ავტოსტოპერი გზაზე

ნამდვილი ამბავი: ახალგაზრდა ტრასაზე დადგა, პლაკატი გაშალა და... ბედს ეწია

180
(განახლებულია 19:43 16.08.2019)
ამ პუბლიკაციის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით შეტყობინება მიიღო და საქმე არჩევანზე მიდგა.
180
თემები:
რეალური ისტორიები (38)
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

293
(განახლებულია 10:34 15.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

293
მზის ჩასვლა

15 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

252
(განახლებულია 10:21 15.08.2020)
გაეცანით 15 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

Знаки Зодиака - Лев
© Sputnik / Maria Tsimintia
ლომი

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

15 აგვისტოს დაბადებულები

15 აგვისტოს კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ასეთებზე ამბობენ ხოლმე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. არიან სამართლიანი და ერთგული მეგობრები. არიან შესანიშნავი ლიდერები. თითოეულ საქმეს ნამდვილად დიდი მონდომებით უდგებიან.

ამ დღეს დაბადებულები საქმეში ძირითად ყურადღებას აქცევენ მთავარს და არა დეტალებს. ხშირად საზოგადოებრივი ან საქმიანი ჯგუფის, ან ოჯახური კლანის ლიდერად გვევლინებიან, რადგან თავს შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც საპასუხისმგებლო ამოცანებს წყვეტენ. თვითონ შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ თავს ნამდვილ სამეფო ტახტის წარმომადგენლად აჩვენებენ.

ამ დღეს დაბადებული ქალები თავიანთ გარშემო მზრუნველ ადამიანებს იკრებენ. მათი სახლი სასახლეა, ქმარი - მეფე, ხოლო შვილები - პრინცები და პრინცესები. მამაკაცებს მართვის არაჩვეულებრივი უნარები გააჩნიათ. მიუხედავად აშკარად გამოხატული ძალაუფლების ენერგეტიკისა, მათ პატივისცემისა და ტაქტის საკმარისი მარაგი გააჩნიათ იმისთვის, რომ მოუსმინონ თანამოსაუბრეს და შესაძლოა, მიიღონ კიდეც მათი თვალსაზრისი, თუ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ამ ადამიანების ტიპური თვისებები სითბო და სიკეთე არ არის, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ სასტიკ ადამიანთა რიგს მივაკუთვნოთ. 15 აგვისტოს დაბადებულები თავს ძნელად აკონტროლებენ, რის გამოც ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, რომელსაც შემდეგ დიდხანს ნანობენ. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ მოთმინება და ადამიანების გაგება, რის შედეგად ამ ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი თავისთავად მოგვარდება.

ჯანმრთელობა

15 აგვისტოს დაბადებულებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, ამან კი მათ ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია - უნდა გააკონტროლონ რაციონი, მოერიდონ ცხიმიანისა და ტკბილის უზომოდ მიღებას; უნდა იაქტიურონ ფიზიკურად.

რჩევა:

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში პირველი ვერ იქნებით. მოერიდეთ უკონტროლო კონტროლისა და თქვენით აღფრთოვანების სურვილებს.

252
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

0
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში