კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 26 აგვისტო – 1 სექტემბერის პერიოდში

© Pixabay / KarlKuჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები მშვიდ მდგომარეობაში იქნებიან. ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის პოზიტიური პერიოდი დგება, მაგრამ საჭიროა მოქმედება. თუ თვითონ არ იმოქმედებთ, ისე ციური სხეულები დახმარებას ვერ შეძლებენ.

მთავრდება ზაფხული და ამ კვირაში უკვე შემოდგომა იწყება. ბევრ ჩვენგანს მოუწევს უსიამოვნო განცდები, რადგან თბილი სეზონი გვემშვიდობება, კარს შემოდგომა მოგვადგა.

კვირის ჰოროსკოპი დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, ასტროლოგების რჩევები გამარჯვებებისკენ მიმავალ გზას გიკარნახებთ. მთავარია, რომ იფიქროთ დადებითზე, შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

ყველაზე დინამიკური დღეები იქნება სამშაბათი, შაბათი და კვირა. ამ დღეებში შესაძლებელია ახალი საქმეების დაწყება, ნაცნობობა, გართობა. უქმეებზე დიდი წარმატება გელოდებათ სიყვარულსა და ოჯახურ ცხოვრებაში. ეცადეთ, ეს დღეები მაქსიმალურად კარგად გაატაროთ. არ გაწყენთ გარემოს გამოცვლა და ახალი იმიჯის შექმნა.

დანარჩენ დღეებში მოსალოდნელია გარკვეული სპონტანური ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში. ეს ცვლილებები ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება, ასე რომ, სჯობს, თუ თავს დაიზღვევთ და დახმარებას ახლობლებს სთხოვთ, გამოიჩენთ მოთმინებას და ზოგჯერ კომპრომისზე წახვალთ.

კურო

თქვენთვის დგება პერიოდი, როდესაც ყველა მოვლენას მაქსიმალურად მშვიდად უნდა შეხვდეთ. არ არის გამორიცხული პრობლემები განწყობასთან, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით. სიფრთხილე გმართებთ ორშაბათს, რადგან პლანეტები და ვარსკვლავები აქტიური და ნეგატიურად განწყობილი იქნებიან.

ამ კვირაში გჭირდებათ პოზიტიური აზროვნება, თავდაჯერებულობა და ასევე, გარშემომყოფებისთვის პოზიტიური ემოციების გადაცემა. კარგი იქნება ოპტიმისტ ადამიანებთან ურთიერთობები, ხოლო ნეგატიურ ადამიანებს მოერიდეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ტყუპი

ამ კვირაში ასტროლოგები გირჩევენ, ბევრი იოცნებოთ. თქვენი აზრები წარმატების გასაღებია ბევრ საქმეში, ხოლო იცნებები გონებაში სწორ სახეებს აყალიბებს და წარმატებას იზიდავს.

კარგი კვირაა საყიდლებისთვის. ეს კარგი ხერხია განწყობის ამაღლებისთვის, გარემოს შეცვლისთვის. შეიძლება სხვა ქალაქში გამგზავრება, გართობა მეგობრებთან, ოჯახთან ერთად. ჩვეული საქმეების შესრულება 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არცთუ საინტერესო იქნება, მოგესურვებათ რაღაც ახალი ცხოვრებაში.

კირჩხიბი

29 აგვისტო ყველაზე საშიში და არახელსაყრელი დღეა. მთლიანობაში კი კვირა წარმატებული იქნება. პლანეტებისა და ვარსკვლავების დადებითი ენერგეტიკა დაგეხმარებათ კომპრომისების მოძებნაში და საქმეების მაქსიმალურად სწრაფად შესრულებაში. არ ღირს გარისკვა, თუ უკვე მწვერვალზე ხართ და პოზიციების გამტკიცება გინდათ.

ახლა უსაქმოდ ჯდომის დრო არაა. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ სასიყვარულო სფეროსაც. თუ გსურთ მეორე ნახევრის პოვნა, მნიშვნელოვანია, რომ აქტიური იყოთ და ეჭვები მოიშოროთ. ადამიანებს თქვენი თავდაჯერებულობა მიიზიდავს.

ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი და საინტერესო ნიშნები

ლომი

საკმაოდ მშვიდი კვირა გექნებათ. მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მხოლოდ უქმეებზე, როცა პლანეტები გააქტიურდებიან. მისდიეთ საკუთარ გეგმებს და არ უღალატოთ პრინციპებს. გარისკვა, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, არ ღირს.

კვირა სასიამოვნო სიახლეებითა და კარგი განწყობით დაიწყება, ასე რომ, სჯობს, მთელი პოტენციალი გამოიყენოთ საუკეთესო შედეგების მიღებისთვის სამსახურში. საკუთარი თავის რწმენა ფიასკოსგან გიხსნით და სწორი გადაწყვეტილების სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. ყველაფრის მიღწევა დამოუკიდებლად მოგიწევთ.

