ცაცია თუ „მემარჯვენე“: ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული დახასიათება

© Pixabay / stokpicმსოფლიო რუკა ხელებზე
მსოფლიო რუკა ხელებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ დღეს გვსურს გესაუბროთ ცაციებზე, მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ ენერგეტიკულ განსხვავებულობაზე. მაგალითად, იცოდით, რომ „მემარჯვენეების“ ორგანიზმში რკინის შემცველობა ჭარბობს, ხოლო ცაციებისაში — თუთიისა...

მსოფლიო ყოველი წლის 13 აგვისტოს ცაციების საერთაშორისო დღეს ზეიმობს, რომელიც პირველად, ერთი ვერსიით, 1976 წელს აღინიშნა Lefthanders International-ის ინიციატივით, ხოლო მეორე ვერსიით, 1992 წელს - ბრიტანელი ცაციების კლუბის ინიციატივით.

ასე თუ ისე, ჩვენ დღეს გვსურს გესაუბროთ ცაციებზე, მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ ენერგეტიკულ განსხვავებულობაზე.

თუმცა მანამდე გეტყვით: ისტორიიდან ცნობილია, რომ წარსულში ადამიანებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მეტად ჰქონდათ განვითარებული და პრაქტიკულად ყველა ცაცია იყო. მარჯვენა ნახევარსფეროთი აზროვნება უფრო მეტად ინსტიქტებზე იყო დამყარებული და ადამიანებმა სწორედ ამის წყალობით მოახერხეს გადარჩენა. მოგვიანებთ ადამიანმა ორივე ხელის თანაბრად გამოყენება დაიწყო, მერე კი მარჯვენა მტევანი უფრო მეტად განუვითარდა.

ყველა ახალი ამბავი
0