დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აგვისტო

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მშვიდი დღეა. არ არის მოსალოდნელი არც დიდი გამარჯვებები და არც სერიოზული პრობლემები. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ აჩქარება არ ღირს, თუნდაც გარშემომყოფებმა მოინდომონ ეს. არ არის გამორიცხული ფინანსური სირთულეები, რადგან ფულის მიმართ ქარაფშუტული დამოკიდებულება გაქვთ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

მზად ხართ საკუთარი ინტერესების დასაცავად, არ უშინდებით ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებას. კამათი დიდხანს გასტანს, მაგრამ საკუთარ მოსაზრებას ვერავინ შეგაცვლევინებთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება. კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღის პირველ ნახევარში ხშირია უსიამოვნო მომენტები. არ არის გამორიცხული უთანხმოებები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. ცდილობთ, ზედმეტი არაფერი თქვათ, მაგრამ ხანდახან დაუფიქრებელი სიტყვები მაინც წამოგცდებათ ხოლმე. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. ჩვეულ სამქეებს უპრობლემოდ გააკეთებთ, ხოლო ახალს მეტი დრო დასჭირდება. არ იჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღის დასაწყისში ილუზიების აწყობა უფრო კარგად გამოგდით, ვიდრე უბრალო და სასარგებლო საქმეების გაკეთება. არის საშიშროება, რომ რამე ინტრიგების მსხვერპლი გახდეთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ყურადღების მიპყრობას ორიგინალური, მაგრამ საეჭვო პროექტებით ცდილობენ, ასევე, ახალ ნაცნობებს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, შეხვედრები, საჩუქრები და მცირე თანხის მიღება.

ქალი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

სხვადასხვა საქმეს ეჭიდებით, მაგრამ რომელიმეს ბოლომდე მიყვანა ნაკლებად სავარაუდოა, თუ ვინმე არ დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად არ ჩაივლის, მოსალოდნელია უთანხმოებები, კამათი, ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. მაგრამ, დიდი ალბათობით, შეძლებთ სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებას, თუმცა, უარყოფითი ემოციებისა – არა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი ხელსაყრელია ნებისმიერი შეხვედრისთვის. შესაძლებელია ყველაზე რთული საკითხების განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ყველას აწყობს. მშვიდი თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში გარშემომყოფებზე დადებითად მოქმედებს. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია იმ საქმეებისთვის, რომლებიც მცირე დეტალების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღე ძალიან წარმატებულად იწყება. უნდა ისარგებლოთ მომენტით და გადაჭრათ საკითხები, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. იქნება შანსი, რომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწიოთ რომელიმე მნიშვნელოვან საქმეში. დღის მეორე ნახევარი რთულად ჩაივლის. მოსალოდნელია უთანხმოებები, მაგრამ სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებას შეძლებთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე კარგად დაიწყება. დღის პირველ ნახევარში დაუბრუნდით საქმეებს, რომელთა დასრულება აქამდე ვერ მოახერხეთ – არის შანსი, რომ ამჯერად ბოლომდე მიიყვანოთ. იპოვით მოკავშირეებს, რომლებიც არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებაში დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც განსაკუთრებულად ნაყოფიერი იქნება. კარგი დროა დასვენებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში მოსალოდნელია რაღაც იღბლიანი თანხვედრები, კარგი სიახლეების გაგება. კარგი პერიოდია მცირეოდენი საყიდლებისთვის, მათ შორის, საჩუქრების ყიდვისთვის ახლობელი ადამიანებისთვის. მოგვიანებით გამოჩნდება რთული საქმეები, მათთან გასამკლავებლად ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული იმ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებმაც ადრე არაერთი უსიამოვნება მოგიტანეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

რთული დილა გელოდებათ. ემოციური ფონი არასტაბილური იქნება, შესაძლოა, მცირე, უმნიშვნელო რამეზე გქონდეთ მწვავე რეაქცია. სჯობს, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბევრი ცდილობს, თქვენზე ზეწოლა მოახდინოს. მათთან დაპირისპირება ძალიან დაგღლით. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. ნაყოფიერი არ იქნება, მაგრამ საშუალებას მოგცემთ, ფიქრებს თავი მოუყაროთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჭეშმარიტი ლიდერები და ინიციატორები ზოდიაქოს ნიშნებს შორის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღე კარგად ეწყობა. მართალია, ხანდახან სირთულეები ჩნდება, მაგრამ ეს არ გაღელვებთ და წვრილმანების გამო თავდაჯერებულობას არ კარგავთ. ასეთი ოპტიმიზმი გადამდებია. ამის წყალობით ახალ მოკავშირეებს იპოვით. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მომავალში, შესაძლოა, რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. მოსალოდნელია იღბლიანი მგზავორბა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. არის რამე მნიშვნელოვან საქმეში წარმატების მიღწევის შანსი. ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ, არის საშიშროება, რომ რამე მნიშვნელოვანი დეტალი ვერ შეამჩნიოთ, გათვლებში შეგეშალოთ. დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია უთანხმოებები. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0