ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

© Pixabay / PublicDomainPicturesბედნიერება
ბედნიერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის დაბადება ოჯახში უდიდესი სიხარულია, მაგრამ ყველაფერთან ერთად, მშობლები იწყებენ ფიქრს, როგორი იქნება მათი შვილი, როცა გაიზრდება, იქნება თუ არა ბედნიერი და ა. შ.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პლანეტარულ ჰოროსკოპს შეუძლია. ეს ჰოროსკოპი სწავლობს ადამიანის ხასიათის დამოკიდებულებას მისი დაბადების დროზე. დღე-ღამის თითოეული მონაკვეთი განსაზღვრულ პლანეტას შეესატყვისება, სწორედ ამიტომ ჰოროსკოპს პლანეტარული ეწოდება. დაუჯერებთ თუ არა ამ ჰოროსკოპს, თქვენი საქმეა, მაგრამ მისი წაკითხვა და ზოგიერთი რამის გათვალისწინება ნამდვილად ღირს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ბავშვის ხასიათისა და მომავალი უნარების განსაზღვრა მისი დაბადების თარიღით არის შესაძლებელია.

ღამის 12-დან 2 საათამდე - მერკურის დრო

მერკური ბავშვს ცნობისმოყვარეობას უნერგავს. ეს პლანეტა პასუხისმგებელია გარშემომყოფებთან მოლაპარაკებების უნარსა და აზროვნების მოქნილობაზე. ამ დროს დაბადებულები ძალზე ცნობისმოყვარენი არიან. ეს თვისება მათ ნებისმიერ ასაკში ახასიათებთ.

ღამის ორიდან ოთხ საათამდე - ვენერას საათები

ვენერა პასუხისმგებელია სიყვარულზე, ურთიერთობებსა და სულიერ სითბოზე. ამ დროს დაბადებული ადამიანებ ცხოვრებაში, პირველ რიგში, სიყვარულს, ურთიერთობებს, სულიერ სითბოს აფასებენ. ისინი ვერ ისვენებენ, სანამ თავიანთ ნამდვილ „მეორე ნახევარს" არ იპოვიან. სიყვარულის უნარი ნამდვილად დიდი ნიჭია, განსაკუთრებით, ჩვენს სასტიკ და უპრინციპო ეპოქაში.

CC BY 2.0 / Kevin Gill / Marsმარსი
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით - Sputnik საქართველო
მარსი

დილის ოთხიდან ექვს საათამდე - მარსის დრო

ამ დროს მარსი აკონტროლებს. ის ადამიანებს ანიჭებს ლიდერის, ორგანიზატორის თვისებებს, ბრძოლისა და გამარჯვების სიყვარულს. ხანდახან მარსის საათებში დაბადებულები ზედმეტ სისასტიკეს იჩენენ. მაგრამ ამას მათთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს, რადგან ეხმარება სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

დილის ექვსიდან რვა საათამდე - ნეპტუნის დრო

ნეპტუნი ფაქიზ სულიერ ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ვინც ამ დროს დაიბადა, ფაქიზ სულიერ ორგანიზებასთან ერთად, ძალზე განვითარებული აქვს ფანტაზია. ამ ადამიანების ნაკლოვანებაა გულდახურულობა. მათი გაგება ხშირად ძნელია.

დილის რვიდან ათ საათამდე - ურანის დრო

ურანი გულღიაობასა და კომუნიკაბელურობაზე, სინამდვილის პოზიტიურ აღქმაზეა პასუხისმგებელი. ამ დროს დაბადებულები ყოველთვის გარშემორტყმული არიან თავიანთი მეგობრებით, ამიტომ არასდროს „დაიკარგებიან". ბუნებით ძალზე კეთილი არიან. ხანდახან მათი სიკეთით უზომოდ სარგებლობენ

დილის 10-დან 12 საათამდე - სატურნის დრო

სატურნის დროს დაბადებულებს რთული ხასიათი აქვთ. . გარშემომყოფებს მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. ამ ადამიანების ხასიათის უპირატესობა ისაა, რომ მათ ყოველთვის იციან, რა სურთ კონკრეტულად და ძლიერი ნებისყოფის წყალობით თავისას ყოველთვის აღწევენ.

CC BY 2.0 / European Southern Observatory / Celestial Conjunction at Paranalპარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით - Sputnik საქართველო
პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის

12-დან 14 საათამდე - იუპიტერის დრო

იუპიტერი პასუხისმგებელია ადამიანის მსუბუქ ხასიათზე, ცნობისმოყვარეობაზე, ემოციების სიმწვავესა და კომუნიკაბელურობაზე. ამ პერიოდში დაბადებულები მუდამ მოძრაობაში არიან. ზომიერი, წყნარი ცხოვრება - ეს მათთვის ნამდვილად არ არის.

14-დან 16 საათამდე - პლუტონის დრო

პლუტონი რაციონალიზმსა და ობიექტურობაზეა პასუხისმგებელი. ამ პლანეტის დროს დაბადებულები ობიექტურად აფასებენ საკუთარ თავსაცა და სხვებსაც. როცა იზრდებიან, ესმით, რომ წარმატებას ხანდახან წარუმატებლობაც მოჰყვება ხოლმე. ეს ნორმალურია. ეს ნორმალურია, უბრალოდ, უნდა ადგნენ და ცხოვრება გააგრძელონ.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

16-დან 18 საათამდე - ვენერას დრო

ამ დროს დაბადებულებს რამის ორიდან ოთხ საათამდე დაბადებულების მსგავსი ხასიათი აქვთ. მაგრამ ისინი უფრო მსუბუქი ხასიათის არიან და მჭევრმეტყველების ნიჭი აქვთ. მოზრდილ ასაკში უკიდურესობებია მოსალოდნელი: ადრეული ქორწინება, ასკეტური ცხოვრება და განმარტოება.

18-დან 20 საათამდე - მერკურის დრო

ამ დროს დაბადებულებს მერკურის „ჩვეულებრივ" დროზე დაბადებულების მსგავსი ხასიათი აქვთ, თუმცა, გამოირჩევიან დიდი ნდობით, მიამიტობით. პლუს, მათ ხასიათს გარკვეული ავანტიურიზმი ემატება.

20-დან 22 საათამდე - მზის დრო

მზე ადამიანებს სილამაზესა და მომხიბვლელობას ანიჭებს. მზე არის ვარსკვლავი, რომელიც ასტროლოგიაში პლანეტად მიიჩნევა. ის ადამიანებს სილამაზესა და მომხიბვლელობას, კარგად განვითარებულ ინტუიციას, მდიდარ შინაგან სამყაროს სძენს. ამ დროს დაბადებულებს უყვართ, რომ მუდამ იპყრობენ ყურადღებას და ადამიანების თვალში „ვარსკვლავი" არიან.

CC0 / Pixabay / WikiImages / ნეპტუნი
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით - Sputnik საქართველო
ნეპტუნი

22-დან 00 საათამდე - მთვარის დრო

ამ დროს დაბადებულები სულიერად განვითარებული არიან, შეუძლიათ იამაყონ კარგი ინტუიციით. სულის სიღრმეში ფილოსოფიურ-რომანტიკულად არიან განწყობილი, თუმცა, საჯაროდ სრულიად სხვა თვისებებს ამჟღავნებენ. კარიერაში არცთუ წარმატებული არიან, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში უმართლებს.

ყველა ახალი ამბავი
0