დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს თამამად იმოქმედეთ ხელმძღვანელობასთან, თქვენთვის ახალი და საკმაოდ მაცდური პერსპექტივები იხსნება. ყველაფერი თქვენს ენერგიულობაზე იქნება დამოკიდებული. თუ იქნებით შეუპოვარი და გამოთქვამთ განსაკუთრებულ მოსაზრებებს, არ არის გამორიცხული, რომ კარიერულად დაწინაურდეთ. საღამოს გაერთეთ მეგობრებთან ერთად.

პეპელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღეს აჯობებს, თუ აქტიურ მუშაობას არ დაიწყებთ გეგმების განხორციელებაზე. გელოდებათ რუტინული მუშაობა - არაფერი და არავინ გაწუხებთ, და ეს გახარებთ. თუ ფული დაგჭირდებათ, მიმართეთ ახლობლებს, ისინი უანგაროდ დაგეხმარებიან. საღამო სავიზიტო ბარათია სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღეს რეალური შანსი გაქვთ, რომ თქვენი უნარებით გაიბრწყინოთ. მიეცით თავისუფლება საკუთარ ამბიციებს, ისინი თქვენში აზარტს გააღვიძებენ, რაც ესოდენ აუცილებელია დასახული მიზნების მიღწევისთვის. ხარჯი გექნებათ, თუმცა, ის უნდა გააკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა ხანში ვალის აღება მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ეს არის დღე, როცა წინა პლანზე უნდა გამოხვიდეთ. შესაძლოა, თქვენს გუნდში რაღაც კონფლიქტი მწიფდება და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის განეიტრალება, ცივი გონების შენარჩუნება. საღამოს შეგიძლიათ მოდუნდეთ, წახვიდეთ ბარში ან რესტორანში, თუმცა, სჯობს, თუ ღამის კლუბს არ ეწვევით, რადგან მოსალოდნელია საკმაოდ უსიამოვნო ვითარება მომსახურე პერსონალთან.

მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

სჯობს, თქვენს პირდაპირ მოვალეობებს მიხედოთ. სამსახურში არაერთი საქმე დაგიგროვდათ, ასე რომ, დადგა დრო, რომ საქმე შეუდგეთ. დახმარება კოლეგებს სთხოვეთ, საქმესაც გააკეთებთ და ეს თქვენს დაახლოებასაც შეუწყობს ხელს. ამასთან, ეცადეთ, თქვენი ავტორიტეტი განამტკიცოთ. დღეს მოსალოდნელი დიდი ხარჯები, თუმცა, დადგება დრო, როცა ამას აანაზღაურებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღეს ყველაფერს ასწრებთ, ყველაფერი გამოგდით. მაგრამ არის ალბათობა, რომ ამდენ საქმეში რაღაც შემთხვევით დაგავიწყდეთ, რაც მოგვიანებით, შესაძლოა, პრობლემაში გადაიზარდოს. თქვენი მოტყუება დღეს ადვილია, ამიტომ იფრთხილეთ და არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ასევე, არ აიღოთ საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციები, რადგან "განტევების ვაცის" როლის მორგება მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

თუ ძალზე მაცდური წინადადება გაქვთ, მაგრამ ეს ძალზე სარისკოა, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ასტროლოგიური ვითარება იმგვარია, რომ ფორტუნა ახლა თქვენ მხარეს არაა. კოლეგები უსარგებლო კამათში თქვენს ჩაბმას შეეცდებიან, ეცადეთ, ამას ნებისმიერი სახით თავი აარიდოთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღევანდელი დღით, დიდი ალბათობით, უკმაყოფილო იქნებით და შესაძლოა, მომავლის იმედიც დაკარგოთ. მაგრამ დამშვიდდით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ, უბრალოდ, გადაიღალეთ, ხოლო ცხოვრებას სასიამოვნო სიურპრიზები დიდი ხანია, არ მოუმზადებია. ცოტა მოითმინეთ და ყველაფერი დალაგდება. ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან მოსალოდნელია პრობლემები. საღამო განმარტოებით გაატარეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს სამსახურის თაობაზე წინადადება შემოგთავაზონ. ჯამაგირი კარგი იქნება და შეგიძლიათ, უარი არ თქვათ. წარმატებული შეთანხმებების დადების დროა, მაგრამ უფრთხილდით მოშურნეებს, ყურადღებით იყავით. თქვენი შეუპოვრობა წარმატებებს მოგიტანთ, მაგრამ ყურადღება მხოლოდ რეალურ საქმეებს დაუთმეთ. საღამოს ყველანაირად მოერიდეთ ოჯახურ გარჩევებს და თავშეკავებული იყავით ახლობლების მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს არ არის გამორიცხული, რომ ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს და მათ გადაჭრაში დაგეხმარებათ. ცხოვრებაში ნათელი პერიოდი დგება, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. სამუშაოზე თუ ინიციატივას გამოიჩენთ, შესაძლებელია მომგებიანი საქმიანი კონტაქტების დამყარება. ფსონი მატერიალურ სარგებელზე დადეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ დამოუკიდებლობა გჭირდებათ. თავისუფალი დრო საკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას დაუთმეთ.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

თქვენი დაუოკებელი ამბიციები სოციალური სტატუსის ამაღლებას მოითხოვს და სწორედ ახლაა ჩაფიქრებული გეგმების განხორციელების დრო. შესაძლოა, დღეს ზოგიერთ თქვენგანს ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, დაფიქრდით და ახლობლების რჩევებსაც დაუგდეთ ყური. ახლა თქვენთვის ზიანის მოყენება მხოლოდ ზედმეტ გულგახსნილობას შეუძლია ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

წარმატებული დღეა კულტურისა და ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწე თევზებისთვის. ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ გაერკვიოთ რუტინულ საქმეებში და შემოქმედებას მიხედოთ. მოსალოდნელია, რომ ხელმძღვანელობამ შეგაქოთ და ხელფასი მოგიმატოთ. საღამოს კარგია ფიზიკური აქტივობა, რომანტიკული შეხვედრები. მიეცით თავს ცოტა "ამჩატების" უფლება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0