შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, შემოდგომა მძიმე დროა ადამიანებისთვისო, მაგრამ ეს სულ ასეც არაა. ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომელთა ცხოვრება 2019 წლის შემოდგომაზე უკეთესობისკენ შეიცვლება

2019 წლის შემოდგომა - ჯადოსნური დროა. ცვლილებები ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება, მაგრამ ამ ოთხ ნიშანს დიდი წარმატებები, იღბალი და ბედნიერება ელის.

ლომი

ლომებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 3 ოქტომბერი. ამ დღეს მათ ცხოვრებაში დიდი პოზიტივია მოსალოდნელი. მოგვარდება ურთიერთობები ოჯახში, კოლეგებთან, მეორე ნახევართან. ჰარმონია დაისადგურებს ამურულ სფეროში, ამიტომ საყვარელი ადამიანის პოვნა უფრო მარტივი იქნება.

ფული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ფინანსურად სექტემბერში

ამ დღეს პლუტონი რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს, ამიტომ ლომების ცხოვრება თეთრ ზოლზე გადაინაცვლებს. წარსულს ჩაბარდება სევდა, განგაშის გრძნობა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა ნდობაც შეიძლება. პრობლემების გადალახვა გამარტივდება, გაქრება არაპროგნოზირებადი ფაქტორები, რაც ლომებს ნერვიულობას აიძულებდა. შემოდგომის მეორე თვიდან პოზიტიური გახდება ცხოვრება.

სასწორი

სასწორებს ცვლილებები 18 სექტემბერს ელოდება. სატურნი რეტროგრადულობას შეწყვეტს. ეს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დიდი მოვლენაა, რადგან პლანეტა უკუსვლის მდგომარეობაში რამდენიმე თვეა, იმყოფება.

სატურნის მსვლელობის მიმართულების შეცვლა პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს: სასწორები შეძლებენ ახალი მოტივაციის შეძენას, მეტ-ნაკლებად შეწყდება გაუთვალისწინებელი პრობლემების გაჩენა გზაზე. ცხოვრება უფრო სტაბილური გახდება, ხოლო მუშაობა - პროდუქტიული. სიყვარულშიც მოსალოდნელია გრძნობების გამძაფრება. მთლიანობაში შემოდგომა სასწორებისთვის სასიამოვნო განახლების დრო იქნება.

რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის>>

მერწყული

მერწყულებს ცვლილებები ელოდება პრაქტიკულად ყველაფერში: შემოქმედებითი უნარების გამწვავებიდან დაწყებული და ზოგადი ენერგეტიკით დამთავრებული. მერწყულები მხოლოდ ცუდი ენერგეტიკის მქონე უსიამოვნო ადამიანებს უნდა მოერიდონ და ისწავლონ ასეთი პიროვნებების ამოცნობა.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

შემოდგომა მერწყულებს უამრავ პოზიტივს, წარმატებასა და ენერგიას მოუტანს. გახდებიან უფრო შეუპოვარი, გაბედული, მგზნებარე. ამის მიზეზი ნაწილობრივ სატურნი გახდება, რომელიც რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს, მაგრამ სატურნის გარდა, პოზიტიურ გავლენას პერიოდულად სხვა პლანეტებიც მოახდენენ მერწყულებზე.

თევზები

თევზები ასევე ის ნიშანია, რომლის წარმომადგენლებსაც ამ შემოდგომაზე ცვლილებები ელოდება. ზოგადად, წყლის სტიქიის ნიშნები (თევზების გარდა მორიელი, კირჩხიბი) საკმაოდ კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ პერიოდში, მაგრამ თევზებს მათთან შედარებით მეტი ცვლილება ელოდება. პირველ რიგში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დაასრულებენ ურთიერთობებს, რომელმაც უკვე ამოწურა თავისი თავი. მათ გაუმართლებს სიყვარულში, ბევრი იპოვის თავის მეორე ნახევარს.

ამ ადამიანების მსოფლმხედველობაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. აქ რამე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან ცხოვრებისეული მიზნების კორექტირება თევზების სურვილისამებრ მოხდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი საკუთარ თავში დარწმუნებული, როგორ განწყობაზე იქნებიან და რა მოქმედებები აქვთ ჩადენილი მანამდე. დიდი ალბათობით, ამ შემოდგომაზე ამ ადამიანების ცხოვრებაში ახალი კარი გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0