დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აგვისტო

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმესთან შეგიძლიათ გამკლავება. მოუსმინეთ რჩევებს, მაგრამ ისინი დაუფიქრებლად არ გაითვალისწინოთ. არ შეუშინდეთ ტრადიციების დარღვევას, თუ გრძნობთ, რომ ეს წარმატებებს მოგიტანთ. კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებთ ადამიანებზე, რომლებსაც დღეს გაიცნობთ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებს. შეგიძლიათ მოძებნოთ საიმედო მოკავშირეები და ნამდვილი მეგობრებიც კი. ბევრს დააინტერესებს თქვენი გამოცდილება. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პირადულზე ნაკლებად ნაცნობ, თითქმის უცნობ ადამიანებთან ისაუბროთ. ასეთი საუბრები, შესაძლოა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, სასიყვარულო აღიარებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ეცადეთ, ფუჭ საუბრებსა და კამათს მოერიდოთ. ურთიერთობა მასთან, ვისაც ყველაფერზე უყვარს კამათი, ბევრ დროს დაგაკარგვინებთ. საქმეებს დამოუკიდებლად უკეთესად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი მიესადაგება ფულთან და ოჯახურ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ადვილი არ იქნება ერთობლივ მოქმედებებზე ვინმესთან შეთანხმება. ადამიანების დახმარების დიდი იმედი ნუ გექნებათ. ზოგიერთმა, შესაძლოა, დანაპირები არ შეასრულოს, რაც გაგანაწყენებთ და გაგანერვიულებთ. ძირითადად, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ზედმეტი დატვირთვის თავიდან არიდება. დღეს ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობა.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

გაჩნდება უამრავი ახალი იდეა, მაგრამ ყველა არც ისე კარგია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეცადეთ, ამ იდეებს კრიტიკულად შეხედოთ და სუსტი ადგილები მოძებნოთ. დღის  მეორე ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი ვიზიტები, უცნაური შეხვედრები, უჩვეულო ადამიანების გაცნობა. ისინი დაგეხმარებიან, ბევრ რამეს ცხოვრებაში განსხვავებულად, სხვა რაკურსით შეხედოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

უამრავი საქმე გელოდებათ. დახმარების დიდი იმედი არ უნდა გქონდეთ. ყურადღებით იყავით ადამიანებთან მიმართებით – ვინც ადრე გაგიცრუათ იმედი, შესაძლოა, ახლა კვლავ უსიამოვნებები მოგიტანოთ. შესაძლებელია ფინანსური დანაკარგები. ყურადღება მართებს მათ, ვინც მოგზაურობს – მოსალოდნელია უსიამოვნო შემთხვევები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

სირთულეები შეიძლება იყოს, მაგრამ მათი გადაჭრის გზებს იპოვით. ძალიან გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. ხანდახან გარისკვაც მოგიწევთ. ასეთ მომენტებში ინტუიცია არ დაგაღალატებთ. ურთიერთობები გარშემომყოფებთან ყოველთვის კარგად არ მიდის, მაგრამ სერიოზული კონფლიქტების თავიდან  აცილებას შეძლებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას. დღის პირველ ნახევარში სწორი გადაწყვეტილებების მიღების შანსი დიდია, რასაც ვერ ვიტყვით უფრო გვიანდელ პერიოდზე. ამასთან, საღამოს მოახლოებასთან ერთად, თქვენ გარშემო მოიმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ნდობაც არ ღირს. საოჯახო საქმეები მეტ ყურადღებას მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ნაყოფიერი დღეა. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი. ჩნდება შესანიშნავი იდეები. გარშემო გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ. ზოგიერთი თქვენგანი გავლენიან მფარველს, ძლიერ მოკავშირეებს იპოვის. საქმე ბევრი გაქვთ, ამის გამო, შესაძლოა, ზოგიერთ გეგმაზე უარის თქმა მოგიწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ურთიერთობების თვალსაზრისით მარტივი დღე არ არის. ბევრი პრეტენზია გაქვთ გარშემომყოფების მიმართ, გაღიზიანებთ სხვების სიტყვები და საქციელი. რჩევები, რომლებსაც თქვენი ნაცნობები გაძლევენ, უბრალოდ, კალაპოტიდან გაგდებთ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად, გქონდეთ საკუთარი ძალების იმედი. ამ შემთხვევაში ყველა გამოცდას გაუძლებთ. კარგი დღეა ფულის დახარჯვისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის. კარგად გამოგდით ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. ეცადეთ, არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში, არ მისცეთ რჩევები, თუ ამის შესახებ არ გთხოვენ. საღამოს, შესაძლოა, საინტერესო ადგილას მოხვდეთ. ახალი შთაბეჭდილებები თქვენში დიდ ემოციებს გამოიწვევს. შეგიძლიათ, სამომავლო გეგმებზე იფიქროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

მშვიდი დღეა, რომელიც, დიდი ალბათობით, არ მოიტანს რამე განსაკუთრებულ მოვლენებს – არც დიდ წარმატებებს და არც სირთულეებსა და პრობლემებს. შესაძლებელია ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, ახლის სწავლა. საღამოს გაჩნდება იდეები, რომელთა რეალიზება ნაადრევია, მაგრამ არც მათი სხვებისთვის განდობა ივარგებს. მოიცადეთ, მალე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებთანაც ამ იდეებზე საუბარს შეძლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0