გულის ფორმის ვაშლი

სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

27694
(განახლებულია 11:28 17.09.2019)
არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სიყვარულში ხშირად არ უმართლებს. და ეს იმიტომ, რომ ისინი თვითონ ანადგურებენ თავიანთ ბედნიერებას. ეს ჰოროსკოპი ამ ნიშნების წარმომადგენლებს მიუთითებს შეცდომებს და მათ სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება

ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაშია აღმაფრენები და ვარდნები, მაგრამ როდესაც წარუმატებლობას ასევე წარუმატებლობა ცვლის, ამ დროს ზომების მიღებაა საჭირო. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ ჰარმონიული და მტკიცე ურთიერთობების აგება.

თუ თქვენს თავს აღმოაჩენს ამ ნიშნებს შორის, ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, არამედ გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები, გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები და მათ გამოსწორებაზე იზრუნეთ. საკმარისია, ურთიერთობების მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოთ და ბედნიერება მალე თქვენს კარზეც დააკაკუნებს.

კირჩხიბი

კირჩხიბები უზარმაზარ იმედებს ამყარებენ უკვე პირველივე პაემანზე. ეს ადამიანს აფრთხობს. ბევრი დროის დაკარგვას სისულელეებზე კირჩხიბები არ აპირებენ, ჩქარობენ ოჯახის შექმნას, მაგრამ ბედნიერების დევნაში ღრმა დეპრესიას, იმედგაცრუებასა და წარუმატებლობას იღებენ. ამას გარდა, სიყვარულში კირჩხიბები ყველა პრობლემას „ერთ კალათში" ათავსებენ. ეს მათი ბრალი არ არის, მათ ხომ უჭირთ ემოციების მართვა. მათთვის რაღაც „შუაში" არ არსებობს, მთელი სამყარო იყოფა კარგზე და ცუდზე.

ამ მიზეზის გამო სირთულეები ურთიერთობებში განხეთქილებას იწვევს. კირჩხიბებს დაშორების შემდეგ დიდი ხანი სჭირდებათ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდნენ და პარტნიორის ნდობა ისწავლონ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, მოძებნონ ისეთი ადამიანი, რომელსაც ღრმა გრძნობებისა და ემოციების განცდა და გაზიარება შეუძლია, მაშინ იღბალი აუცილებლად ეწვევა კირჩხიბებს.

ქალწული

ქალწული ზოდიაქოს ნიშნებს შორის არცთუ ემოციური ნიშანია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომ ჰარმონიული ურთიერთობები ააწყონ. ასტროლოგების თქმით, ქალწულები საკმაოდ პერსპექტიული არიან სიყვარულში, მაგრამ მათ დამოკიდებულებას გრძნობების მიმართ ორი ასპექტი აქვს.

ჯერ ერთი, ბუნებით ისინი მონოგამიური არიან და ხმაურიანი განხეთქილების შემდეგ ვინმეს შეყვარება უჭირთ. მეორეც, ისინი იღბალს არ დაგიდევენ, ვარდებიან გულგრილობაში, გარკვეულად განცალკევდებიან ხოლმე. ეს პარტნიორს აფრთხობს მიუხედავად ქალწულის მიმზიდველობის, მომხიბვლელობისა და ნიჭიერებისა.

თხის რქა

სატურნის მიერ მართული თხის რქები ძალზე სერიოზული და პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, რის გამოც ხშირად აქვთ გული გატეხილი. ისინი ყველანაირად წარმოადგენენ დამოუკიდებლობას, სიმტკიცეს, თავიანთ წარმატებებს. ეს, სამწუხაროდ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ არანაირი მეგზური ცხოვრებაში არ სჭირდებათ. მათი ურთიერთობები წარმატებული შეიძლება იყოს, მაგრამ ამისთვის მათ უნდა აჩვენონ თავიანთი დაინტერესება.

თხის რქებთან ყველაფერი რთულადაა: მათ შეიძლება უარი უთხრან „სწორ" ადამიანს ან სიყვარულში გამოუტყდნენ „არასწორ" ადამიანს. ექსპერტები მათ ურჩევენ, ურთიერთობების დაწყებამდე შეამოწმონ პარტნიორთან სასიყვარულო ურთიერთობების შეთავსებადობა.

