ერთიანი ეროვნული გამოცდები

რას ავლენდა უნარების გამოცდა და რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ანალიტიკური უნარი

691
(განახლებულია 19:01 17.09.2019)
კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენად საჭიროა ამ საგნის შესწავლა, ჩვენში დიდი ხანი გრძელდებოდა. საუბარია უნარ-ჩვევების გამოცდაზე, რომელიც აბიტურიენტთა უმრავლესობისთვის აქილევსის ქუსლად იქცა.

დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მისი ჩაბარება სავალდებულო აღარ არის. თუმცა მის აუცილებლობას ამ სფეროს სპეციალისტები დღემდე ასაბუთებენ და საამისო არგუმენტებიც მოჰყავთ.

კლასიკური განსაზღვრით, თუ ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება. მხოლოდ ზოგადი საუბრით რომ არ შემოვიფარგლოთ, გადავწყვიტეთ გავესაუბროთ პედაგოგ თამარ ოტიაშვილს, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი წარმატებული პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია და პროფესიით ექიმ-ბიოლოგი გახლავთ.

თამარ ოტიაშვილი
თამარ ოტიაშვილი

- ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება უნარ-ჩვევების გამოცდის გაუქმების თაობაზე და როგორია თქვენი არგუმენტები?

- ჩემი აზრით, უნარ-ჩვევების გამოცდის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ზოგადი უნარების ტესტირება უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების წარმატებათა პროგნოზირების საშუალებას წარმოადგენს – არა მხოლოდ სასწავლო, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ზოგადი უნარ-ჩვევები გულისხმობს: ინფორმაციის ადეკვატურ დამუშავებას, ლოგიკურ მსჯელობას, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარს, ელემენტარულ მათემატიკურ ანალიზს და გარკვეული ალგორითმების ათვისებას. ამ საგნის შესწავლა ნებისმიერ პროფესიაში ლოგიკური აზროვნების, საკითხის მიმართ რაციონალური მიდგომის, გამართული წერისა და მეტყველების კულტურის განვითარებისთვის აუცილებელია. ჩემი საკმაო გამოცდილებით, აბიტურიენტები, რომლებიც მაღალ შეფასებას იღებდნენ ზოგადი უნარების ტესტში, უფრო წარმატებით სწავლობენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც ზღვარი დაბალი ქულებით გადალახეს.

- ამ გამოცდის ჩაბარების წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად დასახელდა ის, რომ სკოლაში ეს საგანი არ ისწავლება და აბიტურიენტს ამისთვის მომზადება სჭირდება...

- ზოგადი უნარების გამოცდის მიზანი არის არა რაიმე საგნის შემოწმება, არამედ იმის გარკვევა, თუ რამდენად აქვს აბიტურიენტს ელემენტარული მათემატიკური განათლება და ალღო, შეუძლია თუ არა მას მარტივი ლოგიკური ოპერაციების ჩატარება და როგორ აქვს გააზრებული წაკითხული ტექსტი. ჩემი აზრით, ზოგადი უნარები საჭიროა არა მხოლოდ საგამოცდო დონეზე, არამედ ის სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს, რადგან მისი ცოდნა მოსწავლეს სხვადასხვა საგნების ფართო რაკურსით აღქმასა და აზროვნებაში დაეხმარება. მოსწავლეები, რომლებსაც არა აქვთ მიღებული ზოგადი განათლების დონე, რომელიც უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებოდა, ელემენტარული ინტელექტუალური გამოცდილების მიღებას შესაბამის სპეციალისტებთან მომზადებით შეძლებდნენ. 

თამარ ოტიაშვილი
თამარ ოტიაშვილი

- ისტორიულად თუ არსებობდა ჩვენში მსგავსი საგნების სწავლის ტრადიცია? 

- ცნობილია, რომ ძველად საბერძნეთში და ჩვენთანაც არსებობდა მსგავსი ტრადიცია. პეტრე იბერის დროს სასწავლებლებში ცალკე დისციპლინებად იყო შესული ლოგიკა, რიტორიკა, მათემატიკა, რომელთაც უპირატესობა ჰქონდათ სხვა საბუნებისმეტყველო საგნებთან შედარებით.

- უცხოეთში თუ ისწავლება დღეს მსგავსი საგანი?

