ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ოქტომბერი

316
(განახლებულია 10:39 03.10.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის პირველი ნახევარი მიესადაგება დასვენებასა და სულიერად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს. სჯობს, თუ ამ პერიოდში მნიშვნელოვან საქმეებს ხელს არ მოკიდებთ, რადგან გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია და დიდი ალბათობით, შეცდომებს დაუშვებთ. მოგვიანებით უფრო ხელსაყრელი დრო დადგება. მოსალოდნელია თანხის მიღება, ფინანსური საკითხების წარმატებით გადაჭრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ემოციური ფონი არახელსაყრელია. დღეს თავის ხელში აყვანა გაგიჭირდებათ. ნებისმიერმა წვრილმანმა გაუგებრობამ, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. თუ რამე ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, სერიოზულად ბრაზობთ. ვინც შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას და გაუმკლავდება ნეგატიურ ტენდენციებს, შეძლებს მიმდინარე მოვლენებიდან სასარგებლო მომენტების გამოყენებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღის დასაწყისი გაგახარებთ რაიმე, შესაძლოა, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენით. მოსალოდნელია შეხვედრები, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს იმ ადამიანთან შერიგებას, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. საშუალება გექნებათ, დაასრულოთ ძველი საქმეები და წარმატებებს მიაღწიოთ ახალში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დღეს, დიდი ალბათობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წავა, მოგიწევთ იმპროვიზირება, არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და მიზნისკენ მისასვლელი გზების მოძებნა. გარშემომყოფების რჩევები გამოგადგებათ, მაგრამ მათ შემოქმედებითად შეხედეთ და თქვენეული ხიბლი დაამატეთ. შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები, დანაკარგები, რაც სხვისი შეცდომის შედეგი იქნება. არ ინერვიულოთ, მალე მოახერხებთ ბიუჯეტის შევსებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ეცადეთ, დღის დასაწყისში ბევრი არ ილაპარაკოთ, არ განიხილოთ საკუთარი გეგმები, არ შეეხოთ სხვებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. კარგი დროა დოკუმენტებზე და ისეთ საქმეებზე მუშაობისთვის, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს და არ საჭიროებს გარშემომყოფებთან ურთიერთობებს. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება პირადი ურთიერთობებისთვის, საღამოს კი - გულახდილი საუბრებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. განსაკუთრებით კარგია ის ძნელი საქმეების გასაკეთებლად, რთული საკითხების გადასაჭრელად. გარშემომყოფები აღიარებენ თქვენს გამჭრიახობას და რჩევებისთვისაც მოგმართავენ. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიანმა ადამიანებმა თანამშრომლობა შემოგთავაზონ. პასუხის გაცემა არ იჩქაროთ, გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო გჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. კარგია სწავლისთვის, რადგან მეხსიერება გააქტიურებული გაქვთ. ასევე, ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც აკურატულობას მოითხოვს და არა შემოქმედებით დამოკიდებულებას. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა. თქვენ მიიპყრობთ ისეთი ადამიანების ყურადღებას, რომლებმაც ბევრი სასარგებლო რამ იციან და მზად არიან, ფასეული ინფორმაცია გაგიზიარონ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

სასიხარულო დღეა. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები, ასევე, ნაცნობობა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თქვენი იდეებით უნდა დააინტერესოთ ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. მოსალოდნელია იღბლიანად საყიდლებზე წასვლა. შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, მაგალითად, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის, თანამოაზრეებთან ერთობლივი მოქმედებებისთვის. არ არის გამორიცხული სწავლასთან ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მგზავრობა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდება. ბევრმა თქვენგანმა, შესაძლოა, გაიცნოს საინტერესო ადამიანები. ასევე, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ახალი რომანტიკული ურთიერთობები დაიწყოთ, რომელიც სწრაფად და მგზნებარედ განვითარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ყველაფერი მნიშვნელოვანი დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. ამ დროს მაღალია დადებითი ტენდენციების გავლენა. მეორეც, თავს დილიდან იგრძნობთ მხნედ და ენერგიულად, ხოლო საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები და ამიტომ, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, მათ შორის, ძველ სიყვარულთან და მასთან ურთიერთობების აღდგენა. დღეს აჯობებს, თუ სამომავლო გეგმებზე ნაკლებს ილაპარაკებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. ხშირად ეგებით პროვოკაციებს, ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ, ყურს უგდებთ რჩევებს, რომლებსაც, სჯობს, ყურადღება არ მიაქციოთ. კარგი დღეა სწავლისთვის. მოსალოდნელია დაუვიწყარი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია საკუთარი იდეებისა და გეგმების განხილვა, საინტერესო წინადადებების მიღება, რაც კარიერულ აღმასვლას ან შემოსავლების გაზრდას გპირდებათ. ყველაფერს რეალურად უყურებთ, არავის აძლევთ საშუალებას, რომ საეჭვო ავანტიურაში ჩაგითრიონ. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

316