დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს, ძირითადად, პერსპექტივაზე მუშაობთ. ფორტუნა უფრო მათ მხარესაა, ვინც მომსახურების სფეროში საქმიანობს. წარმატებული იქნება სხვადასხვა სავაჭრო ოპერაცია. ყურადღება მიაქციეთ გარეგნულ იმიჯს – თქვენი უნაკლო სტილი ძალზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს პარტნიორებზე. მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა. სასიამოვნო იქნება ახლობლებთან ურთიერთობები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კუროებისთვის დაძაბული და რთული დღეა. არ არის გამორიცხული კამათი ფინანსებთან დაკავშირებით. თუ მიგაჩნიათ, რომ მართალი ხართ, თამამად შეგიძლიათ კონფლიქტზე წასვლა, ოპონენტებისთვის ჩვენება, ვინაა წამყვანი ძალა. აქტუალური გახდება საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მოვლენები არცთუ ხელსაყრელად ვითარდება. დღეს საკუთარი საქმეები არავის ანდოთ, ასევე, არ გარისკოთ ფულის გასესხება ან ინვესტიციებში ჩადება, რადგან დიდია სოლიდური დანაკარგის ალბათობა. კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ეცადეთ, თქვენი მომხიბვლელობა პირად მიზნებში, საქმიანი კავშირების დამყარებაში გამოიყენოთ. არ თქვათ უარი შუამავლების ან სპონსორების დახმარებაზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

თქვენი მომხიბვლელობა დღეს სათანადო სიმაღლეზეა. სახლში ყველაფერი წესრიგში არაა, ამიტომ, სჯობს, გარეთ გახვიდეთ, მაგალითად, საყიდლებზე, გაანებივრეთ საკუთარი თავი. ასევე კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. დღის ბოლოსთვის, შესაძლოა, განწყობა კარდინალურად შეიცვალოს, იგრძნოთ სულიერი დისკომფორტი. ახლობლებთან ურთიერთობებით მიღებული დადებითი ემოციები ნეგატიურ შეგრძნებებს გაანეიტრალებს.

განთიადი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღეს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე დაბრკოლებები არ შეგექმნებათ. შესანიშნავი დროა სასიყვარულო შეხვედრებისთვის. შესაძლოა, ახლობელი ადამიანის დაუფიქრებელმა სიტყვამ თქვენი თავმოყვარეობა შელახოს, მაგრამ არ გაბრაზდეთ, არავის უნდა თქვენი წყენინება, უბრალოდ, დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ. შესაძლებელია ახალი საქმის წამოწყება, თუ გეგმა კარგად გაქვთ მოფიქრებული.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი არაერთმნიშვნელოვანია. წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თუ დროს უაზროდ არ დაკარგავთ, არ ინერვიულებთ, თუ რამე სათანადოდ არ წავა. დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. წარმატებით გადაწყდება სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ხელსაყრელი დღეა დიპლომატიური საქმიანობისთვის. მოლაპარაკებებისთვის წარადგინეთ საკუთარი კანდიდატურა. ამ ინიციატივას კოლეგები და ხელმძღვანელები დააფასებენ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები. რომანტიკულ, სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად შეუპოვარი. ამან, შესაძლოა, გავნოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იდუმალებით მოცული ნიშნები - ტოპ-ექვსეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ჩხუბი, რომელსაც ერთი შეხედვით მყარ ურთიერთობებში ბზარის შეტანა შეუძლია. ამასთან, ამგვარ დაპირისპირებას მძლავრი მუხტიც მოაქვს, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ გიგრძნიათ. სახლში არსებული უსიამოვნებების კომპენსაციას სამუშაო ასპარეზზე წარმატებები მოახდენს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს საკუთარ თავზე უზომო ვალდებულებების აღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

წარმატებული დღეა. ბევრ რამეს იოლად აღწევთ. არ გეშინიათ ექსპერიმენტების, ტრადიციების ჩარჩოებიდან გასვლის, საკუთარ თავზე შესაძლოა წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის აღების. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. სახლში, შესაძლოა, ყოფითი ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან. ეცადეთ, ბრაზი ახლობლებზე არ ამოანთხიოთ და დღესვე მოაგვაროთ პრობლემები.                       

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღეს გაიზრდება თქვენი ენთუზიაზმი და შემოქმედებითი შესაძლებლობები, ხოლო ენერგიის მოზღვავება გაგრძნობინებთ, რომ მთების გადადგმა შეგიძლიათ. მაგრამ ეცადეთ, ზედმეტად არ დახარჯოთ ძალები, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ. სასიამოვნო იქნება საყიდლებზე წასვლა. შენაძენი დიდ სიხარულს მოგგვრით.

ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო
ვინ ჩაიცვამს საქორწინო კაბას 2019 წელს - ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

აქტიური დღეა, მოვლენებით სავსე. ვარსკვლავებმა მრავალი სიურპრიზი მოგიმზადეს. არ არის გამორიცხული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა, თანამდებობა შემოგთავაზონ. დღეს ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა და განვითარდება, მთავარია, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. საღამო კარგი დროა გეგმების დაწყობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

დღეს ეკონომია უნდა გასწიოთ. უსაფუძვლო ხარჯები, შესაძლოა, პრობლემების წყარო გახდეს, იყავით მეტად პრაგმატული. ზოგადად, მშვიდი დღეა, რამე მნიშვნელოვანი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ დათანხმება არ იჩქაროთ – ჯერ კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ–დაწონეთ. კარგი დღეა საოჯახო ნივთების ყიდვისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ყველა ახალი ამბავი
0