- დიახ, ევროპასა და ისრაელის კოლეჯებში თანამედროვე Gmat-ის (Graduate Management Admission Test) ტესტირება არსებობს. ზოგადი უნარების ტესტირება უმაღლეს სასწავლებლებში მომავალ სტუდენტთა შესაძლო წარმატებათა პროგნოზირების საშუალებას წარმოადგენს.

- საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაკვირვების შედეგად რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ?

- რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთ წელიწადში საშუალო ქულების მქონე მოსწავლემ მთლიანად აითვისოს ის, რაც 11 წლის განმავლობაში არ შეუსწავლია, მაგრამ უნარების მეცადინეობით ის უმაღლესში სწავლისთვის ელემენტარულ ინტელექტუალურ გამოცდილებას იძენდა. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება გრანტით შეძლო ჩემმა ყველა აბიტურიენტმა, ვინც უნარებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

- რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებული ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ?

- ამ სფეროში წლების გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ზოგადად ვაჟებს უფრო სწრაფი ანალიტიკური უნარი აქვთ, ვიდრე გოგონებს. ცნობილია, რომ ერთი და იმავე ამოცანის გადასაჭრელად ქალი და მამაკაცი ტვინის სხვადასხვა ნაწილს იყენებს. მამაკაცები სწრაფად იღებენ ინფორმაციას და მასზე სწრაფადვე რეაგირებენ. ქალი იმახსოვრებს ყველაფერს დეტალებში და ნებისმიერ საკითხს სიფრთხილით უდგება. მამაკაცისთვის მოკლე რეზიუმეც საკმარისია, ამიტომაც მათი ლოგიკური აზროვნება განსხვავებულია. ზოგად უნარ-ჩვევებშიც არსებობს მსგავსი მიგნება. ჩემი სასწავლო პრაქტიკიდან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვაჟებს გაცილებით მაღალი ანალიტიკური უნარი გააჩნიათ, ვიდრე გოგონებს, თუმცა ამ უკანასკნელთაგან დეტალების მიმართ მეტი ყურადღება და ამ ფაქტზე დაკვირვება ხშირად ვაჟებთან თანაბარი შედეგებით ვლინდება.

 

691
მზის დაბნელება

მზისა და მთვარის დაბნელებები ივნისში: თარიღები და რეკომენდაციები

87
(განახლებულია 14:47 27.05.2020)
სულ 2020 წელში ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი, რითაც, ასტროლოგების აზრით, აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში 

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2020 წლის ივნისში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რამაც შეიძლება ადამიანზე საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინოს, იუწყებიან სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის პირველ თვეში უნდა ველოდოთ არა მარტო მთვარის, არამედ მზის დაბნელებასაც. სულ 2020 წელში ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამით აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში. 

ბევრი სპეციალისტი მნათობების დაბნელებას საკმაოდ საშიშ პერიოდად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამავდროულად ადამიანს შეუძლია, მოვლენის ენერგეტიკა  თავის სასარგებლოდ მიმართოს. 

მთვარის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 5 ივნისსაა მოსალოდნელი. დედამიწის ჩრდილი ნაწილობრივ დაფარავს თანამგზავრს, ამიტომ მთვარე ციდან მთლიანად არ გაქრება. ასტროლოგების აზრით, ასეთი დაბნელების გავლენა არ შეიძლება ჩაითვალოს  ძალიან ძლიერად და ის ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს.

თუმცა ამავე დროს იმასაც ამბობენ, რომ როცა მთვარე ნაწილობრივ იფარება, მაშინ სხვადასხვა სახის უსიამოვნებები ფარული და, შესაბამისად, მოულოდნელი ხდება.

სპეციალისტების თქმით, პრობლემები შესაძლოა შეექმნათ მათ, ვინც შორ გზაზე გამნგზავრებას, ახალი საქმის წამოწყებასა თუ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას  გადაწყვეტს. ეს შესაძლოა იყოს პასპორტის ან ბილეთებისა დავიწყება,  მნიშვნელოვანი ფაქტების გაუთვალისწინებლობა თუ საფულის დაკარგვა. ამიტომ ამ დღეს ორმაგად და სამმაგად ყურადღებით უნდა იყოთ. ამასთან საჭიროა დაუკვირდეთ ნათქვამს და მოზომოთ სიტყვა, რათა ვინმეს ტყუილად არ აწყენინოთ ერთი შეხედვით უბრალო ფრაზით.  

