ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი და სამყაროზე შეხედულება აქვს. ზოგი ყოველთვის ცდილობს, მხიარული იყოს, ზოგი კი მოწყენილობისკენ არის მიდრეკილი.

ეს თვისება დაბადების თარიღს უკავშირდება. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ მოსაწყენი, უსიცოცხლოა თუ არა ადამიანი, ეს მის ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. გთავაზობთ ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნების ხუთეულს.

თხის რქა

თხის რქა, შეიძლება ითქვას, მოწყენილი იბადება. ბავშვი–თხის რქა თავის თანატოლებს შორდება. მას უფრო აინტერესებს დროის მარტო გატარება, ვიდრე სხვა ბავშვებთან თამაში. მის ნიჭს განვითარება სჭირდება, საჭიროა სხვადასხვა წრეზე შეყვანა, რათა ტალანტი არ დაიკარგოს და მომავალში ბუზღუნა მოხუცად არ გადაიქცეს. თხის რქები ყველაფერს მუქ ფერებში აღიქვამენ, ამიტომ გარშემომყოფებს მათთან ურთიერთობისას დისკომფორტი ექმნებათ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ ტყუპებთან და მშვილდოსნებთან. სწორედ ისინი შეძლებენ თხის რქების პოზიტიურ კილოზე გადაწყობას.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ქალწული

მოწყენილობის მხრივ ქალწულები მეორე საპატიო ადგილს იკავებენ. ქალწულში ასევე შერწყმულია ისეთი თვისებები, როგორიცაა პედანტურობა და მომატებული ყურადღება სისუფთავისადმი. თუ ის თანამოსაუბრეს ტანსაცმელზე მცირე ლაქას შეამჩნევს, ან დაინახავს, რომ სამოსი გასაუთოებელია, ქალწულის თვალში ამ ადამიანს უკვე „ფეთხუმის“ იარლიყი აქვს მიწებებული. ანალიტიკური გონება და ფილოსოფიური მსჯელობის სიყვარული ამ ადამიანებს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების საშუალებას უზღუდავს. ნუ იქნებით ასე მომთხოვნი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ, მოდუნდით და გაიაზრეთ, რომ ამ ცხოვრებაში არაფერია იდეალური.

ლომი

კიდევ ერთი მოსაწყენი ნიშანია ლომი. და ეს იმიტომ, რომ მას მხოლოდ საკუთარი პერსონა აინტერესებს. ასე თავის თავზე შეყვარებულ ნიშანს სხვას ვერავის ნახავთ. საუბარში ურჩევნია, მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ისაუბროს. რა თქმა უნდა, გაცნობისას დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ძალზე საყვარელი და სასიამოვნო პიროვნებაა, მაგრამ როცა კარგად გაიცნობთ, მიხვდებით, თუ რაოდენ მოსაწყენია მასთან ურთიერთობა. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ მორიელებთან და კირჩხიბებთან, რადგან ეს ადამიანები მათზე დადებითად იმოქმედებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

თევზები

მეოთხე ადგილი თევზებს ერგო. ისინი საკმაოდ რბილი ნატურები არიან და ნებისმიერი სიტყვა მათი სულის კუთხე–კუნჭულებს აღწევს. ამის გამო საშინელი წუწუნები ხდებიან. ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა ძალიან მოსაბეზრებელია. სევდა მათ მთლიანად იპყრობს, ხდებიან მელანქოლიით შეპყრობილები. ეს თევზებს მოსაწყენ ადამიანებად აქცევს გარშემომყოფების თვალში. ასტროლოგები მათ ურჩევენ, გააკონტროლონ ემოციები და გულთან ახლოს არ მიიტანონ გარშემომყოფების სიტყვები.

კურო

კურო მოსაწყენი ადამიანების ჩამონათვალში ბოლო ადგილს იკავებს. და ეს იმიტომ, რომ, მსგავსად ქალწულისა, კურო ძალზე მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. სრულყოფილების დევნაში ის საშინლად მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება. არავის აინტერესებს ჯიუტი ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლიათ. იყავით უფრო მარტივი და შეხედეთ ცხოვრებას მსუბუქად – ესაა ასტროლოგების რჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0