დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აგვისტო

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ვარსკვლავების დღევანდელი განლაგება ხელს უწყობს კომერციულ გარიგებებსა და სარისკო საწარმოებს, თქვენი პირადი ავტორიტეტისა და პოპულარობის ზრდას. მოსალოდნელია ახალი მფარველებისა და პარტნიორების გამოჩენა, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. გარდა ამისა, წარმატებული დღეა საქმიან სფეროში და რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით.

საფულეები - Sputnik საქართველო
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

არცთუ ცუდი დღეა. ის უკავშირდება ინფორმაციების მიღებასა და მის ანალიზს. მოსალოდნელია, რომ გადალახავთ ეჭვებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. სავარაუდოდ, გაგიმართლებთ ფინანსურ საქმეებში, შესაძლებელია დიდი მოგება. კარგი დღეა საყიდლებისთვის. მიუხედავად ხელსაყრელი მომენტებისა, მზად უნდა იყოთ არასასიკეთო დამოკიდებულებისთვის კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ხელსაყრელი, აქტიური,  შემოქმედებითი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უნარები საქმიანობის სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ. დღეს სათანადო სიმაღლეზე იქნება თქვენი ინიციატივიანობა, ლიბერალიზმი, სასიცოცხლო პოტენციალი. კარგი დღეა სასამართლო საქმეების, პროფესიულ და მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ამჟამინდელ მდგომარეობაში წინა პლანზე გამოდის საქმიანი აქტიურობა და შემოქმედებითობა საქმეებში, რამაც კარგი შედეგები უნდა გამოიღოს. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი მოიტანს ცვლილებებს, რომლებიც წარმატებების შანსებს გაზრდის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი მგზავრობა. ვარსკვლავები აფრთხილებენ კირჩხიბ ქალებს, რომ ახლოსაა რომანტიკული გატაცების, დიდი ალბათობით, პოზიტიური ფინალი.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ განახორციელოთ ოცნებები, რომლებსაც ასე უფრთხილდებოდით ბოლო დღეების განმავლობაში. შეგიძლიათ წარმატებით ჩაატაროთ სავაჭრო ოპერაციები, იღბალი თქვენ გვერდით იქნება, მაგრამ გონივრულობა არ დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს სასიკეთოდ გადაჭრათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებული პირადი ხასიათის პრობლემები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

ქალწულებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გართულდეს ურთიერთობები პარტნიორებთან, კოლეგებთან. არ არის გამორიცხული, რომ შეცდომებმა და წარუმატებლობამ სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგოთ და გარშემომყოფებში იმედგაცრუება გამოიწვიოს. დღეს არ დაგეგმოთ ახალი საქმეები ბიზნესთან დაკავშირებით, რადგან აქედან, დიდი ალბათობით, არაფერი გამოვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღევანდელი ვითარებები ხელს უწყობს შემოქმედებითი და სხვების დარწმუნების უნარების განვითარებას. თუ საქმეების მიმართ ინტერესსა და ყურადღებას გამოიჩენთ, წარმატებებს მიაღწევთ. სავარაუდოდ, თქვენს წრეში გამოჩნდებიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ახალ წამოწყებებში დაგეხმარებიან. ასევე სერიოზული სტიმული გელოდებათ ძველი გეგმების წარმატებით განხორციელებაში.

განთიადი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ზედმეტი თავდაჯერებულობა და იმპულსურობა თქვენი მხრიდან, შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯის მიზეზი გახდეს. არ არის გამორიცული, რომ მოულოდნელად საქმიანი წინადადება მიიღოთ, ასევე შესაძლებელია ძველ ბიზნეს–პარტნიორთან შეხვედრა. თუმცა, მოულოდნელ სიახლეს თქვენი გეგმების არევა და მათი შეფერხების გამოწვევა შეუძლია. მოსალოდნელია ჩხუბი შეყვარებულებს შორის და გაუგებრობები ოჯახურ ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ძალზე დაძაბული დღე გელოდებათ. მოსალოდნელია უსიამოვნებები, კონფლიქტი გარემოცვასთან. გჭირდებათ მოთმინება და ამტანობა. შესაძლოა, სწორედ დაუფიქრებელი გამონათქვამებისა და ზედმეტად ემოციური მოქმედებების გამო გარედან თავდასხმების სამიზნე გახდეთ. თქვენი საქმიანობის შედეგებზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს პარტნიორების არასწორმა დამოკიდებულებამ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ეს დღე მელანქოლიური და აუხდენელ ოცნებებზე ფიქრთან დაკავშირებული იქნება. დიდია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ან ემოციური სტრესის ალბათობა. მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატვირთვებს, ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობებს. არ ეცადოთ ექსპერიმენტების ჩატარებას, მხოლოდ ნაცადი ხერხებით იმოქმედეთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

კარგი დღეა დასვენების, გასული დღეების გაანალიზებისთვის. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, აჯობებს, თუ ეს ქალაქგარეთ იქნება. არ გადაიღალოთ, რადგან ეს, შესაძლოა, ცუდად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელი ცნობა მიიღოთ. ეს ინფორმაცია, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის, ან ასევე, ძალზე არასასიამოვნო.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს ოპტიმისტურად ხართ განწყობილი ცხოვრების მიმართ, იოლად წვდებით სხვა ადამიანების განწყობას. წარმატებული დღეა, ჰარმონიულია ურთიერთობები გარშემომყოფებთან, ხელსაყრელი დროა კარიერული ზრდისთვის. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები, მათთვის ახალი იდეების შეთავაზება უყურადღებოდ არ დარჩება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ყველა ახალი ამბავი
0