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები ბუნებით მებრძოლი არიან. იბრძვიან ყველაფრისთვის, რაც აინტერესებთ - ოჯახისთვის, სამშობლოსთვის და სხვა. მზად არიან, ამ ბრძოლაში მთელი ძალა ჩადონ. ასევე აფასებენ ფულს, სხვა ძვირფას ნივთებს, თუმცა, სულიერებაზე მაღლა ამას არასდროს აყენებენ.

25 მაისს დაბადებულებს სწამთ, რომ სწორედ ინდივიდუალური თავისუფლება უნდა იყოს თითოეული ადამიანის ძირითადი ფასეულობა. ისინი მუდამ ცდილობენ საზოგადოებრივ ტალღაზე აწყობას, ამიტომ სოციუმის ნებისმიერ ცვალებად პირობებში შეუძლიათ გადარჩენა. თუმცა, არის მოსაზრებაც, რომ ეს ადამიანები იშვიათად მიდიან კომპრომისზე.

25 მაისს დაბადებულები გარკვეულწილად ფილოსოფოსები არიან. მათ კონკრეტული წარმოდგენა აქვთ ბევრ რამეზე და მიიჩნევენ, რომ მათი მოსაზრებაა უნივერსალური; ფიქრობენ, რომ სტანდარტები, რომლებიც თვითონ შეარჩიეს, უნდა შეარჩიოს ყველამ და ვინც ასე არ იქცევა და მათ სტანდარტებს არღვევს, მას მტრულად უყურებენ. ამ დღეს დაბადებულებისთვის პირველ ადგილზე დგას ღირსება, პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ, ამიტომ სხვების მიმართ ასევე ძალზე მომთხოვნი არიან. შეუძლებელია, ვერ შენიშნო ამ დღეს დაბადებულები, რადგან ისინი ყოველთვის მოვლენების ცენტრში არიან; მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ მიმართ გამოიჩინონ ყურადღება და მზრუნველობა. ნაწილობრივ ეს მათ შესაძლო რთულ ბავშვობას უკავშირდება, ხშირად ისინი არ ენდობიან ადამიანებს იმის გამო, რომ თავად ეპარებათ საკუთარ ძალებში ეჭვი. მაგრამ მაინც, ნებისმიერ საქმიანობაში ისინი ნამდვილად იკავებენ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას.

25 მაისს დაბადებულები გარეგნულად ემოციებს არ იმჩნევენ და ამით ამაყობენ კიდეც, რადგან მიიჩნევენ, რომ ასე თავიანთ გრძნობებს აკონტროლებენ. მთელი ცხოვრება ისინი ებრძვიან აუღიარებლობის შიშს. თუნდაც გარეგნულად ჩანდეს, რომ ძალზე თავდაჯერებული არიან, სინამდვილეში, მათი ყველაზე დიდი შიში სწორედ ეს არის - რომ საზოგადოებამ არ აღიაროს.

ჯანმრთელობა

25 მაისს დაბადებულებმა ძალიან კარგად იციან, რა არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, ამიტომ მათთვის რაიმეს რჩევა ნამდვილად რთულია. მათთვის მთავარია, გარშემო მზრუნველი და ყურადღებიანი ადამინები ჰყავდეთ მიუხედავად იმისა, რომ არ აჩვენებენ, რომ ეს გრძნობები სჭირდებათ.

რჩევა:

მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე, არ არის საჭირო ზედმეტი თვითკრიტიკა და გარშემომყოფების მიმართ გადამეტებული მომთხოვნელობა. აუცილებელია, ისწავლოთ პატიება, ასევე მოთმენა. სანამ რაიმე საქმეს შეუდგებით, მანამდე კარგად გათვალეთ, გააანალიზეთ ყველაფერი. ყოველთვის და ყველასთან ნუ აჩვენებთ თქვენს გარეგნულ სიცივეს.

10