მზის ჩასვლა

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 12-18 აგვისტოს პერიოდში

1257
(განახლებულია 11:14 12.08.2019)
კვირის ჰოროსკოპი დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, ასტროლოგების რჩევები გამარჯვებებისკენ მიმავალ გზას გიკარნახებთ.

ამ კვირაში ყველას ერთნაირად არ გაუმართლებს. ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევს მაქსიმალური დაცვისა და სიფრთხილის რეჟიმზე გადართვა. მთლიანობაში, ვარსკვლავების განწყობა აღმშენებლობითი იქნება, ამიტომ ასტროოლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ მინიშნებებს, რათა ხელიდან არ გავუშვათ იღბლიანი შესაძლებლობები.

წაიკითხეთ აქ: ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

ვერძი

ამ კვირაში მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, მაგრამ თუ სათანადო სიფრთხილეს გამოიჩენთ, არანაირი პრობლემები არ გაჩნდება ურთიერთობებში არც სამსახურში და არც სახლში. სჯობს, ემოციები დროებით საკუთარ გულში შეინახოთ და არვის გაანდოთ. რომანტიკისა და შეხვედრებისთვის საუკეთესო დღეებია სამშაბათი და ოთხშაბათი.

საფრთხილო დღეა კვირა – ამ დღეს პლანეტები განწყობას შეიცვლიან, რაც თქვენს მდგომარეობაზე აისახება. შეიგრძნობთ აპათიასა და დაღლილობას. ამ დღეს, სჯობს, თუ არ გარისკავთ და კომფორტის ზონიდან არ გახვალთ.

კურო

იდეალური კვირაა მეორე ნახევრის მოსაძებნად, ან არსებული ურთიერთობების გასამტკიცებლად. საუკეთესო დღე რომანტიკული შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის 14 აგვისტოა. ასევე, საყვარელ ადამიანთან გაატარეთ მეტი დრო 16–18 აგვისტოს პერიოდში.

კვირის ბოლო იდეალურია ოჯახური ერთობლივი ღონისძიებებისთვის – გასეირნების, ქალაქგარეთ გასვლისთვის ან ოჯახური ზეიმის მოწყობისთვის. დანარჩენში კვირა ზომიერი და პროგნოზირებადი იქნება. შეიძლება ახალი პროექტების დაწყება.

ტყუპი

ტყუპებს ამ კვირაში მთლიანად დახარჯვა მოგიწევთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი გააკონტროლოთ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან დეტალები. მნიშვნელოვანი საკითხები მარტომ გადაწყვიტეთ, ვინმეს დახმარების გარეშე.

ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია თვითკრიტიკა. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, შესაძლოა, ფიასკომდე მიგიყვანოთ, ხოლო უნარმა, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და ობიექტურად შეაფასოთ თქვენი მოქმედებები – წარმატებებთან.

კირჩხიბი

თქვენთვის ვარსკვლავები და პლანეტები ყველა შესაძლო კარს გააღებენ. მაგრამ თქვენ მხოლოდ ერთი გზის არჩევა მოგიწევთ. არ გამოვა ორ კურდღელზე გადევნება. საქმეში წარმატებების მისაღწევად საჭიროა, რომ ამოცანები სწორად დასახოთ და პრიორიტეტები გაანაწილოთ.

კვირის დასაწყისში, შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეგაწუხოთ, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. სჯობს, მზერა მომავლისკენ მიმართოთ, რომ მოიპოვოთ მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი.

ლომი

შეყვარებული ლომებისთვის, შესაძლოა, ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი დადგეს. ეს რომ უსიამოვნო შედეგების გარეშე გადალახოთ, ყურადღება აღმოცენებულ პრობლემაზე უნდა გაამახვილოთ. სასურველია, ყოველდღიურ საქმეებს მიხედოთ და ახალი არაფერი წამოიწყოთ, სანამ ღრუბლები არ გაიფანტება.

ამ პერიოდში შეუპოვრობა საუკეთესო ტაქტიკა არ იქნება. ერთბაშად ყველა საქმეს ნუ შეეჭიდებით, პრობლემები თანდათანობით გადაჭერით, რათა ვითარებაზე კონტროლი არ დაკარგოთ. იყავით ძალზე გულისხმიერი, გაუწოდეთ დახმარების ხელი ახლობელ ადამიანებს.

ქალწული

ქალწულებისთვის კარგი პერიოდი დგება, მოსალოდნელია პოზიტიური მოვლენები. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ეცადოთ ყველაფერში წარმატებების მიღწევას. თქვენთვის საჭიროა ზომიერება, სიფრთხილე, დაკვირვება.

გარშემომყოფებთან ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გესაჭიროებათ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, მაშინვე უარს ნუ ეტყვით. სიკეთე საუკეთესო საშუალებაა ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანისთვის. მთავარია, უკიდურებაში არ გადავარდეთ და საკუთარი საქმეები არ დაივიწყოთ.