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს უმჯობესია მარტო ყოფნა და საკუთარი თავის შეცნობა. 

მზის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 21 ივნისსა მოსალოდნელი.  ასტროლოგების აზრით, ამგვარი დაბნელება ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შესაძლოა ჩხუბისა და გაუგებრობების მიზეზიც კი გახდეს.

ეს რგოლური დაბნელება იქნება, ანუ მთვარე ისე აეფარება მზეს, რომ ცაზე მხოლოდ მისი წრე გამოჩნდება. ასეთი დაბნელების დროს მთვარე დედამიწიდან ჩვეულებრივზე მეტი მანძილითაა ხოლმე დაშორებული.

ასტროლოგების აზრით, ასეთ მოვლენას ადამიანისთვის უარყოფითი შედეგები მოსდევს, თუმცა პრობლემები და წარუმატებლობა მაშინვე კი არ იჩენს თავს, არამედ მოგვიანებით. 

ირკვევა, რომ მსგავის დაბნელება მომხდარა 2020 წელსაც. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, გავიხსენოთ მაშინდელი მოვლენები, რათა დაახლოებით მაინც მივხვდეთ, რა გველოდება. 

სპეციალისტების თქმით, ამ დღეს ადამიანების უმეტესობას უსიამოვნებები ელით ოჯახში, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან — თანაც, აშკარა მიზეზების გარეშე. ამიტომ მათი დაჟინებული რეკომენდაციაა, თავი აარიდოთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ვინაიდან ისინი საფრთხის წყარო იქნებიან —  ზოგს შეიძლება უბრალოდ გუნება გაუფუჭონ, ზოგი კი ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაითრიონ. 

ასტროლოგები განმარტავენ, რომ ამ დღეს სჯობს ყურადღება საშინაო საქმეებზე გაამახვილოთ, მეტი სითბო გამოიჩინოთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, არ უნდა გასცეთ ამაო დაპირებები და თავი შეიკავოთ ახლობლების კრიტიკისა და განსჯისგან.

განსაკუთრებული რეკომენდაცია — ეს ჭორებისთვის ყურის წაყრუებაა, მოარული ხმები, მათ შორის, უშუალოდ თქვენზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯეროთ.

87
თემები:
სასარგებლო რჩევები
გვირილა

27 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

54
(განახლებულია 10:54 27.05.2020)
გაეცანით 27 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

27 მაისს დაბადებულები

27 მაისს დაბადებულები მიზანსწრაფული და ძლიერი ადამიანები არიან. მათ ცხოვრებაში მრავალი მოულოდნელი რამ ხდება - როგორც სასიამოვნო, ისე არცთუ სასიამოვნო. ეს ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტით, თავშეუკავებლობითა და მოუთმენლობით, რაც ხშირად უშლის ხელს მიზნების მიღწევაში. ბედნიერნი იქნებიან, თუ სიმდიდრესა და ძალაუფლებას მიაღწევენ, მაგრამ უნდა ერიდონ მატყუარა მლიქვნელ ადამიანებს, რომლებიც მრავლად შეხვდებათ ცხოვრების გზაზე.

ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

27 მაისს დაბადებულები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ისინი, ვინც საკუთარ განვითარებაზე ზრუნავენ და ისინი, ვინც იდეისა და საზოგადოების ერთგულნი არიან. ორივე კატეგორიის წარმომადგენლები ერთნაირი გზნებით მიჰყვებიან არჩეულ გზას. ამ ადამიანებს ურთიერთობების პათოლოგიური მოთხოვნილება აქვთ. უმრავლეს შემთხვევებში არ უყვართ დუმილი, საკუთარ აზრს გამოთქვამენ ხმამაღლა და ხანდახან - მკვეთრადაც.

27 მაისს დაბადებულებისთვის გარდამტეხი მომენტები დგება, როდესაც 28-30 ან 40-44 წლისანი არიან. ამ პერიოდში მათ უწევთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი მომავლის, უმეტესად, კარიერის შესახებ. არჩევნის გაკეთება აუცილებელი ხდება. ეს ადამიანები ან სრული კონსერვატორებად, ან ძალზე ქარიზმატულ პიროვნებებად ყალიბდებიან, რომელთაც გარშემომყოფებზე ძლიერი გავლენის მოხდენის უნარი აქვთ.