ქალწული

ფინანსებსა და სიყვარულში მხოლოთ იღბალსა და შემთხვევას ნუ მიენდობით. ყურადღება მთლიანად ყველაზე მნიშვნელოვანზე უნდა გადაიტანოთ და წვრილმანი საქმეები დროებით გვერდზე გადადოთ. ზედმეტი ამბიციურობა, შესაძლოა, დიდი მარცხის წყარო გახდეს, ამიტომ გონივრულობა ნამდვილად არ გაწყენთ.

29 აგვისტოდან დიდი გამარჯვებების პერიოდი დაიწყება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს თქვენთვის მეექვსე გრძნობა. კვირის დასაწყისში მოერიდეთ დიდ ხარჯებს, ინვესტიციებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

სასწორი

სასწორებმა პოზიტიურად აზროვნება უნდა ისწავლოთ. რა თქმა უნდა, თქვენთვის პესიმისტის წოდება არ შეიძლება, მაგრამ ხანდახან უარყოფითი აზრები გეწვევათ ხოლმე. ამ კვირაში სიყვარულში სიმშვიდე გელოდებათ, მაგრამ გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი ფინანსებისა და სამუშაოს სფეროში, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.

პლანეტების გავლენის გამო, შესაძლოა, გუნდში ურთიერთობები გართულდეს. სჯობს, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ და კონფლიქტებს მოერიდოთ. შეგიძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება რთულ სიტუაციებში, ასე რომ, აგვისტოს ბოლო დღეებში ეს უნარი უნდა გამოიყენოთ.

მორიელი

პლანეტების დესტრუქციული ხასიათი მხოლოდ ორშაბათს იქნება შესამჩნევი. ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს უნდა მოერიდოთ ინტელექტუალურ და ფიზიკურ გადაღლილობას. ეს, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში ინტუიციას არ ენდოთ, რადგან ეს გონებას უფრო აგირევთ, ვიდრე დაგეხმარებათ. კარგი დროა გულითადი შრომისთვის, თამამი გადაწყვეტილებების მიღებისა და ადამიანებთან ურთიერთობებში გულწრფელობისთვის.

ფული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ფინანსურად სექტემბერში

მშვილდოსანი

მოერიდეთ კონფიქტებს, რადგან მცირეოდენ გაუგებრობასაც კი თქვენი განწყობის სერიოზული გაფუჭება შეუძლია. პლანეტები და ვარსკვლავები ახლა ძალზე მშვიდი არიან, ამიტომ ისინი თქვენგანაც ამასვე მოითხოვენ.

იდეალური დროა დასვენების, ადამიანებთან სასიამოვნო ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო გარემო გელოდებათ სახლში. მშობლიურ კედლებში ყველაზე ადვილი იქნება ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლება.

თხის რქა

იდეალური დროა მეორე ნახევრის, საყვარელი ადამიანის ძებნისთვის. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, სჯობს, მასთან, ბავშვებთან და მთლიანად, ოჯახთან მეტი დრო გაატაროს.

ასევე წარმატებული დრო დგება ფინანსურ და საქმიან სფეროებში. თუ გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ აჩვენოთ, რა შეგიძლიათ, ამ შანსზე უარი არ თქვათ. უნდა დაძლიოთ საკუთარი შიშები და ეჭვები. ამ შემთხვევაში წარმატებებს მიაღწევთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა

მერწყული

ძალზე სტაბილური და ხელსაყრელი კვირა გელოდებათ. შეგიძლიათ, დაისვენოთ, ან რამე რთულ საქმეს შეეჭიდოთ, გამოიჩინოთ ინიციატივა. შრომისმოყვარეობა ეფექტურ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, შეიცვალოთ გარემო, გაექცეთ მას, რაც მოგწყინდათ. ეს კვირა ბევრ ახალ ემოციას გაჩუქებთ. ვარსკვლავები დაბრკოლებების გადალახვის გზას გიჩვენებენ. თუ ზედმეტად არ გარისკავთ, სამსახურსა და ოჯახში უსიამოვნებები, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

თევზები

უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ მოიზიდოთ წარმატება ცხოვრებაში. ასტროლოგები გირჩევენ, შინაგანი სამყაროსა და ფიქრების გარდაქმნით დაიწყოთ. უნდა გწამდეთ საკუთარი თავის. ორშაბათი ამისთვის იდეალური დრო იქნება.

კარგი პერიოდია სწავლისთვის, პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, გარემოს გამოცვლისთვის. შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი ამოცანები დაისახოთ და მოქმედებებიც დაიწყოთ. ეცადეთ, ეს კვირა ნაყოფიერად გაატაროთ და უსაქმოდ არ ისხდეთ. თქვენი ბედნიერების მთავარი მტრები გულგრილობა და აპათიაა.

ყველა ახალი ამბავი
0