ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 სექტემბერი

1135
(განახლებულია 10:00 07.09.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა შეთანხმებების, კონტრაქტების დადებისთვის. ეს თან, შესაძლოა, სხვა რეგიონში მოხდეს. თქვენს მიღწევებს მაღალ შეფასებას მისცემენ კოლეგები და ახლობლები. დღე განსაკუთრებით კარგია გონებრივი საქმიანობით დაკავებული ვერძებისთვის. ეცადეთ, თქვენმა მეორე ნახევარმა ყურადღების ნაკლებობა არ იგრძნოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

წარმატებული დღეა ახალი საქმეების შესწავლის. ჩვეულებრივი საქმეები თითქოს თავისთავად გამოვა. ხელსაყრელი დღეა ავტორიტეტის გამტკიცებისთვის, შეძლებთ თავის გამოჩენას, როგორც საიმედო შემსრულებელი და იდეების ნიჭიერი გენერატორი. კოლეგების მიმართ კეთილგანწყობა მიღწეული შედეგის გამტკიცებაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მთელი თქვენი აზრები და მოქმედებები დღეს თქვენი ძირითადი საქმის დაფუძნებასთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, გაჩნდება საქმიანი ურთიერთობები მეგობრებთან, თუმცა, ერთობლივი პროექტები, დიდი ალბათობით, არ იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც გინდათ. საღამოს დროს ნუ დაკარგავთ გაჭიანურებული რომანის გახანგრძლივებაზე, საკუთარ თავთან აღიარეთ, რომ ამ კავშირისგან დაიღალეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორს ანდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის რთული დღეა. მოგიწევთ მთელი დღე საზოგადოებაში ტრიალი, აქტიური მოქმედება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მოსალოდნელია რაღაც ინფორმაციის მიღება, რომელმაც, შესაძლოა, მკვეთრად შეცვალოს მოსაზრება თქვენ ირგვლივ მყოფებზე, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, ჯერ შეამოწმეთ ინფორმაციის ნამდვილობა. შესაძლოა, თქვენი გამოყენება სურთ რაღაც ინტრიგაში. ნუ მისცემთ ნურავის ამის უფლებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღეს არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ინტრიგის მსხვერპლი გახდეთ. იმის მტკიცებას, რომ არაფერ შუაში ხართ, აზრი არა აქვს - ტყუილად დახარჯავთ ნერვებსა და დროს. აჩვენეთ საქმით, რას წარმოადგენთ და რა როლი გეკისრებათ იმ საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც ჩაიხლართა ინტრიგა. ეცადეთ, ნაკლებად ეკონტაქტოთ დღეს ადამიანებს, არ ჩაებათ კამათში. არ ენდოთ ინტუიციას - ყველაფერი ცივი გონებით გადაწყვიტეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დასახული მიზნების მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ სიმშვიდე და ამტანობა. ალტრუიზმი და იდეებითა და ფინანსურად სხვების დახმარების სურვილი, საბოლოოდ, თქვენ წაგადგებათ. საღამოს ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. პირველ პლანზე გამოვლენ უფროსი თაობის ნათესავები, რომლებიც ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვენ. თუ მათთვის დროს გამონახავთ, მათ მადლიერებას საზღვარი არ ექნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს თვალი მიადევნეთ ყველაფერს, რაც სამსახურში ხდება, ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ. შესაძლებელია მცირე სტრუქტურული ან საშტატო ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში, ხელიდან არ გაუშვათ შანსი, გამოიყენეთ საქმიანი კონტაქტები. საღამოს გამორიცხული არაა უთანხმოებები ფინანსებთან დაკავშირებით ნათესავებთან. სასიყვარულო ურთიერთობები, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს, თუმცა, ეს ურთიერთობებში ახალი გზის განვითარების ბიძგი შეიძლება გახდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღეს უამრავი სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ. კარგი დროა საქმიანი საკითხების გადასაჭრელად, მაგრამ აუცილებელია, რომ მკაფიო წარმოდგენა გქონდეთ, რა გსურთ სინამდვილეში. თქვენი პროფესიული ზრდისთვის საჭიროა შესაბამის ადამიანებთან ურთიერთობები. მათი მხარდაჭერის წყალობით მომავალში გეგმების განხორციელებას შეძლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

თუ რადიკალურ ცვლილებებს მოინდომებთ გეგმებში ან ახლო გარემოცვაში, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გააფუჭოთ დროთა განმავლობაში კარგად ჩამოყალიბებული, საიმედო კავშირები. დღეს ძალზე ადვილია შეცდომის დაშვება, არასწორი დასკვნის გამოტანა. დაიტოვეთ მოსაზრების გამოცვლის უფლება. შესაძლოა, გარშემომყოფებმა თქვენი ჩაბმა სცადონ თავიანთი მატერიალური პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ ეცადეთ, რომ თავი აარიდოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის, სეირნობისა და მგზავრობისთვის. ძალიან გჭირდებათ ახალი თვალსაზრისი და შეხედულებები სხვადასხვა მოვლენაზე. განეწყვეთ ოპტიმისტურად და გარემოს მშვენიერება აღიქვით - ასეთი დამოკიდებულება ძალიან დაგეხმარებათ. საქმიან სფეროში გარკვეული პრობლემები გაქვთ, თუმცა, დღეს ყველაფერს შეძლებთ: საქმეების მოგვარებას, საკუთარი თავის რეალიზებასა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ეცადეთ, დღეს ყურადღებით იყოთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. კარგი დღეა სამუშაოს ან საქმიანობის შეცვლისთვის. შესაძლებელია იმედგაცრუება მეგობრებთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს მთლიანად არ ენდოთ მათ. ბევრი იქნება დამოკიდებული ემოციების შეკავების თქვენეულ უნარზე. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ - მომატებულია ტრავმების მიღების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს მოულოდნელი ცვლილებები და გარკვეული იმედგაცრუებებია მოსალოდნელი, ახალ გეგმებს, დიდი ალბათობით, განხორციელება არ უწერია. მოსალოდნელია გაუგებრობები, შეცდომები, სასიყვარულო უთანხმოებები; ფინანსური ოპერაციები სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს, ხოლო დაგეგმილი მგზავრობა, შესაძლოა, ჩავარდეს. ეს ყველაფერი, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახოს, ამიტომ ეცადეთ, არ განერვიულდეთ და ნეგატიური გავლენების ქვეშ არ მოექცეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

1135