თევზები

თევზების პრობლემა ისაა, რომ მათ თვალში პარტნიორი იდეალურია და ჯიუტად არ ამჩნევენ მის ნაკლოვან მხარეებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები არ იხსნიან ვარდისფერ სათვალეს და ყოველთვის მხად არიან, სიყვარულისთვის მსხვერპლი გაიღონ. და იღებენ კიდეც. კვლავ და კვლავ. საბედნიეროდ, თევზებს მალე შეუძლიათ განხეთქილების ან ღალატის შემდეგ ფეხზე დადგომა და წარსულის უკან მოტოვება.

მაგრამ, ასტროლოგების აზრით, თუ თევზები მოინდომებენ, აუცილებლად შეძლებენ სასიყვარულო იღბლის მოზიდვას. მთავარია, არ დაივიწყოთ თავიანთი ინდივიდუალური თვისებები, ნიჭი. ესაა უნარი, წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ბუნებრივი მომხიბვლელობა, განვითარებული ინტუიცია.

27694
გაზაფხული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 მარტი

7
(განახლებულია 11:56 02.03.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 3 მარტია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

სასიამოვნო, როდესაც იღვიძებ და მოზღვავებულ ენერგიასა და ძალას გრძნობ. სწორედ ასეთია დღევანდელი დღე. ენერგია თუ გაღვიძებისთანავე არა, დღის განმავლობაში აუცილებლად მომძლავრდება. საქმეების თვალსაზრისით შესაფერისი დროა იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თვალსაზრისი და გამოაჩინოთ ხასიათი (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ). არცთუ წარმატებული დღეა მოლაპარაკებებისა და საქმეების განხილვისთვის.

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი – ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე>>

ვერძი: დღეს თქვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შეეჯახებით. ვიღაცას შეუძლია, პირში მოგახალოთ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები. მაგრამ ეს არ შეგაშფოთებთ – საბრძოლველად ხართ განწყობილი და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ კონკურენტი მიწასთან გაასწოროთ... ან დაუმეგობრდეთ მას – არც ესაა გამორიცხული, რადგან დღეს პარადოქსული მოქმედებები თქვენგან გამორიცხული არაა. სინამდვილეში, შეგიძლიათ, ვითარება რამდენიმე ნაბიჯით წინ გათვალოთ და შორს მიმავალი გეგმები შეადგინოთ.

კურო: დღეს დისკუსიის განწყობაზე ხართ და თან ნებისმიერთან, ნებისმიერ თემაზე. მზად ხართ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი თვალსაზრისი და სიმართლე. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც იპოვით საბაბს, რომ იკამათოთ. მოხერხებულად შეგიძლიათ ირგვლივ მყოფების პროვოცირება მხოლოდ იმისთვის, რომ სათქმელი გქონდეთ – ისინი მართლები არ არიან. ვერაფერს გავაწყობთ – ასეთ განწყობაზე ხართ დღეს.

ტყუპი: დღეს რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერს სერიოზულად გააკეთებთ, ისე, თითქოს ამაზე იყოს თქვენი ცხოვრება დამოკიდებული. ეს ცუდი არაა, როდესაც საქმე სამუშაოს ან ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებში ასე ჯიქურ მოქმედება არ ივარგებს. ყველა ფრონტზე ერთდროულად ამგვარი დამოკიდებულებით მოქმედება თქვენს ძალებს გამოფიტავს. ეს რომ ასე არ მოხდეს, აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე გაანაწილებთ და გადაწყვეტთ, რა საქმეში ღირს „რქებით მიწოლა“ და რაში – არა.

კირჩხიბი: მზად ხართ, გარშემომყოფებს თქვენი უპირატესობანი აჩვენოთ. ზოგჯერ ეს თავისდაუნებურად გამოგივათ, რადგან ბევრ საქმეს არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, გონებაგამჭრიახი და ამის წყალობით ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტაც შეგიძლიათ. ამასთან, არ იქნებით ქედმაღალი და გარშემომყოფებს ზემოდან არ დაუწყებთ ყურებას. თუ ვინმეს თქვენი შეშურდება – ეს მისი პრობლემაა.

ლომი: დღეს უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერად მონათესავე ადამიანის დანახვა შეგიძლიათ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. ამასთან, ახლობლებისა და მეგობრების წრე ვიწრო მოგეჩვენებათ და ახალი კონტაქტების, ან ვინმეს უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. გულითადი საუბარი შეიძლება ვინმე ბავშვთან, კოლეგასთან, ან, სულაც, შემთხვევით გამვლელთანაც კი გააბათ, და ეს საუბარი ბევრ რამეზე დაფიქრებას გაიძულებთ.

