დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

იოლი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. დღეს დიდი შეცდომა იქნება იმის ლოდინი, რომ ვიღაც მოვა და თქვენს პრობლემებს გადაწყვეტს – ეს დამოუკიდებლად უნდა გააკეთოთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი დღევანდელი წარმატებები გავლენიანმა ადამიანებმა შენიშნონ. ეცადეთ, თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღის პირველი ნახევარი წარმატებულია. გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, კარგად გაუმკლავდებით საქმეებს, კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. დღის მეორე ნახევარი უფრო დასვენებას წაადგება, დამღლელი საქმეები, სჯობს, გადადოთ. შესაძლებელია მოულოდნელი სტუმრიანობა, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მიუხედავად იმისა, რომ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა, სერიოზული პრობლემები არ გაჩნდება. კარგად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან. არ არის გამორიცხული, რომ დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თქვენს ცხოვრებაში და უკეთესობისკენ სერიოზულ ცვლილებებს დაუდოს სათავე.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

არ მისცეთ საშუალება წვრილმან სირთულეებსა და გაუგებრობებს, რომ კალაპოტიდან ამოგაგდოთ. არ არის „უღრუბლო“ დღე, მაგრამ არც ისე ცუდია, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. არ შეგეშინდეთ, თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც გინდათ. მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა ნამდვილად შესაშურ ნაყოფს მოიტანს. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, არ შეიძინოთ ძვირადღირებული რამ.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

არ იჩქაროთ. დილა, შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. შუადღემდე, სჯობს, რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს არ მოკიდოთ ხელი, არ განიხილოთ სერიოზული საკითხები. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ადამიანებზე, ამისთვის საკმარისია, ბუნებრივად მოიქცეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია. შეგიძლიათ თქვენი შეხედულებებისამებრ იმოქმედოთ, იხელმძღვანელოთ ინტუიციით. გარშემომყოფებთან უთანხმოებები, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მოგვიანებით უფრო რთული დრო დადგება, გაიზრდება შეცდომების ალბათობა. არ იჩქაროთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. ნერვიულობთ წვრილმანებზეც კი და მუდამ უსიამოვნებებს ელოდებით, გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა, მიაღწევთ წარმატებებს ბევრ საქმეში. მოსალოდნელია ძალზე სასიამოვნო შეხვედრები, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მშვიდი დღეა. გრანდიოზული წარმატებების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რაღაც გამარჯვებებს მაინც მიაღწევთ. დაასრულებთ ზოგიერთ საქმეს, რაშიც დიდი ძალა დახარჯეთ. ეფექტური იქნება გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურები, ფიზიკური ვარჯიში. იოლად იტყვით უარს მავნე ჩვევებზე. საღამოს კარგი იქნება სეირნობა და რამე იდეის განხორციელებაზე დაფიქრება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. მისი პირველი ნახევარი წაადგება ფინანსური საკითხების გადაწყვეტას. შესაძლოა, რამე ძვირადღირებული ნივთი შეიძინოთ იღბლიანად. მოგვიანებით კარგი დრო დადგება საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. შესაძლებელია ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთანაც კი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოძებნისთვის. ყველას მოსწონხართ. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ თანამშრომლობის წინადადება მომგებიანი პირობებით, ან რამე პერსპექტიულ პროექტზე მუშაობა. შესაძლებელია ადამიანის გაცნობა, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააგრძელებთ – დღეს ძალზე მომხიბლავი ხართ.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან დაღლილობა თქვენს განწყობაზე იმოქმედებს. ზედმეტი დატვირთვის გამო გაღიზიანებული გახდებით. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. კარგად უმკლავდებით ჩვეულ საქმეებს. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ყველაფერი ისე არ ეწყობა, როგორც გსურთ, მაგრამ, მთლიანობაში, დღე არც ისე ცუდია. მზად იყავით იმპროვიზირებისთვის, რამე უჩვეულოს გაკეთებისთვის. ხშირად კარგად გამოგდით რთული საქმეები, ხოლო წვრილმანებს ჩიხში შეჰყავხართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს რეალურად შეხედოთ. ფანტაზიებს თუ აჰყვებით, შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობა გაუშვათ ხელიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0