რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე - ოქტომბრის ჰოროსკოპი

© Pixabay / ddimitrovaჩიტები ხის ტოტზე
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის პირადი ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი კარგი დროა იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ პირადი ცხოვრება, იპოვოთ საყვარელი ადამიანი, ან გაწყვიტოთ რთული ურთიერთობები. შემოდგომის მეორე თვეში ყველა სფეროშია ცვლილებები მოსალოდნელი, მათ შორის სასიყვარულოში.

გაეცანით ჩვენს ოქტომბრის სასიყვარულო ჰოროსკოპს და გაიგეთ, რა გელოდებათ ამ თვეში ამურულ სფეროში.

ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
რა გველოდება ოქტომბერში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თვე, მთლიანობაში, იღბლიანი იქნება ახალი რომანებისა და ნაცნობობისთვის. ასტროლოგები გვირჩევენ, ვიყოთ მომთმენი და ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ.

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, დაძლიოთ თქვენი უსაფუძვლო ეჭვიანობა და საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ის სამუდამოდ დაკარგოთ. დაოჯახებულ ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, მეტი დრო გაატარონ ბავშვებთან, რათა მათთან ახლო კონტაქტი არ დაკარგოთ.

კურო

კუროებს ოქტომბერი საბედისწერო შეხვედრას გიმზადებთ. მარტოხელები, დიდი ალბათობით, შეძლებთ იმ ადამიანის პოვნას, რომელსაც შემდგომ თქვენს ცხოვრებას დაუკავშირებთ, ხოლო დაქორწინებულებს ასტროლოგები მეტ სიფრთხილეს ურჩევენ: ინტრიგა შეიძლება ოჯახის დანგრევით დასრულდეს, რასაც ძალიან ინანებთ. ასევე, არაფერ კარგს არ მოიტანს ჩხუბი საყვარელ ადამიანთან ფულთან დაკავშირებით.

პეპელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

ტყუპი

ოქტომბერში ტყუპებმა სამსახურში კარგად უნდა მიიხედ-მოიხედოთ: შესაძლოა, უკვე დიდი ხანია, თქვენ გვერდითაა „სწორედ ის" ადამიანი, რომელსაც ელოდებით. ურთიერთობები რომ წარმატებით განვითარდეს, ჰოროსკოპი მეტი ინიციატივის გამოჩენას გირჩევთ. მთლიანობაში ეს თვე იღბლიანი დროა ახალი რომანებისთვის, მაგრამ რამე სერიოზულის - ნაკლებად.

კირჩხიბი

კირჩხიბ ქალებს ოქტომბერში გაგიმართლებთ: ვარსკვლავები მეორე ნახევართან შეხვედრას პროგნოზირებენ. მამაკაცი კირჩხიბებისთვის კი თვე ასე იღბლიანი არ იქნება. მათთვის, ვისაც ჰყავს პარტნიორი, არის ალბათობა, რომ საყვარელმა ადამიანმა თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტოს. ახალ პაემნებზე, სჯობს, ჯერჯერობით უარი თქვათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა

ლომი

ლომებისთვის ოქტომბერი არცთუ იოლი თვეა. გელით მუდმივი სკანდალები საყვარელ ადამიანთან, ურთიერთობების გამორკვევა. ასტროლოგები გირჩევენ, გულწრფელი იყოთ საყვარელ ადამიანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი იქნება განშორების თავიდან აცილება. მარტოხელა ლომებს სრულიად მოულოდნელ ადგილზე ელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.

ქალწული

დაოჯახებულ ქალწულებს ოქტომბერში სრული სიმშვიდე და ჰარმონია ელოდებათ, ხოლო თავისუფალ ქალწულებს - რომანტიკული თავგადასავლები და მგზნებარე რომანები. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტად ენდოთ ინტუიციას და არ შეუშინდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას. სიყვარული, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელ მომენტში „დაგატყდეთ" თავს.

შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო
ვინ შეხვდება თავის ბედს ამ შემოდგომაზე - ზოდიაქოს სამი ნიშანი

სასწორი

დაოჯახებულმა სასწორებმა შემოდგომა ბავშვების აღზრდას უნდა მიუძღვნათ - მოზარდებმა არაერთი პრობლემა შეიძლება შექმნან. ხოლო თავისუფალმა სასწორებმა ქორწინებაზე უნდა იფიქროთ: 2019 წლის ოქტომბერი შესანიშნავი დროა გადაწყვეტილების მისაღებად. არ არის გამორიცხული, რომ ამ თვეში საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატს წააწყდეთ.

მორიელი

ასტროლოგები სპონტანურ მოგზაურობაში წასვლას გირჩევენ. არის შანსი, რომ მგზნებარე რომანი გააჩაღოთ, რომელიც ბედნიერ ქორწინებაში გადაიზრდება. მტანჯველ ურთიერთობებს კი დროა, გამოემშვიდობოთ - ვარსკვლავები საბედისწერო შეხვედრას ზამთარში გიწინასწარმეტყველებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებისთვის ოქტომბერი შესანიშნავი თვე შეიძლება გახდეს - ასტროლოგები ახალ ნაცნობობას პროგნოზირებენ, რომელიც მალე გადაიზრდება მტკიცე ქორწინებაში. დაოჯახებულებს კი ვარსკვლავები ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ მეორე ნახევრის მიმართ: გაატარეთ მათთან მეტი დრო, კარგი იქნება, თუ ერთად გაემგზავრებით სადმე. ეს ქორწინებაში ახალ ემოციებს მოიტანს.

თხის რქა

ოქტომბერში თხის რქებს არ გაწყენთ, თუ ცოტა რომანტიკული გახდებით. ასეთ შემთხვევაში, მაშინვე მოექცევით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში. მრავალრიცხოვანი პაემნები, დიდი ალბათობით, რამე სერიოზულში არ გადაიზრდება, მაგრამ უამრავ დადებით ემოციას მოიტანს. დაქორწინებულებს კი მეორე ნახევრის საქციელისადმი დაკვირვება მართებთ: შესაძლოა, თქვენი ეჭვები ღალატზე არცთუ უსაფუძვლო აღმოჩნდეს.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

მერწყული

მერწყულებს შემოდგომაზე პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებები არ გელოდებათ: დაოჯახებულების ურთიერთობებში ჰარმონია და სიმშვიდე დაისადგურებს. მარტოხელებს კი რომანის იმედი არ უნდა ჰქონდეთ - სჯობს, ოქტომბერი მარტოობაში გაატაროთ და მომავალში საბედისწერო შეხვედრისთვის მოემზადოთ.

თევზები

თევზებს ასტროლოგები გირჩევენ, ძველ ნაცნობებსა და მეგობრებს დააკვირდეთ - მათ შორის შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი იყოს, რომელსაც ამდენი ხანი ვერ ამჩნევდით. პირად ცხოვრებას წაადგება ცვლილებები გარეგნობაში, ახალი გატაცებები. არის შანსი, რომ საინტერესო ადამიანს სოციალურ ქსელში ან ნაცნობობის ვებ-გვერდებზე შეხვდეთ, რომელთან ურთიერთობებიც შემდეგ რეალურ რომანში გადაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0