ქალწული: დღეს აჩქარება არ ივარგებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯებით, სპონტანურად რამის ყიდვის გადაწყვეტილებით ან საქმის სწრაფად გაკეთების სურვილით შეცდომები შეიძლება დაუშვათ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებები, მაინც ღირს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ხოლო საუკეთესო იქნება, თუ ამ საქმეს საერთოდ გადადებთ შემდეგი დღეებისთვის. დღეს ვითარებამ თქვენ წინაშე, შესაძლოა, საბედისწერო საკითხები დააყენოს, ხოლო არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ დიდი იქნება.

სასწორი: დღეს რამე საკითხში თქვენი ძალის ჩვენება ნამდვილად არ გაწყენთ – ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. მტკიცე და მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში – სამსახურსაცა და სახლშიც შეგიძლიათ სიმტკიცე აჩვენოთ. პრინციპული პოზიციებითა და საკუთარი აზრის დაცვით ბევრ რამეს მიაღწევთ, ხოლო გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრებების გათვალისწინება და ნებსით თუ უნებლიეთ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.

მორიელი: დღეს უზარმაზარი ენერგია გაქვთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მიზნისკენ ნაბიჯის გადადგმა, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება ან ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი თქვენთვის დღეს ძალიან ადვილია. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გზაზე არანაირი ისეთი დაბრკოლება არ არის, რომელსაც ვერ გადალახავთ. და ეს ბევრ რამეში სიმართლეცაა.

მშვილდოსანი: დღეს მთელი ძალით მოგიწევთ დამალვა სხვა ადამიანების მცდელობებისგან, რომ თქვენს ცხოვრებაში უცერემონიოდ შემოიჭრან და თავი მოგაბეზრონ. განწყობა გაქვთ, რომ მშვიდად გააკეთოთ თქვენი საქმეები, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად არ გაცდიან: რაღაცას გთხოვენ, რაღაცას ითხოვენ თქვენგან, პრეტენზიებს გიყენებენ... დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა შეიძლება დაგიგროვდეთ და საკმარისი იქნება ერთი ნაპერწკალი, რომ მძლავრი აფეთქება მოხდეს.

თხის რქა: დღეს ძვირფას იდეებსა და აზრებს აფრქვევთ. გასაკვირი არაა, რომ მათი სწრაფად გაზიარება გინდათ სხვებისთვის. მაგრამ თუ ვერ მოახრეხებთ თქვენი აზრების „სამსჯავროზე“ გატანას, დიდად არ შეწუხდეთ. საკმარისი იქნება, თუ ერთ დაინტერესებულ და კარგ მსმენელს იპოვით და ასევე მყუდრო ადგილს, სადაც არავინ შეგიშლით ხელს. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა სრულყოთ და დაუმუშავებელი ალმასი ბრწყინვალე ბრილიანტად აქციოთ.

მერწყული: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ. თუნდაც გზაზე არ გეღობებოდნენ და თქვენს მუშაობას არანაირად არ უშლიდნენ ხელს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები მხოლოდ თავიანთი არაორგანიზებული იერით გწყვეტენ მნიშვნელოვან საქმეებს. დიდ დროსა და ძალას დახარჯავთ იმაზე, რომ გარშემომყოფები „გონზე მოიყვანოთ“. ადამიანები კი იფიქრებენ, რომ არაფრის გამო ედავებით და მართალიც იქნებიან.

თევზები: დღეს გაქვთ შანსი, რომ რამე ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს, შეიძლება, იყოს ადამიანი, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თქვენი განწყობაც იმგვარია, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ გინდათ, მზად ხართ მოძრაობისა და სირბილისთვისაც კი, რომ თქვენს ბედს შეეგებოთ. თქვენი გულიცა და გონებაც გახსნილია იქნება, ხოლო ცნობისწადილი თამამი, რომელიც მოულოდნელი საქციელის ბიძგს მოგცემთ.

7
შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

სამი შვილის დედა, მისი მოქსოვილი თოჯინების თეატრი და „წყნარი სივრცე" პატარებისთვის

297
(განახლებულია 22:38 02.03.2021)
„პატარებისგან ბევრს ვსწავლობ და ბევრი რამ ოჯახშიც გადმოვიტანე“ – ეს შორენა მიქიაშვილია, თბილისის 123-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელი.

