მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

7317
(განახლებულია 11:15 06.09.2019)
რა მაგიური თვისებები გააჩნია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რა მაგიური უნარი გაგაჩნიათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გარკვეული შესაძლებლობები გააჩნია, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს

ვერძებს განსაკუთრებული ალღო აქვთ. ისინი გრძნობენ საფრთხეს და ყოველთვის თავიანთ შეგრძნებებს მისდევენ. აქედან გამომდინარე, ხშირად საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ჩნდებიან. თუ გადაწყვეტენ, რომ ოკულტიზმს მისდიონ, ეს მათთვის ძალზე საფრთხილოა, რადგან ამბიციებსა და სურვილს, რომ ამოუცნობს ჩასწვდნენ, სავალალო შედეგების მოტანა შეუძლია.

კუროებს მაგია და ეზოთერიკა ნაკლებად აინტერესებთ, თუმცა ამის გარკვეული უნარები აქვთ. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს ისე, რომ თავადაც არა აქვთ ამაზე წარმოდგენა, გათვალვა და დაწყევლა შეუძლიათ. თავიანთ აზრებსა და სიტყვებში მათ ძალიან უნდა იფრთხილონ. ხშირად ნახულობენ მნიშვნელოვან სიზმრებს, განსაკუთრებით, თუ მათ ცხოვრებასა და კეთილდღეობას რამე ემუქრება.

ტყუპებს მაგიური უნარი საერთო არ გააჩნიათ. უჭირთ კონცენტრირება და მედიტაცია. თუმცა, თავად მაგიური ძალებისგან დაცული არ არიან. ხშირად ექცევიან სხვისი გათვალვისა და მაგიური ზემოქმედების ქვეშ.

კირჩხიბებს ოკულტიზმში წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. ისინი ფაქიზად აღიქვამენ გარე სამყაროს, ინტუიცია არ ღალატობს არასდროს, ასევე, თითქმის ყოველთვის აზრიან სიზმრებს ნახულობენ.

ლომებისგან იშვიათად გამოდიან ექსტრასენსები. ისინი უფრო მეტად საკუთარ თავზე არიან „ჩაციკლული", ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა, რაც უზენაესი ძალების შესაცნობად არის საჭირო, მათთვის უცხოა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლომები შესანიშნავ თილისმებს ამზადებენ.

ქალწულებს კარგი ინტუიცია აქვთ, მაგრამ ეს მათ გათვალვისა და ჯადოსგან ვერ იხსნის. ისინი საკმაოდ დაუცველი არიან ამ მხრივ და მათზე მაგიური ზემოქმედება ძალზე იოლია.

სასწორებს უფრო ხშირად მკურნალის უნარები უვითარდება. მათ სურვილს, დაეხმარონ ადამიანებს და ბუნებრივ მაგნეტიზმს საოცარი რამეების გაკეთება შეუძლია. ამასთან, მათ სასიყვარულო მაგიის ნიჭი გააჩნიათ.

მორიელი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მაგიური ნიშანია. აქვთ ნათელმხილველობის უნარი და გარკვეული სიმაღლეების მიღწევა შეუძლიათ ნათელმხილველობაში, ჰიპნოზსა და ეზოთერიკაში. მაგრამ თავიანთი უნარი მათ გონივრულად უნდა განკარგონ, რადგან იოლად შეუძლიათ, ავნონ ადამიანებს.

მშვილდოსნებს ნამდვილად აქვთ ნათელმხილველობისა და წინასწარმეტყველების უნარი. უყვართ ყველაფერი ამოუცნობის შესწავლა, მაგრამ ოკულტიზმსა და ეზოთერიკაში ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკაში მას იშვიათად იყენებენ.

თხის რქებს ურჩევნიათ, მაგიას საერთოდ არ გაეკარონ. მათ შეუძლიათ ავნონ საკუთარ თავსაცა და სხვებსაც. საბედნიეროდ, ძალიან ცოტა თხის რქა მისდევს მაგიას.

მერწყულებს სიზმრების ამოცნობის უნარი აქვთ. ამასთან, კარგი ალღოც გააჩნიათ, რაც ადამიანების შიგნიდან დანახვაში ეხმარება. კარგად მკითხაობენ. მერწყულებს შორის ბევრი ენერგეტიკული ვამპირია.

თევზებისთვის ოკულტიზმი არარეკომენდებულია. არიან ძალზე მგრძნობიარე და ამასთან, ძალზე დაუცველი  ენერგეტიკულად. თევზები ტიპური დონორი არიან, უმრავლეს შემთხვევებში, ენერგეტიკული ვამპირების მოქმედების ქვეშ ადვილად ექცევიან.

7317