დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 სექტემბერი

CC BY 2.0 / CLAUDIA DEA / happiness' in the cloudsბედნიერება მოქუფრულ ცაზე
ბედნიერება მოქუფრულ ცაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

საკმაოდ დაძაბული დღეა. შესაძლებელია გაუგებრობები კოლეგებთან. გააკეთეთ ის, რაც უნდა გააკეთოთ. დღეს არაფერი დაგეგმოთ, რადგან თქვენს ახალ იდეებს, როგორც მერე აღმოჩნდება, რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, ხოლო ამ იდეების განხორციელებაზე მიმართული ძალისხმევა თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღე ისე, როგორც არასდროს, მაღალია თქვენი სასიცოცხლო ენერგია, სექსუალობა და მომხიბვლელობა. ბრწყინვალედ შეგიძლიათ განახორციელოთ ის, რაც წინა დღეებში ჩაიფიქრეთ. თუ დაფიქრებით გააკეთებთ საქმეს და სიმტკიცეს გამოიჩენთ, ბევრს მიაღწევთ. საქმიანი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან სარგებელს მოიტანს. კარგი დღეა სპორტისა და სეირნობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

იყავით მტკიცე და ხელიდან არ გაუშვათ ინიციატივა. დღეს ნებისმიერი სამუშაო თქვენია. იდეების რეალიზაცია იოლი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გადალახავთ შესანიშნავი თვითშეფასების წყალობით. სახლში მოსალოდნელია სერიოზული შენაძენი. სიფრთხილე გმართებთ იმის გამო, რომ არის ტრავმების მიღების ალბათობა. თუ შვილები გყავთ, მიაქციეთ ყურადღება - დღეს მათ, შესაძლოა, თქვენი დახმარება დასჭირდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

თუ აკეთებთ იმას, რაც ნამდვილად მოგწონთ, არ ღირს საკუთარი გეგმების შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც თქვენი წარმოდგენა იდეალურ აწმყოზე თქვენ თვალწინ მიმდინარე მოვლენებს შეეჯახება, სერიოზული დაფიქრება მოგიწევთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რომ გულში სიყვარული, სიხარული და ამ ცხოვრებით ტკბობის განცდა შემოვიდეს.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ციური სხეულები ძალზე ხელსაყრელად არიან განლაგებული, ამიტომ დღეს აჯობებს, თუ გაორმაგებული ყურადღებით შეამოწმებთ საკუთარი გეგმების შესატყვისობას ფინანსურ მოთხოვნილებებთან და ამბიციებთან, აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო მომენტების რესტრუქტურიზაცია მოგიწევთ. არ გაუშვათ ეს დრო ხელიდან, დღეს თქვენს ცხოვრებაში საჭირო ფურცლები შეგიძლიათ ჩაწეროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღეიდან დაწყებული და უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდება პირადი ურთიერთობების სფეროს გავლენა ცხოვრების ემოციურ შემადგენელზე. ეს მდგომარეობა თქვენი მუშაობის ეფექტურობაზე არ იმოქმედებს. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ნერვულ სისტემას არ დაასვენებთ, ანუ დროდადრო ინტიმურ გარემოში არ შეისვენებთ, ბოლო დღეების ემოციური დატვირთვა, დიდი ალბათობით, სტრესამდე მიგიყვანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

თქვენი ნებისყოფა პატივისცემის ღირსია, თუმცა, დღეს არის ალბათობა იმისა, რომ ძალა დახარჯოთ იმ ვითარების გამოსწორებაზე, რომელმაც დიდი ხანია, საკუთარი თავი ამოწურა. თუ კარგად დაფიქრდებით, ამ დასკვნას თავადაც გამოიტანთ. გააკეთეთ თქვენი საქმე, დრო არ ითმენს. თქვენი ბედი დღეს თქვენ ხელშია.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

თუ ბოლო დროს რაღაც კონფრონტაციაში იყავით ჩათრეული, მაგრამ დღეს მოწინააღმდეგე მხარემ თეთრი ალამი გამოფინა და ბოდიში მოგიხადათ და შემდგომი თანამშრომლობა შემოგთავაზათ, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ბედი გიღიმით. თავაზიანად მიიღეთ გაჩენილი შესაძლებლობა და მალე აღმოაჩენთ, რომ ერთობლივმა მუშაობამ თქვენი ოპონენტი პასუხისმგებლიან პარტნიორად აქცია, რომელთან საერთო საქმის დაჭერა ყველას სურს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში დღის პირველ ნახევარში, იქნება ეს მყარი მდგომარეობა სამსახურში, ფინანსური სტაბილურობა ან პირადი ურთიერთობები, ამის დასრულება ძალების განლაგებას ნამდვილად შეცვლის. თქვენი გეგმებისგან დამოუკიდებლად, ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გელოდებათ. მაგრამ საუკეთესო სტრატეგია ახლა თქვენთვის ლოდინის პოზიციაა. ეცადეთ, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებები არ აიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

პლანეტების ვაკჰანალია ჰოროსკოპის თქვენს სექტორში თხის რქების ყურადღებას სასიყვარულო ან რომანტიკული ხასიათის დიდი ხნის პრობლემისკენ მიიქცევს. როგორც არ უნდა იყოს, ამ სფეროსადმი თქვენს ყურადღებაზეა და მოკიდებული ახლო მომავალში მრავალი სასიამოვნო მოვლენა. ეცადეთ, აწმყოს დადებითი კუთხით შეხედოთ, გაქვთ შესაძლებლობა, რომ მიმდინარე პრობლემებს აარიდოთ თავი, გვერდზე გადადოთ და იმას მიხედოთ, რაც დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

ეს დღე მერწყულებისთვის, შეიძლება, საკმაოდ სასარგებლო და პროდუქტიული აღმოჩნდეს, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი წარმოდგენა გაქვთ იმაზე, თუ როგორ აკეთოთ საქმე ფინანსურ სფეროში და პარტნიორთან ურთიერთობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თავად არ იცით, რისი მიღწევა გსურთ, დღე ძალზე დამღლელი იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

თქვენი ერთ-ერთი იდეა, რომელსაც საფუძვლად თანამშრომლობა ან გუნდური მუშაობა უდევს, ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება და დააინტერესებს მხარეებს. პლანეტების დღევანდელი განლაგება სამუშაოსკენ გიბიძგებთ, ასევე, შეთანხმებების დადებისკენ, რაც საერთო საქმეს წაადგება. დანარჩენ საკითხებში დღე მშვიდად და წყნარად ჩაივლის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0