შორენამ ორი პროფესია აითვისა – ხატვა და თოჯინების ქსოვა დამოუკიდებლად ისწავლა. როცა პატარების აღმზრდელად დაიწყო მუშაობა, უკვე სამი შვილის დედა იყო. დღეს თვლის, რომ ბაგა-ბაღის აღმზრდელობა მისი მოწოდებაა და ეს არაერთი საინტერესო ინციატივით დაადასტურა კიდეც...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- შორენა, სანამ ბავშვების გულის კარს შეაღებდით, თანაც ასე ლამაზად, რა გზა გაიარეთ?

- პროფესიით აღმოსავლეთმოცოდნე ვარ არაბული ენის განხრით, ასევე ფილოლოგი - ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ოთხი წელი მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი ვოკალის ფაკულტეტზე. ცხრა წელი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაში ვმღეროდი, ჩემი პირველი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.

შორენა მიქიაშვილი კოლეგასთან ერთად
შორენა მიქიაშვილი კოლეგასთან ერთად

- ბავშვობაში მხატვრობაზე ოცნებობდით, მაგრამ რატომ ვერ აისრულეთ ოცნება?

- ჩემი აუხდენელი ოცნებაა, რომ მხატვარი გავმხდარიყავი. ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებით პორტრეტის ხატვა მიზიდავს. შვიდი წლის ასაკში დავხატე ბაბუა, რომელიც ძალიან დავამსგავსე. საერთოდ, ხატვის ნიჭი გენეტიკურად გამომყვა დედის მხრიდან. ახლა ვთვლი, ბევრი რომ მეშრომა, საკუთარ თავს მხატვრობაში ვიპოვიდი და წარმატებული ვიქნებოდი. დაახლოებით ათი წლის ასაკში დედამ შემიყვანა სამხატვრო სკოლაში, სადაც გამოცდები უმაღლესი შეფასებით გავიარე, მაგრამ, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ექვს თვეზე მეტხანს ვერ შევძელი, რომ სწავლა გამეგრძელებინა.

შორენა მიქიაშვილი ბავშვებთან ერთად
შორენა მიქიაშვილი ბავშვებთან ერთად

- ახლანდელ სამსახურში როგორ იპოვეთ საკუთარი თავი?

- რაც შეეხება ჩემს ახლანდელ სამსახურს, ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ სამსახური არ არის. ჩემთვის ეს ყველაზე ფაქიზ და ღვთიურ არსებებთან ურთიერთობაა, რაც უდიდეს სიყვარულს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ბავშვთან მიმართებაში ოდნავი შეცდომაც კი დაუშვებელია, ამიტომ როცა საქმე პატარებს ეხება, საშინლად მომთხოვნი ვარ...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- როგორ უფერადებს ბავშვებს ცხოვრებას მასწავლებელი, რომელსაც ხატვა უყვარს? 

- ვცდილობ, რომ ბავშვებისთვის ყოველი დღე სიხარულით სავსე იყოს, დღე არ გავა, რომ მინიმუმ ორი შემოქმედებითი აქტივობა არ მქონდეს. ბავშვებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ვაძლევ. ხატვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი არა მარტო ხატავენ, არამედ ხატვის დროს გადმოსცემენ ემოციას, რასაც იმ მომენტში განიცდიან. მე ვხედავ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი, ვიდრე შედეგი. ამიტომ მეც ზუსტად ან განწყობით მივყვები ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მეტი შეგრძნებები და ემოციები გამოიმუშაონ. ჩვენთან მოწყენა არასდროსაა. ხშირად ერთად ვცეკვავთ, რადგან ცეკვაც განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც ბავშვებს მეტ თავდაჯერებულობას და სიმხნევეს მატებს.

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- ვიცი, რომ ბაღში ე.წ. „წყნარი სივრცე" გაქვთ, რას ნიშნავს ეს?

