დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობის პირობების განხილვისთვის. ადვილად ხვდებით გარშემომყოფების ნამდვილ ზრახვებს, ამიტომ ვერავინ შეძლებს თქვენგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას და გზის აბნევას. რთულად გამოდის საქმეები, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით საქმეებს ყველაზე კარგად უმკლავდებით.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღის დასაწყისი რთული იქნება. გარშემომყოფები ხშირად ერევიან თქვენს საქმეებში, რაც, უმრავლეს შემთხვევებში, პრობლემებს იწვევს. გაღიზიანებთ გაუთავებელი რჩევები, რომლებიც არცთუ სასარგებლოა. დღის მეორე ნახევარი ბევრად წარმატებული იქნება, გაიხსნება ახალი პერსპექტივები მათთვის, ვისაც არ ეშინია ახალ საქმეებთან შეჭიდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ რთულ საქმეებთანაც გამკლავება, რომლებიც, მათ შორის, შემოქმედებით დამოკიდებულებასაც მოითხოვს; გიჩნდებათ ბრწყინვალე იდეები. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც თქვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდება. შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს ახალ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს უკეთესად გამოგდით დაკვირვება და დასკვნების გამოტანა, ვიდრე მოქმედება. შეიძლება სამომავლო გეგმების დაწყობა, მაგრამ მათი განხილვა მხოლოდ საიმედო ადამიანებთან ღირს. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ რაღაც ძველ უთანხმოებებს მოუღოთ ბოლო, აღადგინოთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. ხართ მშვიდი, იქცევით გონივრულად და არ ეგებით პროვოკაციებს.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე - ოქტომბრის ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

თუ წამიერ სურვილებს არ აჰყვებით, დღე კარგად ჩაივლის. სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება თქვენს მოქმედებებს. საკუთარ იდეებს კრიტიკულად შეხედეთ. იქნება შესაძლებლობა, რომ წარმატებით დაასრულოთ ბოლო დროს დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარი ძველი კონფლიქტების მოგვარების შანსს იძლევა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. არც ერთ წუთს არ კარგავთ უსაქმოდ, ამიტომ წარმატებებსაც აღწევთ. ხშირად გიმართლებთ ახალ საქმეებში. ხანდახან სრულიად შემთხვევით იღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. არ არის გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. თქვენი ნიჭითა და უნარებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. კარგად ჩავლის საქმიანი მივლინება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მნიშვნელოვანი და რთული საქმეები, სჯობს, დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, რომელიც უფრო ხელსაყრელი დროა, ვიდრე დღის მეორე ნახევარი. გაჩნდება სიცხადე სამომავლო გეგმებში. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, ვინმე თქვენს საეჭვო ავანტიურაში ჩაბმას შეეცადოს და ოქროს მთებს დაგპირდეთ. არავის მისცეთ საშუალება, გამოგიყენოთ.

ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
რა გველოდება ოქტომბერში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. იყავით შეუპოვარი და მიაღწევთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანებთან, რომლებზეც აქამდე არაერთი კარგი რამ გსმენიათ. ბევრს მოსწონხართ, მათზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. არ არის გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყება. აქ მნიშვნელობა მიენიჭება იმას, გექნებათ თუ არა ინიციატივის გამოჩენის სურვილი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დილიდან ყურადღებით უნდა იყოთ – ამ დროს შესაძლებელია შეცდომები. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ახლა ბევრი რამ მხედველობიდან გრჩებათ. თანდათანობით დადებითი ტენდენციები ძალას იკრებს. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. შესაძლებელია საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. მასზე დათანხმების სურვილი გაგიჩნდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, რადგან სირთულეებს არ უშინდებით, ენთუზიაზმით ეკიდებით ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები, მაგრამ კარგი იქნება თუ მათი დახმარება ძალიან არ გაგიტაცებთ, რადგან შემდეგ ისინი თქვენგან საპასუხო დახმარებას მოითხოვენ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ღალატის პატიება

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მიიწევთ მიზნისკენ და თქვენს გზიდან გადაყვანას, დიდი ალბათობით, ვერავინ შეძლებს. სიფრთხილე საქმეებში თავის ნაყოფს მოიტანს: დროულად ამჩნევთ შეცდომებს, ამხელთ ადამიანებს, ვინც თქვენს მოტყუებას ცდილობს. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ ფინანსურ სფეროში. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მცირეოდენი უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. დღის მეორე ნახევარი კარგია მეგობრებთან შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. კარგად ხვდებით გარშემომყოფების სურვილებს. იქნება შანსი, საყვარელ ადამიანს ოცნება აუსრულოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0