დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აგვისტო

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

სხვადასხვა გაუგებრობებით აღსავსე დღეა. გუნდში ვითარებისა და ახლობლებთან ურთიერთობების გართულება შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის არასწორმა შეფასებამ და დაუფიქრებლად საკუთარ თავზე აღებულმა ვალდებულებებმა. საქმეებში ყურადღებითა და ფრთხილად იყავით. კარგი იქნება, თუ თავს აარიდებთ კამათსა და იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც თქვენში ნდობას არ იწვევენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გმართებთ მოქმედებებში. ამ პერიოდში არ მიიღოთ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, კომერციულ საქმიანობაში არ გარისკოთ, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მერყევია. მოერიდეთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობებს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა პროფესიული საქმიანობისა და ოჯახური ურთიერთობების გამტკიცებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ. მოსალოდნელია არასასიამოვნო მოვლენები, სათანადო დონეზე არ იქნება ასევე ფიზიკური მდგომარეობა. ასევე, ფრთხილად უნდა იყოთ ისინი, ვინც ავტომობილის საჭესთან სხედხართ. სასურველია, საკვების მიღების დროს ზომიერი იყოთ, ასევე, მოერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს. დაეხმარეთ ახლობლებს, თუ მათ ეს დასჭირდებათ. არ იძალადოთ არავისზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არცთუ ხელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული ბზარი ურთიერთობებში. დღევანდელი მოვლენები, ძირითადად, უარყოფითი ხასიათისა იქნება, უიღბლობა თქვენი თანმდევია თითქმის ყველაფერში. თუმცა, საღამოს ურთიერთობები გარშემომყოფებთან ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ წყალთან ახლოს.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. თქვენი ჩანაფიქრი, შესაძლოა, მალე განხორციელდეს ცხოვრებაში, თუმცა, არავისთან თქვათ თქვენი ზრახვების შესახებ, რათა არ მიიპყროთ იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც ხელს შეუშლიან თქვენი გეგმების რეალიზებას. ერთობლივ მოქმედებებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღეს წინა პლანზე გამოდის ღალატისა და ცრუ დაპირებების საკითხები. შესაძლებელია სერიოზული ფინანსური დანაკარგები, პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საქმეებში უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის ესაუბროთ. მოერიდეთ შესაძლო სადავო და კონფლიქტურ სიტუაციებს, არ მიაქციოთ ყურადღება კრიტიკულ შენიშვნებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. საქმეები დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამასთან, რეალური შედეგები არ მოაქვს. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ პერიოდის არახელსაყრელი ტენდენციების გადალახვაში დაგეხმარებათ საქმეების მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება. ემოციური თვალსაზრისით, დღე ახლობლების მხარდაჭერასა და ყურადღებას მოითხოვს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კარგი დროა სახლის მოწყობისთვის, ადმინისტრაციულ ორგანოებში თქვენთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებისთვის. შეუპოვრობა მიზნების მიღწევისას და პირადი მომხიბვლელობა მაღალ შედეგებს მოგიტანთ. იოლად მიიღებთ ყველაფერს, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდით. გადაანაწილეთ ძალები, რომ დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე დროულად მიიყვანოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, რადგან შედეგები ძალზე საეჭვო იქნება. შესაძლოა ფინანსური დანაკარგები, სხვა ადამიანების მხრიდან კომერციულ საქმიანობაში საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების არაკეთილსინდისიერი შესრულება. მოერიდეთ სარისკო ოპერაციებს და დღეისთვის არაფრის ყიდვა არ დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში გაიზრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, გაძლიერდება პირადი მომხიბვლელობა. მოსალოდნელია, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ადრე გაჩენილი პრობლემები გადაჭრათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არაერთმნიშვნელოვანი და რთული დღეა. თქვენგან მოითხოვება მაქსიმალური მოქნილობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში, ქცევის მანერის სიტუაციის შესაბამისად შეცვლა. არ არის გამორიცხული მოვლენების თქვენთვის არახელსაყრელი განვითარება. მოსალოდნელია პრობლემები ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

კარგი დროა აქტიური დასვენებისთვის, სპორტისა და გუნდური ღონისძიებებისთვის. ასევე, ხელსაყრელი დროა სამომავლო გეგმების დაწყობისთვის, კავშირების გამტკიცებისა და ახლობლების დახმარებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ დღეს მიღებული ინფორმაციის გამო მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას. არ არის სასურველი დიდი ფიზიკური დატვირთვა და მოქმედებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არის სარისკო.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

საკმაოდ ნერვული და დაძაბული დღეა. თქვენი სასიცოცხლო ძალები ახლა ძალზე დაბალ დონეზეა. საქმეები კი მნიშვნელოვან ძალებს მოითხოვს. მიღებული შედეგები მოლოდინებს არ ამართლებს. გართულდება კონტაქტები ხელმძღვანელობასთან და საქმიან პარტნიორებთან. ყურადღებით იყავით დოკუმენტებთან მუშაობის დროს, კონტრაქტების გაფორმებისას. არ ენდოთ დაპირებებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0