ამ დღეს დაბადებულებს უდიდესი სიყვარული და სწრაფვა აქვთ საკუთარი საქმის მიმართ, შეუძლიათ წლების განმავლობაში იმუშაონ საზოგადოების მხრიდან აღიარების გარეშე. უმეტეს შემთხვევებში, მათ უდიდესი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, როდესაც მშობლიური ადგილებიდან შორს იმყოფებიან. მათში ჩადებულია მოგზაურობის უძლიერესი მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, სახლიდან შორს ყოფნა გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათთვის სირთულეებთან გამკლავება, ახალ ვითარებასთან ადაპტაცია ერთგვარი „სასწავლო პროგრამაა“.

ჯანმრთელობა

27 მაისს დაბადებულები იმდენად არიან გატაცებული თავიანთი სამუშაოთი, რომ სრულებით ავიწყდებათ სპორტი და ფიზიკური ვარჯიში. ასევე, მათ შორის ხშირად გვხდებიან ისინი, ვინც თამბაქოსა და ალკოჰოლს ეძალება. მათთვის პრობლემა შეიძლება გახდეს სისტემატური დეპრესია, როდესაც ოთახში განმარტოებით იკეტებიან და ადამიანებთან ურთიერთობების სურვილი უქრებათ.

რჩევა:

თუნდაც არ გიყვარდეთ სხვისი მოსაზრების მოსმენა, ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ ზნეობრიობის საკუთარი კრიტერიუმები. დაფიქრდით თქვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა რეაქციას გამოიწვევს თქვენი საქციელი საზოგადოებაში.

54
სოფო ნიჟარაძე

გიორგი გაბუნიამ სოფო ნიჟარაძე უჩვეულოდ უხერხულ ვითარებაში ჩააგდო- სელებრითების ვიდეო

0
(განახლებულია 09:48 27.05.2020)
სოციალურ ქსელში სკანდალური ჟურნალისტისა და მომღერლის აღნიშნული ვიდეო პირველად გავრცელდა.  ისინი ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემის მორიგ გადაღებაზე ასეთ მოულოდნელ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ნახეთ ვიდეო

მრავალფეროვანი მუსიკალური შოუების დასაწყისი განსაკუთრებულ ვნებათაღელვას იწვევს. ახალი სახეები, ძველი ჟიური და მათი სკანდალური განცხადებები კი, მაყურებლის ყურადღების გარეშე არ რჩება. ქართულ ტელეპროექტებს შორის რამდენიმე რეიტინგული მუსიკალური შოუს ჟიურის წევრებში ხმაურიანი გიორგი გაბუნია და სკანდალური სოფო ნიჟარაძე ერთად გამოჩნდნენ. მათი დუეტი მაყურებელმა მალე აიტაცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროექტის მსვლელობისას ხშირად კამათობდნენ. ტელესახეების სასიყვარულო დრამებზე საუბარიც მალე წამოიწყეს. სხვადასხვა დაწესებულებებში სოფოსა და გიორგის ერთად ხშირად აფიქსირებდნენ. სურათები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა, მათი გულშემატკივრები კი, ბოლო ამოსუნთქვამდე ვარსკვლავების ერთად ყოფნის მოლოდინში იყვნენ. თუმცა, ისინი კამერების წინაშე დაკისრებულ როლს პროფესიონალურად ასრულებდნენ. შესაბამისად, პროექტების დასრულების შემდეგ ყველა საკუთარი გზით განაგრძობდა მოღვაწეობას.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

ორი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი განსაკუთრებულმა ქარიზმამ გააერთიანა. აშკარაა, რომ ისინი ძალიან მალე დამეგობრდნენ. ორივეს ბევრი საერთო აქვთ- სატელევიზიო სახეები არიან, არც ერთი დაოჯახებული არ ყოფილა, ასევე პირად ცხოვრებასა თუ პარტნიორებზე არასდროს საუბრობენ. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ გაბუნია და ნიჟარაძე ერთად არიან. ეს უხერხული ვიდეო კი, ისევ და ისევ სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძის „ფანგვერდზე“ გამოქვეყნდა. აღნიშნული კადრი ერთ-ერთი პროექტის მსვლელობისას პბიექტივში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს უხერხული მომენტი ვირუსულად არ გავრცელებულა. როგორც ჩანს, სელებრითებს შორის ვნებათაღელვა ჩამთავრდა.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. ის რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“. სოფო იშვიათად ანებივრებს სოცქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება