ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია

© Pixabay / 12019მზის ჩასვლა მთების ფონზე
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოდიაქოს ნიშანი, მზის ნიშანი - ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც მზე თქვენი დაბადების მომენტში იმყოფებოდა.

„ზოდიაქო" ბერძნული სიტყვაა და „ცხოველების წრეს" აღნიშნავს, ძველი ინდუსები და ეგვიპტელები ზოდიაქოს ნიშნებს დასახელებას ცხოველთა და მცენარეთა სამეფოდან აძლევდნენ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

უძველეს დროში ბრძენი ხალხი წელიწადს ყოფდა ოთხ სეზონად - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი და წელიწადის თითოეულ დროს თანავარსკვლავედს ანიჭებდა, რომელშიც მზე გადიოდა გზას. მათ ვერძი უწოდეს თანავარსკვლავედს 21 მარტის შემდეგ, რადგან ეს ის დრო იყო, როცა ცხვარი ბატკანს იგებდა.

შემდეგი თანავარსკვლავედია კურო, მოდის აპრილის შუა რიცხვების მერე, როცსა ხვნა-თესვაა გაჩაღებული. კურო კი ცხოველია, რომელიც მიწას ხნავს. ტყუპის თანავარსკვლავედი მაისის ბოლო - ივნისის დასაწყისი: ამ დროს თხები, ჩვეულებრივ, წყვილად იგებდნენ და ა. შ.

ზოდიაქოს ყველა ნიშანი იყოფა ცეცხლის, მიწის, ჰაერისა და წყლის სტიქიად.

ცეცხლის სტიქია

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ეს ნიშნები ისწრაფვიან ხელმძღვანელი პოზიციებისკენ. ვერძში ეს ვლინდება სიმტკიცეში, წინსვლასა და რისკში.

ლომში - ხელმძღვანელობის უნარში, მოვლენების ცენტრში ყოფნით, რომლის ირგვლივ დაჯგუფება იქმნება.

მშვილდოსანში - იყოს ბელადი რელიგიის, ფილოსოფიის, სამართლის ან გარე აღზრის, იდეების, კულტურის სფეროებში.

ცეცხლის ნიშნები დადებითი, აგრესიული, მგზნებარე, შემოქმედებითი, მამაცი ადამიანები არიან. ეს თვისებები ცხოვრებისეულ სფეროებში ვლინდება.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მიწის ნიშნები

კურო, ქალწული, თხის რქა

მათ პრაქტიკულობა აერთიანებს. შეუძლიათ ურთიერთობა მატერიასთან და ფულთან.

კუროს პრაქტიკულობა გამოიხატება ფულთან და ქონებასთან ურთიერთობაში, ქონების მართვასა და მის გაორმაგებაში.

ქალწულებში პრაქტიკულობა ვლინდება გონივრულობაში, მეურნეობის მართვასა და სხვადასხვა ხელობაში, ასევე, ის ზრუნავს საკუთარ სხეულზე.

თხის რქაში პრაქტიკულობა ვლინდება ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ფართო საქმიან და სამთავრობო ორგანიზაციებში ან საერთოდ, საქმეების ორგანიზებაში და წარმოებაში.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ

ჰაერის ნიშნები

ტყუპი, სასწორი, მერწყული.

მათ საქმე აქვთ ადამიანის სულიერ უნარებთან, ინტელექტუალურ და საზოგადოებრივ კავშირებთან, ანუ, ფართო გაგებით, კომუნიკაციებთან.

ამ ნიშნებში ყოველთვის ჭარბობს სულიერი ან ინტელექტუალური ინტერესები. იმ სფეროებში, რომლებშიც ისინი საქმიანობენ, ვლინდება სოციალური და ინტელექტუალური უნარები.

ტყუპისთვის ესაა ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გადაცემის უნარი. გარდა ამისა, იდეების ორიგინალობა და გადასხვაფერება.

სასწორს შეუძლია აწონ-დაწონოს, დააბალანსოს, სწორად შეაფასოს, აქვთ ყნოსვა ადამიანურ კავშირებში, ფსიქოლოგიისა და მისი მონათესავე სფეროების ნიჭი.

მერწყულებს ინტუიცია ყოვლისმომცველ პრინციპებზე აქვს, ზრუნვა კაცობრიობის კეთილდღეობაზე.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

წყლის ნიშნები

კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ეს ნიშნები დაკავშირებული არიან გრძნობებისა და შეგრძნებების, მგრძნობელობის, ინტუიციის, ღრმა აფექტების სფეროებთან. ცხოვრებისეულ სფეროებში, რომლებშიც წყლის ნიშნები არიან დაკავებული, ვლინდება ღრმა გრძნობები.

კირჩხიბს სახლისა და ოჯახის ძალზე ღრმა გრძნობა აქვს, არის მგრძნობიარე ურთიერთობებში.

მორიელს ძლიერი კავშირი აქვს სიკვდილთან, კოლექტიურ არაცნობიერთან, ცხოვრების ყველა ღრმა წყაროსა და ცხოვრების საიდუმლოებებთან.

თევზებს მისტიკური გრძნობა გააჩნიათ უსასრულობისადმი. ისინი ადამიანებთან ქვეცნობიერ ტელეპატიურ კავშირში იმყოფებიან, ამგვარად უთანაგრძნობენ გარე სამყაროს.

ყველა ახალი ამბავი
0