სასწორი

კვირის დასაწყისში მოსალოდნელია ნეგატიური ემოციები, უარყოფითი აზრები. ოთხშაბათს ვითარება კარდინალურად შეიცვლება, რადგან პლანეტები ძალზე დინამიკური გახდებიან. შუა კვირაში შეიძლება გარემოს გამოცვლა, საყიდლებზე წასვლა, სასიამოვნო საჩუქრის გაკეთება საკუთარი თავისთვის. უქმეებზე სტაბილური ენერგეტიკა გელოდებათ, მიეცით თავს სრულფასოვანი დასვენების უფლება.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შუა კვირაში მიიღეთ. ორშაბათს აჯობებს, თუ კომფორტის ზონიდან არ გახვალთ. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე იოლად გამოგდით. ასევე კარგი კვირაა ახალ პირობებთან შესაგუებლად.

მორიელი

შეცდომით გადადგმული ნაბიჯები ნეგატიურ შედეგებამდე მიგიყვანთ, რადგან ურანი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. უკიდურესობაში „გადავარდნა“ არ შეიძლება, სიმხდალე და უმოქმედობაც არაფერ კარგს არ მოიტანს. განწყობის ასამაღლებლად შეიძლება საოჯახო საქმეებით დაკავება, მათი მოწესრიგება. რემონტის დაწყება ან სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა ჯერჯერობით არ ღირს.

ენერგეტიკის ასამაღლებლად მიმართეთ არტ–თერაპიას, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაისვენეთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადაიღალოთ, რამდენიმე საქმეს ერთდროლად არ შეეჭიდოთ. უფრთხილდით ფუჭ დაპირებებს ნაცნობების, კოლეგებისა და მეგობრების მხრიდან. ძირითადად, ენდეთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები და პლანეტები პოზიტიური განწყობით არიან, ისინი სტაბილური იქნებიან მთელი კვირის განმავლობაში. მოუსმინეთ საკუთარ გულს, ინტუიციას, ხოლო გარშემომყოფების რჩევებს – იშვიათად. თქვენთვის ზედმეტი ტვირთი იქნება წარსულის მოგონებები. ეს წინსვლაში შეგიშლით ხელს.

მოასწარით ყველა ძირითადი საქმის გაკეთება კვირის ბოლომდე, ხოლო უქმეები მთლიანად დასვენებას, ურთიერთობებს, გარემოს შეცვლას დაუთმეთ. ეს კვირა ძალზე დინამიკური, კარგი პერიოდი იქნება მუშაობისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ამისთვის განეწყოთ უკვე ორშაბათ დილიდან.

თხის რქა

ფრთხილად მოქმედება გმართებთ. გაერკვიეთ ვითარებაში და წინ ნაბიჯის გადასადგემლად მოსახერხებელ მოემენტს დაელოდეთ. თუ გინდათ, გეგმები განახორციელოთ, ისინი საიდუმლოდ შეინახეთ.

საქმეების მიმართ რაციონალური დამოკიდებულებაა საჭირო, რისკი და ავანტიურა სასურველის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს პლანეტების ენერგეტიკა უფრო ხელსაყრელი გახდება, ამიტომ ახალი წამოწყებები ხუთშაბათი–პარასკევისთვის დაგეგმეთ.

მერწყული

თქვენთვის ფინანსურად მაქსიმალური აქტიურობის, საქმეებში წარმატებების დრო დგება. სავარაუდოდ, თქვენს ენთუზიაზმსა და პროდუქტიულობას ხელმძღვანელობა შეამჩნევს. შესაძლებელია, მიიღოთ მადლობა, ხელფასი მოგიმატონ, ან დაგაწინაურონ.

პოზიტივის აპოგეა სამუშაო კვირის ბოლოს დადგება, ამიტომ სამუშაოში ორშაბათიდან ჩაერთეთ, რომ საქმეების დასრულება მოასწროთ. ადამიანებთან ურთიერთობებში ასევე სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.

თევზები

ამ კვირაში, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალოს. ამაში გამძაფრებული ინტუიცია დაგეხმარებათ. არ დაიტვირთოთ თავი წყენისა და განცდებისგან. ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, შეინარჩუნეთ ტონუსი, რათა მზად იყოთ ურთიერთობების, ერთობლივი მუშაობისთვის.

ასტროლოგების რეკომენდაციაა, დაეხმაროთ ადამიანებს, მაგრამ ეს ალტრუიზმში არ უნდა გადაიზარდოს, რადგან თავისუფალი დრო ბევრი არ გექნებათ. სიყვარულში, პლანეტების ცვალებადი ენერგეტიკის გამო, უთანხმოებებია მოსალოდნელი, ამიტომ თავდაცვითი პოზიცია შეინარჩუნეთ.

1257