- ჯგუფში ბევრი რამ საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული და ერთი მათგანი სწორედ „წყნარი სივრცეა". ესაა ხე, რომელიც კედელს მიჰყვება და რომლის ფოთლებიც ჭერიდან დაბლა ეშვება. ბუნებასთან ურთიერთობას ხომ სიმშვიდე მოაქვს. ჩვენი „წყნარი სივრცეც“ ბავშვებისთვის ამის შეხსენებაა. ასევე სხვადასხვა სახის წრეებისთვის მოვხატე წარწერები და ამან უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ამ ყველაფერში ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი შორენა წერეთელი მეხმარება. ის, რაც იმ გარემოში ხდება, ბევრისთვის წარმოუდგენელი და მიუღწეველია, მე კი, მიუხედავად სირთულეებისა, ეს შევძელი...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- საბავშვო ბაღში თოჯინების თეატრის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- დიახ, სახლში მუყაოს გამოყენებით გავაკეთე პატარა მინი-თოჯინების თეატრი და ბაღში მივიტანე. თოჯინების თეატრის შექმნის იდეამ კიდევ სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში და სხვა წამოწყებას შეუწყო ხელი. ეს არის ქსოვა. თეატრისთვის დამჭირდა თოჯინები და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ქსოვის ათვისება. მერე ჩემი მოქსოვილი პატარა თოჯინების საშუალებით დავიწყეთ მინი-სპექტაკლების დადგმა. დღესაც კი, ყოველდღე მე და ჩემი პატარები სულ სიახლის ძიებაში ვართ, რაც ბედნიერებას გვანიჭებს და სიცოცხლით გვავსებს. აქვე გეტყვით, რომ სათამაშოების ქსოვა დროთა განმავლობაში ჩემი ჰობი გახდა, პანდემიის დროს კი დამატებითი შემოსავლის წყაროც.

შორენა მიქიაშვილის მოქსოვილი თოჯინები
შორენა მიქიაშვილის მოქსოვილი თოჯინები

- აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამი შვილი გყავთ, თქვენმა პროფესიამ მათთან ურთიერთობაც გაგიადვილათ?

- მე 41 წლის ვარ და სამი შვილი მყავს – 11, 9 და 6 წლის არიან. პატარებისგან ბევრს ვსწავლობ და ბევრი რამ ოჯახშიც გადმოვიტანე. ახლა თამამად შეიძლება ვთქვა, რომ შვილებთან დამოკიდებულებას უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ. ყველაფერი გაცილებით მიადვილდება და უფრო მაბედნიერებს.

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- ხატვის სურვილი და ნიჭი თუ აქვთ?

- მიხარია, რომ ხატვის ნიჭი ჩემს შვილებსაც გამოჰყვათ. სამიდან ერთ-ერთი შესანიშნავად ხატავს. თავისებური ხედვა, ფანტაზია და ფერების აღქმის უნარი აქვს. მიხარია, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს ემოციურად აღიქვამენ. მახსოვს, რომ ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარიამ სონგულიამ, როცა ცხრა წლის იყო, თავისუფალი თემაში ასეთი რამ დაწერა: „ზოგჯერ ადამიანი თავს სწირავს და სხვას სიცოცხლეს ჩუქნის. ხან როცა ადამიანს მანქანა ეჯახება, მეორე არ ტოვებს მას და გადაარჩენს. როცა დედები შვილებს აჩენენ, სამყაროს ხალხი ემატება და ესეც გმირობაა“. მიხარია, რომ დედის ამაგს უკვე აქედანვე ხედავს და ასე აფასებს.

შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად
შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

- ვიცი, რომ პანდემიის დროს თქვენი აღსაზრდელები არ დაგიტოვებიათ ყურადღების გარეშე...

- მე ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის ბაღის დატოვება მძიმე იქნებოდა, სახლებში გამოკეტვა კი მათ ფსიქოემოციურ განვითარებაზე იმოქმედებდა. ამის გამო პანდემიის დროს გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში ბაღის ჯგუფი შემექმნა. ამ გვერდზე ზოგჯერ სახალისო ვიდეობს ვდებდი, ხან ზღაპრებს ვკითხულობდი, ხან ლექსებს, ხან რაიმე შემოქმედებით-გასართობ ვიზუალურ მასალას, რაც ბავშვებს ძალიან ახარებდა და მათგან სიკეთე პოზიტივის სახით ორმაგად მიბრუნდებოდა. როცა დღეს ამდენ თვალებგაბრწყინებულ პატარას ვხედავ, ბედნიერი ვარ. მათი ენერგია ჩემზე გადმოდის, შეუძლებელია, ეს ვერ იგრძნო და ამან არ შეგავსოს...

 

297